ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ანდრეა პირლო მილანზე , იუვენტუსზე და ეტო’ოზე …

ანდრეა პირლო დღეს სან სიროზე ბრუნდება … გთავაზობთ საკმაოდ ვრცელ ინტერვიუს , რომელიც იტალიელმა ნახევარმცველმა გამომცემლობა “La Stampa” – ს მისცა …

მთელი 10 წელი . როგორი შეგრძნება იქნება , როდესაც სან სიროზე იუვეს მაისურით გახვალ და არა მილანის ?

ორი აზრი არაა , რომ ვინერვიულებ , თუმცა მილანთან დაპირისიპირება ადრე თუ გვიან მაინც მომიწევდა და მიხარია , რომ ეს ასე მალე მოხდება ” .

ბარიში თქვენ უკვე შეხვდით მათ …

” ისეთი გრძნობა დამეუფლა ვარჯიშის დროს , რომ თითქოს მათ გუნდში ვიყავი ისევ ” .

არანაირი ნოსტალგია ?

” მეგობრებთან დაკავშირებით , ურთიერთობა ისევ არსებობს და საკმაოდ მყარიც ” .

მილანიდან არავინ არ მიდის , თუ არ ჩავთვლით შევჩენკოს და კაკას . თქვენს შემთხვევაში რა მოხდა ?

” სიახლე მესაჭიროებოდა . ყოველი დღე წინას ჰგავდა და ასე უკვე შეუძლებელი იყო ყოფნა . მჭირდებოდა რაიმე , რაც მოტივაციას ამიმაღლებდა ” .

თებერვალში დაირხა ხმები , რომ მილანი დიდ გაცხრილვას იწყებდა … წავიდოდნენ ფეხბურთელები , რომლებსაც კონტრაქტი უმთავრდებოდათ . ამ სიაში თქვენს გარდა ზეედორფი , ინძაგი და ნესტაც შედიოდნენ , მაგრამ წასვლით მხოლოდ თქვენ წახვედით …

” როცა შემეძლო ვთამაშობდი . თუმცა , შემდეგ უკვე აღარ დავთანხმდი ხელმძღვანელობის პირობებს და წავედი … ”

როდის დაიბადა აზრი იუვენტუსის თაობაზე ?

” თებერვალში . განსაკუთრებით ბოლოს მიღებულმა ტრავმამ გააძლიერა ეს აზრი . ადრე პრობლემები ნაკლებად მქონდა ხოლმე , მაგრამ შემდეგ ტრავმა ტრავმაზე მოდიოდა და ვფიქრობ ეს რაღაც ნიშანი იყო , რომ რაღაც უნდა შემეცვალა ” .

იმიტომ რომ იუვენტუსი ევრო საგზურს მიღმა არის და ნაკლები თამაში მოგიწევდა ?

” არა , პირიქით ჩემი დიდი სურვილი იყო რომ გუნდს დაეკავებინა ევრო ზონაში ადგილი . მიზეზი სრულებითაც არ იყო ის რომ იუვენტუსი ნაკლებ შეხვედრას ჩაატარებდა  და ყოველ მესამე დღეს მოედანზე არ  იქნებოდა ” .

ბევრი ელოდა , რომ კარიერას არა იტალიაში არამედ , სხვაგან რომელიმე წამყვან ჩემპიონატში განაგრძობდით . შეგაშინათ ამ მხრივ გამოუცდელობამ ?

” სისულელეა . ორი წლის წინ უპრობლემოდ შემეძლო ლონდონში გადასვლა ოჯახთან ერთად , სადაც ჩელსის ღირსებას დავიცავდი , მაგრამ ბერლუსკონიმ შემაჩერა ” .

ამჯერად მას არაფერი უღონია ?

” დიახ , მან დამირეკა თუმცა ეხლა რადიკალურად განსხვავებული სიტუაცია იყო : კონტრაქტი მიმთავრდებოდა და უკვე თავად ჩემზე იყო ყველაფერი დამოკიდებული . მან გამიგო და წარმატებები მისურვა ” .

რომელი დაპირისპირება გახსოვს ყველაზე მეტად მილანი – იუვენტუსის ისტორიიდან ?

” მანჩესტერის ფინალი . იუვენტუსი მაშინ მსოფლიოში ერთ ერთი საუკეთესო კლუბი იყო , მაგრამ მშვენივრად ვხდებოდი , რომ შანსები თანაბარი იყო ” .

მატჩი რომლის გათამაშებაც გინდა …

” შეხვედრა , რომელშიც ტრეზეგეს გოლმა სკუდეტოს ბედი გადაწყვიტა . მაშინ ახალი ნათამაშები გვქონდა ეინდჰოვენთან ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში და მზად ვიყავით გამარჯვებისთვის ” .

თვლით , რომ ერთ წელიწადში შეგიძლიათ სერიოზული მიზნების მიღწევა ?

მეშვიდე პოზიციიდან ჩემპიონობამდე , დიდი ნაბიჯია გასაკეთებელი , მაგრამ ცდას არაფერი უდგას წინ ” .

თქვენი საუკეთესო წლების პერიოდში მილანთან ერთად , იგებდით ლამაზად , იუვენტუსი კი ამას ადვილი მეთოდით აღწევდა …

ეხლა კი ყველაფერი შეიცვალა . უკვე ალეგრი ცდილობს ადვილი მეთოდით ფონს გასვლას , მაშინ როცა კონტე აქცენტს ლამაზ ფეხბურთზე , დრიბლინგზე და კომბინაციურობაზე აკეთებს ფსონს ისევე როგორც ანჩელოტი . ალეგრის კი რაღაცით კაპელოს შევადარებდი ” .

თქვენ ეხლა ორმაგი სამუშაოს ჩატარება გიწევთ .

პირველი შემთხვევა არ არის , როდესაც ნახევარდაცვაში ორი ფეხბურთელის მაგივრად მიწევს ასპარეზობა . ასე იყო ნაკრებშიც , როდესაც 4-2-3-1 სქემით ვთამაშობდით , მაგრამ ითამაშო ერთ ფორვარდთან და ორთან განსხვავებული დავალებაა ” .

სამი მახასიათებელი ოთხიდან , დღევანდელი იუვენტუსის .

ორგანიზებული გადაადგილება , რომელსაც ძალების გამოცლამდე ვხეწავთ . ყოველთვის არის მზად თამაშის სადავეების ასაღებად . ძლიერია ბურთის ფლობაში ” .

დღევანდელი დღის ერთ ერთი პრობლემა ?

კონტე პასების გაკეთებისას მეტ სისწრაფეს ითხოვს , მაგრამ ეს გარკვეულ დროს მოითხოვს . ჯერ ყველაფერი დასამუშავებელია ” .

როგორი პერსონაა კონტე ?

თავისი ფილოსოფიით ის ანჩელოტის მაგონებს , ურთიერთობაში კი ლიპის . მისთვის გუნდი ერთიანი მექანიზმია , მაშინაც კი როდესაც მასმედიის წარმომადგენლებს ესაუბრება ” .

ეტო’ოს ადგილზე იასპარეზებდით დიდი ფულის სანაცვლოდ მოსკოვში ?

იცით , ასეთი წინადადებით მეც მომართეს , მაგრამ ეს ხომ ფეხბურთი არ არის . მირჩევნია პროფესიონალურ დონეზე ვითამაშო სპორტის ნომერ პირველი სახეობა . დიახ , 20 მილიონი ცოტა ნამდვილად არ არის , მაგრამ აქაც ხომ არ გვიხდიან 2 ცენტს ” .

ბავშობის პერიოდში , ბაჯოს და პლატინის თამაშით იყავით აღფრთოვანებულნი . ბიანკონერის ხომ არ გულშემატკივრობდით შემთხვევით ?

ინტერისტა ვიყავი , მაგრამ პლატინი ნამდვილად მისაბაძი სპორტსმენი იყო . კიდევ , ზიკო , ბაჯო და მარადონა . მათგან ვისწავლე სტანდარტულების შესრულება ” .

თქვენ ყოველთვის ჩრდილში იმყოფებით . ეს შემთხვევით ხდება თუ რეალობაა ?

ჩემი სამუშაო შემოიფარგლება მოედანით და გასახდელით . დანარჩენი კი ნაკლებად მაინტერესებს . არანაირი ინტერვიუ , სარეკლამო რგოლები და ასე შემდეგ . არ შევდივარ Facebook – ზე , არ ვჩათაობ Twitter – ზე , არ გამაჩნია პირადი ვებ გვერდი , არადა ჩემს მაგივრად სხვები აკეთებენ , რომლებიც ჩემი ფოტო სურათით სარგებლობენ . ხალხი გიჟდება . ადვოკატს ვესაუბრე , თუმცა ვფიქრობ წამგებიანი საქმეა ” .

ლიპიმ განაცხადა , რომ პირლო არ უნდა საუბრობდეს , ის ფეხებით გადმოსცემს ყველაფერს …

ეს არის საუკეთესო ფრაზები ჩემს მიმართ ” .

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

9 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
Gio Darja
12 years ago

აუ უძალიანმაგრესი კახი ხარ ანდრეა :love:

david alkhanishvili
12 years ago

ეს სულ სევდიანი და გასაპარსი როგორ უნდა იყოს :gvishvele:

NEDVEDA11..
12 years ago

უყურეთ დღევაანდელ მატჩზე რა ჩამივარდა ხელში..
თითქმის ოფიციალურია და როგორც სქემიდან ჩანს, სწორედ კონტერს ნახსენებ 4-2-4- ს ვითამაშებთ

http://i063.radikal.ru/1108/8d/9877747a282b.jpg

merke
12 years ago
Reply to  NEDVEDA11..

ისე ძალიან შემტევია..წესით და რიგით მილანი უნდა გავარღვიოთ დღეს… :forza:

George Khubulava
12 years ago

ისე შოკია რა ეს პირლო.. ბავშვობაში ინტერისტა ვიყავიო.. საუკეთესო წლები მილანში გაატარა, ახლა კიდე იუვეს ფეხბურთელია.. )) რა არის არა ცხოვრება ? :D :D :D

NEDVEDA11..
12 years ago

აბა..ყველაფერს ნახავ კაცი :givi:

mamuka iosava
12 years ago

კარიერა ინტერში დაიწყო და მორატიმ მიჰყიდა მილანს ეტყობა ვერ გაქაჩავსო იფიქრა:)))))))))))

George Khubulava
12 years ago
Reply to  mamuka iosava

ვერ გაქაჩვაზე ანრი გამახსენდა.. მოჯიმ რო მიყიდა არსენალს ახალგაზრდა ანრი კაპიკებში ლიპის ინიციატივით..

NEDVEDA11..
12 years ago

ლიპიმ განაცხადა , რომ პირლო არ უნდა საუბრობდეს , ის ფეხებით გადმოსცემს ყველაფერს …

” ეს არის საუკეთესო ფრაზები ჩემს მიმართ ” . :love:

ლიპის მერე ისე არავისი მჯერა როგორც დღეს კონტესი!
მიდი კონტე!მიდი ანდრეა :forza:

| Newsphere by AF themes.
9
0
Would love your thoughts, please comment.x