ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე 10 დღე დარჩა

სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე , სულ რაღაც ათიოდე დღე რჩება და თუ დავუჯერებთ , ბიანკონერის გენერალურ დირექტორს ჯუზეპე მაროტას , 2-3 მნიშვნელოვან შენაძენს გუნდი აუცილებლად გააკეთებს …

ვფიქრობ , არ წარმოადგენს სიახლეს , რომ ამ სამიდან ორი ყველასთვის არის ცნობილი . უპირველესი კანდიდატი გახლავთ ბრაზილიელი ალექსი , რომელმაც გუშინ არცთუ ისე დამაჯერებლად ითამაშა  ლონდონის ჩელსის რიგებში , თუმცა ეს მის სათამაშო კლასს ხაზს ნამდვილად არ გადაუსვამს. იტალიური პრესის ინფორმაციით , ჯუზეპე მაროტამ მიიღო თანხმობა ცენტრალური მცველისგან და ეხლა უკვე მოლაპარაკება უშუალოდ ლონდონური კლუბის ხელმძღვანელობასთან უნდა გაიმართოს . სავარაუდოდ ალექსი , უკვე მომავალ კვირაში მოირგებს ბიანკონერის შავ თეთრ მაისურს …

პ.ს. ბოლო ინფორმაციით , ბიანკონერი გეგმავს ტრანსფერში მარკო სტორარის ჩართვას და ბარტერის განხორციელებას , რაზეც არც ლონდოური კლუბის ხელმძღვანელობაა წინააღმდეგ .

საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა დღევანდელ იტალიურ გამომცემლობებში . ბიანკონერი კვლავინდებურად დაუბრუნდა ელჯერო ელიას საკითხს , რომელსაც როგორც ჩანს საკმაოდ სერიოზულად დაეძაბა ურთიერთობა ჰამბურგის ხელმძღავენლობასთან .  ამას ის ფაქტიც ადასტურებს , რომ გუშინდელ შეხვედრაში ბაიერნთან , ის მოედანზე ბოლო წუთებში შემოვიდა . მაროტა აპირებს ახალი , 10 მილიონიანი წინადადებით მიმართოს ჰოლანდიელის თაობაზე გერმანელ კოლეგებს , რომლებსაც თავის მხრივ არ სურთ ელჯეროსთან განშორება და როგორც ჩანს ძალით აპირებენ მის გერმანიაში დატოვებას . მოარული ხმების თანახმად , კი ელიას თაობაზე მინიმალური წინადადება უნდა შეადგენდეს 15 მილიონს , რასაც მაროტა არ დასთანხმდება .
ალტერნატივა კი არც მეტი არც ნაკლები იბრაჰიმ აფელაია . პარატიჩი/მაროტას დუეტი , აქტიურად აკვირდებიან სიტუაციას , რომელიც ბარსელონას ფლანგელის გარშემო ხდება . ალექსის სანჩესის მოსვლის შემდეგ და პლიუს ალკანტარას მშვენიერი ასპარეზობის ფონზე , აფელაის შანსები მოხვდეს ძირითად შემადგენლობაში ფაქტიურად 0-ს გაუტოლდა . ეს კი მისი ასაკის ფეხბურთელისთვის არაფერი კარგის მომამსწავლებელი არ არის და შესაბამისად , საკმაოდ დიდია იმის შანსი რომ იბრაჰიმი გამოიცვლის კლუბს . ანტონიო კონტე კი გაშლილი ხელებით შეხვდება ამ მოთამაშეს . როგორც ჩანს ბარსელონას მაინც არ სურს ამ ეტაპზე მისი საბოლოოდ გასხვისება და შესაძლოა რომელიმე კლუბში არენდის წესით გაუშვან . აი მაგალითად გუშინ გავრცელდა ინფორმაცია , რომ სევილია აპირებს მის აყვანას , რამაც დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია ჟურნალისტებში , მათი აზრით აფელაი  პეროტის შეცვლის , რომელსაც ასევე იუვენტუსი აკვირდება . მაგრამ დღეს უკვე სიტუაცია შეცვლილია  . თავად იუვენტუსია დაინტერესებული ჰოლანდიელით და საქმე არა არენდას , არამედ ყიდვას ეხება . 8-10 მილიონი ისევე როგორც ელიაზე , ასეთი იქნება მაროტას წინადადება .

ვარგასის საკითხს რაც შეეხება , რომელიც ბოლო პერიოდში ყველამ მიივიწყა . იუვენტუსი მას ბოლო ვარიანტად განიხილავს და თუ ბოლო წამამდე იუვემ ვერ მოახერხა ვერცერთი ზემოთ ჩამოთვლილი მოთამაშის გაფორმება , მაშინ პერუელთან გააფორმებს კონტრაქტს .

და ბოლოს , ემანუელე ჯიაკერინი . ჩეზენას ფეხბურთელი , რომელიც ბოლო პერიოდში არაერთი გუნდის ინტერესის ქვეშ მოხვდა . 26 წლის , საკმაოდ სწრაფი ფლანგელი მოთამაშე , შესაძლოა უკვე მომავალი კვირის პერიოდში ოფიციალურად ჩაირიცხოს იუვენტუსში . გუშინ პირველად განხორციელდა ამ ორი კლუბის წარმომადგენლების შეხვედრა , სადაც ფაქტიურად მიაღწიეს კიდევაც შეთანხმებას …

აქვე ერთი პატარა ინფორმაცია , რომელიც ალბინ ეკდალს ეხება . დღეს, ოფიციალურად გახდა ცნობილი რომ შვედი ფეხბურთელი კარიერას კალიარიში გააგრძელებს . ფეხბურთელი ამ ეტაპიდან ორი კლუბის თანამფლობელობაში იმყოფება .

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

68 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
Di Francesco # 1
12 years ago

რათქვადა იტალიაში არი თაობა უბრალოდ მწვრტნელები შანსს არ აძლევენ და გამზადებული ფეხბურთელების ყიდვა ურჩევნიათო, იმედია კონტე მიცემს შანსს ბონუჩის

12 years ago

მეც ადრეე მინდოდა აფელაიიიიი

arseni
12 years ago

რა რა თქვა კალაძემ?

Di Francesco # 1
12 years ago

კალაძემ რა თქვა ნახე? იტალიურ ფეხბუერთზე?

flip flap
12 years ago

1juve ვინ არის ტაობა ჯოვინკო ვერასოდეს ითამაშებს მაგ ფეხბურთით ტურინში და იგივე ბონუჩი რანოკიაც მაგარი ლამერია დაცვაში არ არის იტალიელები არ გვყავს ამ ეტაპზე და ალექსის მოსვლა გამართლებული იქნება ბონუჩი ძირითადში დამგუპველი იქნება და იტალიელი კი არა თუ გინდა ტაჯიკი იყიდონ მთავარია ითამაშოს :forza:

mamuka iosava
12 years ago

დამიჯერეტ აფელაი დიდი ტალანტია…ვიყიდოტ ჯობია

George Khubulava
12 years ago

აფელაები, ელიები, თუნდაც რობენები (ფიზიკურად სუსტები) იტალიაში ვერ გაქაჩავენ.. მაგიტოა რობინიო რო ფაფხურობს მილანში.. ამ 3-დან ვარგასი მირჩევნია ყველას..

Di Francesco # 1
12 years ago

ზამენაზე არ გააფუჭა ალექსამ ნიჭიერი რო იყო

lasha naxucrishvili
12 years ago

შენაძენებს კი გააკეთებს ეს მაროტა მაგრამ ვინებს მოიყვანს ეგაა მთავარი

Di Francesco # 1
12 years ago

კაი რა 2 კვირი წინ ყველა ვარგასს ვაქებდით და ახლა აფელაის, ესეიგ რომელიც უფრო ახლოსაა იუვესთან იმ მომენტში იმას ვაქებთ?

Del Piero 10+
12 years ago

აფელაი არის ყველა კაი ვარიანტი დანარჩენი ხარახურაა ფეხბურთელებია ..

Di Francesco # 1
12 years ago

ხოდა რუნის და რონალდოს რო ვერ ჯობდა მიტო არ დატოვეს როსი მანჩეში

12 years ago

მერე ნანის და ბერბატოვს მაინც როგორ ვერ აჯობა??

Di Francesco # 1
12 years ago

მაგი კაი რო იყოს ბარსა გამოუშვებს?

12 years ago

სანჩესს არ ჯობია და ფაბრეგასს ამიტომაც გამოუშვებს აფელაი ვერ ამოაგდებს 55 მილიონიან 3 ფებხურთელს ფაბრე ხავი ინიესტას

12 years ago

ლოგიკური აზრია.. მაგრამ ბარსაში ისეთი კონკურენციაა ალბად ხავისაც მოუწევს ძირითადისთვის ბრძოლა. მითუმეტეს აფელაიმ ტყუილად უნდა დაკარგოს 1 წელი. ასე რომ ჯობია დავიმატოთ, ჯერ კიდე პეევედან მინდოდა ჩუვაკი აფელაი : )

Di Francesco # 1
12 years ago

გიო_ჯუვენტინი აფელაის მოსვლა გაგიხარდება?

12 years ago

კი გამიხარდება ძალიან

tsotne tsertsvadze
12 years ago

ელია არ დამანახოთ მაგან იუვეზე ისეთი იბაზრა რაც არ უნდა მაგრა ითამაშოს იუვეში მე სასტიკად წინააღმდეგი ვარ, დალპეს ჰამბურგში ახლა რომ მეორე ბუნდელიგაში გავარდებიან !!!!!!!!!!!!!!

BESO BARAMIA
12 years ago

ამ ვარიანტებიდან მე აფელაის ვარიანტი მომწონს, ალექსი თავისთავად უნდა ვიყიდოთ, ხოლო სტორარის საბარტეროდ გამოყენების სასტიკი წინაააღმდეგი ვაარ :juvee: :juvee: :juvee: :juvee: :juvee: :juvee: :juvee:

Di Francesco # 1
12 years ago

ამ ეტაპზე იუვეში არ მოვა ის ლეგიონერი რომელიც იუვეს დონეს დააკმაყოფილებს, ჯერ ვინც გყავს ის ხალხი ამოწურე და თუ არ დაგაკმაყოფილებს მერე დაუძახე ალექს და ელიას

12 years ago

ერთი ის იტალიელი დამისახელე რომელიც თან მოვა და თან იუვეს დონეს დააკმაყოფილებს. რაარი კაცო შენ იუვენტუსი იტალიის ფარმ კლუბად გინდა???

Di Francesco # 1
12 years ago
Reply to 

როსი

12 years ago

ჯუზეპე?? მაგას აგუერო ჯობია და არ გვინდა რა თქემის გაფუჭება ბანს დამადებენ . გეუბნები როსის აგუერო კიარა კვალიარელაც მირჩევნია.
მაგი რო კაი ყოფილიყო მანჩესტერი გაუშვებდა??

12 years ago

1juve – დიდი ბოდიში მარა ძაან ჩაციკლული ხარ ამ იტალიელებზე, მე პირადად არ მინდა არცერთი იტალიელი გუნდში ვინც იუვეს დონეს ვერ დააკმაყოფილებს, ან უბრალოდ ვერ მოერგება გუნდს..

ნედვედის და ტრეზეგეს თამაშზე ვარ გაზრდილი და ძალიან მეამაყება რო ეს არაიტალიელი ფეხბურთელები იუვენტუსის ღირსებას იცავდნენ.

| Newsphere by AF themes.
68
0
Would love your thoughts, please comment.x