ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

იტალიურ ფეხბურთში უთანხმოებაა

იტალიურ ფეხბურთში ახალი სკანდალი აგორდა. ერთმანეთში “სერია ა” -ს დაქვემდებარებაში მყოფი” პროფესიონალების ეროვნული ლიგა” და “იტალიელ ფეხბურთელთა ასოციაცია” ვერ თანხმდება. დავა მას შემდეგ დაიწყო, რაც ჩემპიონატის კლუბებმა (ლეგა) საერთო სავაჭრო კონტრაქტის გაფორმებაზე განაცხადა უარი…

თუ კლუბები მოლაპარაკებათა მაგიდას არ მიუჯდებიან, მაშინ საქმე კიდევ უფრო გართულდება – აცხადებს AIC -ს ვიცე-პრეზიდენტი უმბერტო კალკანიო- “ლეგას” დროებითი კონტრაქტი შევთავაზეთ, რითაც დახმარების ხელი გავუწოდეთ მას, ეს გაფიცვებს თავიდან აგვარიდებდა. მოლაპარაკებისთვის მუდამ მზად ვართ, მაგრამ ნაბიჯს არავინ დგამს. იმედი გვაქვს, “პროფესიონალების” ეროვნული ლიგა” წინადადებით მოგვმართავს და ამასთან პატივს სცემს რამდენიმე თვის წინ მიღწეულ შეთანხმებას, წინააღმდეგ შემთხვევაში პრობლემები უფრო გაიზრდება. ” -“ლეგა კალჩო” ამტკიცებს, რომ ფეხბურთელები ახალი ტიპის საკლუბო კონტრაქტების წინააღმდეგნი არიან, რომლის მიხედვითაც სახელფასო თანხების ნაწილს “სოლიდარობის გადასახადი” წაართმევთ. უმბერტო კალკანიო რამდენიმე სიტყვით ამასაც შეეხო: ” ფეხბურთელებს არასოდეს უთქვამთ, რომ “სოლიდარობის გადასახადის” წინააღმდეგნი იყვნენ. ამ მხრივ პრობლემას ვერ ვხედავ. ” -ციტირებს ვიცე პრეზიდენტის სიტყვებს იტალიური Sky.

წყარო: football italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

4 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
12 years ago

იტალიელების გამოსწორება არ იქნება,ჩვენსავით:mrgreen:

arseni
12 years ago

აბატე არის იტალიური ფეხბურთის დაუძინებელი მტერი

tifoza
12 years ago

სოლიდარობის გადასახადი არა სათნოების სახლებში გადაარიცხინონ ბარემ

12 years ago

სანამ იმ აბატეს არ აახვევინებენ იტალიურ ფეხბურთს არაფერი ეშველება !!!

| Newsphere by AF themes.
4
0
Would love your thoughts, please comment.x