ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ბიანკონერები ვარჯიშებს განაგრძობენ : მინი-მატჩი ვინოვოზე

ვინოვოს სამწვრთნელ ბაზაზე ანტონიო კონტეს შეგირდები სრული დატვირთვით ვარჯიშებს განაგრძობენ.დღევანდელ საღამოს სესიაზე მთავარმა მწვრთნელმა მინი-მატჩი გამართა, რომელშიც რამოდენიმე პრიმავერას ფეხბურთელმაც მიიღო მონაწილეობა.საკმაოდ საინტერესო და დაძაბული შეხვედრა 3-3 დასრულდა.თეთრების შემადგენლობაში დუბლი ალესანდრო დელ პიერომ შეასრულა, რომელმაც ერთხელ თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან, ერთხელაც თამაშიდან შეძლო მარკო სტორარის კარის დალაშქვრა.მესამე გოლი აქტივში ახლახანს გამოჯანმრთელებულმა სიმონე პეპემ ჩაიწერა.რაც შეეხება დელ პიეროს, პეპესა და მათი თანაგუნდელების მოწინააღმდეგეებს, მწვანეების ლიდერი დღევანდელ საღამოს გუნდის ახალწვეული, ემანუელე ჯაკერინი იყო, რომელმაც კაპიტნის მსგავსად დუბლის შესრულება მოახერხა.მესამე გოლი ალექსანდერ მანინგერის კარში ფაბიო კვალიარელამ გაიტანა.

შემდეგი სრული ვარჯიში ვინოვოზე სამშაბათს გაიმართება.ბევრი მოთამაშე ევრო 2012 შესარჩევი ეტაპის მატჩებში მიიღებს მონაწილეობას.ბიანკონერები ტურინში 8 სექტემბრისთვის დაბრუნდებიან, რათა მთელმა გუნდმა მონაწილეობა მიიღოს ახალი სტადიონის გახსნის გრანდიოზულ ცერემონიაში.სერია A სტარტს 11 სექტემბერს აიღებს, პირველ მატჩს ტურინის “იუვენტუსი” საშინაო კედლებში, “პარმას” წინააღმდეგ გამართავს.

წყარო : Juventus.com

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

5 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
Juventino17
12 years ago

ნეტა მატა გვეყიდა რა გამოჩენის დღიდან ვაკვირდები მაგ ფეხბურთელს, ჩვენთვის იქნებოდა მისწრება თან ახალგაზრდაცაა

Juventino17
12 years ago

საღოლ ჯაკერინის

gio iuve
12 years ago

თუ უფრო კაი მოყავთ გაუშვან მაგრამ ესენი რისი მომყვანები არიანნ…..ვინც ყავტ იმასაც უშვებენ……. :blin: :blin: :vaime: :euf: :juventus:

G M
G M
12 years ago

პეპე მევასება :blin: მაგარი კაცია არ გაუშვან რა :loool:

Di Francesco # 1
12 years ago

პეპე დატოვეთ მაგარი კაცია :italy:

| Newsphere by AF themes.
5
0
Would love your thoughts, please comment.x