ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ადმინისტრაცია თქვენს ყურადღებას ითხოვს

მოკლედ წარსულსა და მომავალზე…

ფრიულებზე მსაჯის პირველი სასტვენი მხოლოდ საფეხბურთო მატჩის დასაწყისის მანიშნებელი როდი იქნება. იტალიელმა არბიტრმა რომ იცოდეს, სწორედ იმ წამს აიღებს სტარტს სტუმარი გუნდის ქართული ფანკლუბის ახალი ოდისეა, ალბათ აპენინურ მზით დამწვარ ბეჭებზე დაწოლილი პასუხისმგებლობის ჭაპანი პირდაპირ მიწაში ჩაიტანდა. ერთგულ მომხმარებელს ემახსოვრება, იშვიათად, ახალი სეზონი შემაჯამებელი სტატიით არ დაწყებულიყო. ესეც რომ არა, ერთი ორი სიტყვის უთქმელად მივივიწყოთ უწინდელი საფეხბურთო წელი უსამართლობაც იქნება.

მოკლედ რომ ვთქვათ, ახალ წლამდე ჯახირ-ჯახირ, ბოგირ-ბოგირით მისული იუვენტუსი სეზონის მეორე ნახევარში პირველივე დაბრკოლებას გამოედო და ფეხი მოიმტვრია. ნელ-ნელა, სიდინჯით დაემშვიდობა ჯერ პირველ, შემდეგ მეორე, მესამე (და ასე მეშვიდემდე) ადგილის დაკავების შანსებს. გადიოდა დღეები მომავალი უქმეების მოლოდინში და ჩვენც ორშაბათ დილას სულ უფრო იშვიათად ვხვდებოდით სახეზე ღიმილით. სატურნირო ფსკერისკენ მიმავლებს სულზე მოგვისწრო სეზონის დასრულებამ და მეშვიდე ადგილზე გავჩერდით. ათასჯერ გაჩენილი იმედი ათასჯერვე მოისპო, ავად თუ კარგად სეზონი მივახრჩვეთ, მაგრამ ევროტურნირების მიღმა კი ამოვყავით თავი. მაგრამ, ქართველი კაცი რის ქართველი კაცია, ყველაზე უიმედო მდგომარეობასაც რომ არ უპოვოს პლიუსები: სამაგიეროდ, მთლიანად “სერია ა” -ზე ვიქნებით გადართულებიო -ამბობს ქართველი, იტალიელი კი თავს პირველივე ხეს ახლის და თავისთვის ქვას, მუცლისთვის კი სამართებლის ძებნას იწყებს. თუმცა ეს უკვე წარსულია, ამ შემთხვევაში კი არ აქვს მნიშნელობა რა იყო გუშინ, მთავარია რა იქნება ხვალ. იმედი ვიქონიოთ ხვალინდელი დღე უკეთესი იქნება, ვიდრე აწ უკვე დავიწყებული გუშინდელი…

მაგრამ ნამდვილი გულშემატკივრობა გასაჭირში მყოფი საყვარელი გუნდის გვერდში დგომაა, თორემ “ბარსა” “ბარსას” ძახილზე ადვილი რაა; ასეთები კი სანთლითაა საძებნი. რომ არ გაგიჭირდეთ, მოკლედ აგიხსნით როგორ უნდა იცნოთ. თქვენთვის თუ მიტასაობთ და ვიღაცას იუვეს ზედა აცვია, ამით არ იცნობა გულშემატკივარი, ასეთს გვერდით ჩაუარეთ. თუ ავტომობილის წინა სარკეზე უკიდია ვიღაცას იუვეს სურნელოვანი ემბლემა, ნერვებისმომშლელად რომ ტრიალებს და ქანაობს, შეიძლება არც მისი პატრონი იყოს ნამდვილი იუვენტინო, ისღა დაგრჩენიათ მასაც გვერდით ჩაუაროთ. კიდე გაივლით რამდენიმე ნაბიჯს და გაიგონებთ, ტოტალიზატორის შესავლელთან როგორ უმტკიცებს ერთი მსხვილი მეორე წვრილს და წვერებიანს სად დელ პიერო და სად რონალდოო, ამასაც გაუარეთ, სავარაუდოდ მანიპულატორი დემაგოგია. როცა ჭეშმარიტი გულშემატკივრის მოძებნის თითქმის იმედგადაწურული ავტობუსის გაჩერებაზე სკამზე მოკალათდებით და თავს ხელებში ჩარგავთ, მარტო დავრჩენილვარ დუნიაზე მე ერთიო, ეს იქნება და ეს, რომ იქვე ჯინსებიან ახალგაზრდას დალანდავთ, გუშინდელი ნადეპრესიებს თვალები გადმოკარკვლაზე ექნება, ცნობისმოყვარეობით მიუახლოვდებით და ნელ-ნელა მიხვდებით, რომ მისი პირის ცმაცუნი და უცნაური ბგერები სინამდვილეში ჩუმი ღიღინია: “იუვეეე, სტორია დი უნდ გრაანდე ამოოოორეეეე”, გაგრძელება აღარ იცის და სიტყვებს თვითონ იგონებს, მაგრამ ეს რაღა მოსატანია, ჩვენებმაც არ იციან ხოლმე სიტყვები მარა შინამანა კენაო, იმის კენა, ამის კენაო და ისეთ ჰიტებს ურახუნებენ, ნუ იტყვი! აუცილებლად მიდით მასთან და მაგრად ჩამოართვით ხელი! ხოდა კიდე, ჩვენი საიტი მოასწავლეთ, ვინიცობაა არ იცოდეს…

და თუმცა აქაც ხშირად ვუმტკიცებთ ხოლმე ერთმანეთს, არა მე მიყვარს მეტად იუვე, ვიდრე შენო, მაინც მგონია, ნამდვილი გულშემატკივრის გარდა ამდენწლიანი წარუმატებლობების შემდეგ ვერავინ შემორჩებოდა იუვენტუსს. მერამდენე წელია, იმედგაცრუების გარდა არაფერი გვინახავს, ხან ერთი უბადრუკი გუნდი გაგვთელავს, ხან მეორე, მაგრამ მაინც იმედით ველოდებით მსაჯის სასტვენს, ახალ შაბათ-კვირას, ახალ სეზონს. ამდენი ცვლილების მერე ყველას აქვს რაღაცის იმედი, მათაც კი ვინც კატეგორიულად განზე დგანან, არადა არ მჯერა დღევანდელი იუვესიო. საბრძოლო განწყობა იგრძნობა, იგრძნობა ესე იგი არის! თანაც, იუვენტუსი ხომ მხოლოდ ის თერთმეტი კაცი არაა, მინდორზე რომ დარბის, ეს ჩვენით იზომება იუვენტუსის სიძლიერე, კარგად დაიმახსოვრეთ, ბატონებო და ქალბატონებო, ეს ჩვენ ვართ იუვე!

ახლა კი საქმე ცოტა ხნით: ყველაფერთან ერთად, ვებ-გვერდს ბრძოლის ახალი ძალებით გასაახლებლად ახალი სისხლი სჭირდება. გვჭირდება ნებისმიერი მსურველი, ვისაც თუნდაც რამით შეუძლია ჩვენი დახმარება. კერძოდ კი მწერალი – ადამიანი, რომელსაც ეცოდინება მინიმუმ რუსული, მშობლიური ენის გარდა, ცხადია, სასურველია სხვა ენებიც. წინასწარ გამზადებულ ინსტრუქციებს სტატიის დადებასთან დაკავშირებით მიიღებს სურვილის გამოთქმის შემდეგ (გაითვალისწინეთ, ადმინისტრაცია იტოვებს უფლებას იმ შემთხვევაში, თუ არ მოეწონება თქვენი წერის მანერა, თქვენი უნარები, ჩამოგართვათ სტატუსი, თუმცა, ვეცდებით, ამისგან თავი შევიკავოთ). ადმინისტრაციის თხოვნაა, სურვილის ქონის შემთხვევაში არ დაიზაროთ, დაიხარჯოთ ჩვენი საყვარელი საიტისათვის. გახდით ერთიანი გუნდის წევრი, დავამტკიცოთ სიყვარული საქმით და პირადი გამოცდილებიდან გეუბნებით, ეს საქმე თქვენთვის გართობად და დასვენებად იქცევა.

არ დაივიწყოთ, ეს ჩვენ ვართ იუვე…

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

84 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
giorgi barsegiani
12 years ago

აუ ყველას გენაცვალეთ რა ვინ ამ გუნდს ბალეშიკობს რომც წააგოს მარა ეს სეზონი ყველაფრიდ გამორჩეული იქნება :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza:

lasha tkeshelashvili
12 years ago

ეხლა წავიკითხე მთლიანად კომენტარები,ალბათ შეამჩნიეთ რომ კომენტარს იშვიათად ვწერ,მაგრამ ეხლა რომ არ დავწერო არ შემიძლია,ყველას გენაცვალეთ თქვენ,ასეთი მაგარი საიტი არ არსებობს,ყოველთვის როცა კომპთან ვარ პირველი საიტია სადაც აუცილებლად უნდა შევიდა და ვნახო რა ხდება,აქ სხვანაირად ვგულშემატკივრობთ არა მარტო იუვეს არამედ მთლიანად ფეხბურთს,ასე კარგად ფეხბურთზე ვერცერთ საიტზე ვერ მსჯელობენ,დიდი მადლობა ამ საიტის ადმინისტრაციას და ყველა იმ ადამიანს ვინც ამ საიტზეა და ვინც იუვეს ისევ გულშემატკივრობს მიუხედავად ყველაფრისა,ბევრი რამის თქმა მინდა მაგრამ კლავიატურასთან არ შემიძლია,შევიკრიბოთ ერთხელ და თან ფეხბურთი ვითამაშოთ თან ერთმანეთეს გავიცნობთ და ჩავეხუტებით.ერთს დავამატებ კიდევ ჩემი ცოლი ერთადერთი იუვეზე ეჭვიანობს სხვა არაფერზე ისე მიყვარს ეს გუნდი რომ ჩემი ცხოვრება ვერ… Read more »

ოქრო ჩხიკვაძე

დიდი ხანია მეც მაგას გავიძახი, შევხვდეთ ბურთი გავაგოროთ
ადრე ვთამაშობდით და ტურნირზეც გავდიოდით და ეხლა კვირაში ერთხელ შეიძლება ვითამაშოთ
ბევრი ვმუშაობთ და ბევრს სხვა საქმეეი გექნებათ, მაგრამ კვირა დღე ასე თუ ისე ყველას თავისუფალი გვექნება, საღამოს მაინც

mishka berianidze
12 years ago

მე თანახმა ვარ რომ სევიკრიბოთ დავილაპარაკოდ და ბურთიც გავაგოროთ ამას რამდენი ხანია ვიძახი ორი დღის უკანაც ვუთხარი ბიჭებს ვისაც შეუძლია და ასაკი უწყობს ვითამაშოდ
თუ იმის რცხვენია რომ კარგათ ვერ ითამაშებს არ არის პრობლემა ჩვენ მოყვარულები ვართ და იუვეს სიყვარულში გავაგოროთ ძალიან მაინტერესებს ამდენი იუვენტინოსთან ერთად არასდროს არ მაქვს ნათამაშები.

12 years ago

ძმებო ერთი ვერ გავიგე სლაიდზე სურათის ზომა როგორ უნდა გავაკეთო?

აკაკი მეტრეველი

ამის მიხედვით იმოქმედე და თუ რამე ვერ გაიგე მკითხე მერე ; )

12 years ago

მივხვდი :up:

flip flap
12 years ago

აქ რა მოსატანია მაგრამ მარკიზიოს ბანერი ძან მაგარია მარკიზიო :love: :juventus:

Dutch
ადმინისტრატორი
12 years ago

ამ სიახლესთან ეს კომენტარი რა შუაშია მაგრამ მაინც გაგცემ პასუხს და ამაზე დავამთავროთ

კუალიარელა , მატრი , პეპე და მოტა ჯამში გუნდს სადღაც 45-50 მილიონამდე დაუჯდა

პლიუს 10 მილიონი ვიდალი
პლიუს 14 მილიონი ვუჩინიჩი
პლიუს 9-10 მილიონი ლიხშტაინერი

რამდენი გამოდის ?

გუნდმა ტრანსფერებზე გამოყო 70 მილიონამდე და არა 120 … კარგად უნდა წაგეკითხათ ის სტატია . 120 მილიონამდე სახელფასო ფონდი გაზარდა იუვენტუსმა , ტრანსფერებზე კი არ გამოყო

arseni
12 years ago
Reply to  Dutch

კვალია, მოტა, მატრი, პეპე გუნს ოთხივე ერთად დაუჯდა 37 მილიონ 300 ათასი ევრო … მაგრამ მაგათი სატრანსფერო თანსხის ნაწილი ხომ წინა სეზონში გადაიხადეს ???

Dutch
ადმინისტრატორი
12 years ago
Reply to  arseni

არაფერი არ გადაუხდიათ

მე ეგრე მახსოვს რომ 45 დაჯდა … 16 16 მარტო მატრიარელაშია გადახდილი , 7 – ია პეპეში და 2 მოტაში

12 years ago

ისე ცნობისთვის მილანესე რო იყო ეგ ვარ, მაგრამ მე იტალიის გადამკვდარი ფანიც ვარ და იუვეც შედის იტალიაში.. თან ეს საიტი მაგარი დამევასა, ძაან მაგარი ხალხია და ყველა სწორად ლაპარაკობს ფეხბურთის შესახებ… კიდე სტატიების წერა ძალიან მაგრა მიზიდავს და მოგეხმარებით. :italy: :love:

Dutch
ადმინისტრატორი
12 years ago
Reply to 

:up: :vashaa:

lasha naxucrishvili
12 years ago

ახლა ამდენი მწერლები რო ხართ სტატიებს როგორ გაიყოფთ :lool: (ეს ხუმრობით)

12 years ago

:achuu: :achuu: :lool:

Dutch
ადმინისტრატორი
12 years ago

ხვალ ნაჩკე აგიხსნის ძმა

12 years ago
Reply to  Dutch

კარგი :davliot:

12 years ago

სტატუსის მიღების მერე სიახლის დამატება სად დაიწერება ?

12 years ago
Reply to  Nachke

C a l c i o

tsotne tsertsvadze
12 years ago

საღო კარგი სტატიაა :up: დახმარება ძალოან მინდა მაგრამ თქვენ სტატიებს რომ ვუყურებ მაგდენი სად შემიძლია :mrgreen: მარტო გადათარგმნა რას შველის ისე კარგად გადმოსცემთ აზრს. ასე გააგრძელელთ :up: :juvee:

Dutch
ადმინისტრატორი
12 years ago

IKO

სკაიპი ან რამე საკონტაქტო ინტერნეტ საშუალება დაწერე და შეგეხმიანებით თუ გცალია ძმა )

ხო რაც შეეხება ბუფონის ბანერს ) ვერსად ვერაფერი ვერ ვიპოვნე ისეთი და თუ გაქვთ რამე ისეთი რომ საიტს დიზაინს მოუხდეს მომაწოდეთ და დავდებ

irakli vakhtangishvili
12 years ago
Reply to  Dutch

ivakhtangishvili@gmail.com – ამ მეილზე შეგიძლიათ შემომეხმიანოთ.

NEDVEDA11..
12 years ago

Nachke :boli:

david alkhanishvili
12 years ago

ბიჭებო,ჩოგბურთზე დავდე აჭარაში და livescoreze ის ტამაშები საერთოდ არაა,არადა დაწყებულია,ვერ მეტყვით კიდევ სად შეიძლება ვნახო ანგარიშები? ძმურად დამეხმარეთ თუ შეგიძლიათ ბილეთი მაქვს მაგით გადაზღცვეული და აუცილებლად უნდა ვნახო

snuff-juve
12 years ago

FlashScore.com

ლაშა ცხვარაძე
Reply to  Nachke

შენ ბრატ ახალი ხარ თუ სახელი შეიცვალე?

NEDVEDA11..
12 years ago

ნაჭღეა :juvee:

ლაშა ცხვარაძე
Reply to  NEDVEDA11..

აააააააააააა გასაგებია ამდენიხანია ასეთი ნიკით არავინ მინახია და გამიკვირდა დათკა მეგონა ისე უთხარით ადმინს კუალიარელას ორ სურა|თს ერთი ბუფონის და ერთი ფაბიოს დაედო ჯობდა. :forza: :forza: :forza:

NEDVEDA11..
12 years ago

ხო.. ზევით როა კუალიასი, იმის მაგივრააად კარგი იქნებოდა :juvee:

PINTURICHIO10
12 years ago

არაუშავს, 4 ამაზრზენი წელი გადავიტანეთ, ამდენივე სეზონი, და ამის შემდეგ მხოლოდ ისღა დაგვრჩენია, ვიყვიროთ ფორცა იუვე და დაველოდოთ გენიოს კონტეს, რომელსაც ყველანი თვალებში შევყურებთ.

mishka berianidze
12 years ago

იუვენტინოებო ერთი თხოვნა მაქვს ადრეც ვთქვი და მინდა ეხლაც გითხრათ
ვისაც ძალა შეგწევთ და ასაკიც ხელს გიწყობთ ერთი დღე გამოვნახოთ და ბურთი გავაგოროთ იმედია დაფიქრდებით თან ერთმანეთსაც გავიცნობთ და ახლოდან დავუმეგობრდებით.

NEDVEDA11..
12 years ago

არ იქნებოდა ცუდი :chuk:

snuff-juve
12 years ago

კაი იდეაა :kenwvla: :kenwvla:

irakli vakhtangishvili
12 years ago

დიდი სიამოვნებით შემოგიერთდებოდით :) რუსულს თავისუფლად გავქაჩავ; ინგლისურზე ცოტას ვიწვალებ და იტალიურზე რამეს მოვიფიქრებ :)
მოკლედ იმის თქმა მინდა, რომ სურვილი მაქვს, წერის გამოცდილებაც – საკმაოდ და დროს ყოველთვის გამოვნახავ
:juvee:

iosi shalolashvili
12 years ago

შემიძლია მე სიახლეების წერა რუსული საიტებიდან და მომცემთ მწერლის სტატუსს?

NEDVEDA11..
12 years ago

And we, we all believe in her
We all believe :forza:

| Newsphere by AF themes.
84
0
Would love your thoughts, please comment.x