ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

გილოცავ ჩეხო !

სრულიადში !

5-6 წლის ბიჭი ვიყავი, მამის კალთას ამოფარებული შავ-თეთრების მატჩებს ვუყურებდი და ვამჩნევდი, როგორც დაუნდობლად მიიწევდა ჩემი პატარა გულისკენ მოედანზე მეთერთმეტე ნომრით მორბენალი ქერათმიანი ფეხბურთელი.იმ დღის შემდეგ, ზუსტად 8 წელი გავიდა და ვგრძნობ, რომ იუვენტუსის მიმართ ჩემი სიყვარული უფრო ძლიერდება და რა დღეც არ უნდა იყოს, შავ-თეთრებს მაინც უმნიშვნელოვანესი ადგილი უჭირავს.

იუვენტუსის ნებისმიერი მოთამაშის მიმართ განსაკუთრებული სიყვარული მაკავშირებს, მაგრამ ამ დღეს, ყოველი წლის 30 აგვისტოს ჩემი კუმირი, პაველ ნედვედი მახსენდება.მახსოვს, ზაფხულის ცხელ დღეებში ქალაქიდან შორს, ბავშვურად ვერთობოდი როცა გაზეთში აღმოვაჩინე, 30 აგვისტოს ნედვედის დაბადების დღეა და ფეხბურთელები ულოცავენო.ამ თითქოს ჩვეულებრივმა და ამასთან მოულოდნელმა სიახლემ რატომღაც უფრო მეტად დამაკავშირა ტურინელებთან, მეტად შემიყვარდა ნედვედი – ის ხომ იმ დღეს აღნიშნავდა იუბილეს, როცა მე.წარმოუდგენელია, ახლა პაველი ამ სიტყვებს კითხულობდეს და ჩემნაირად ტანში ჟრუანტელი უვლიდეს, მაგრამ მე ხომ სადღაც ორ ზღვას შუა მცხოვრები პატარა იუვენტინო ვარ და აქედან ვცდილობ, ჩემს კუმირ უბედნიერესი დღე მივულოცო.დამეთანხმებით, ეს უბრალო დამთხვევაა, მაგრამ რა ვქნა..თითქოს პატარაობიდანვე თანდაყოლილი სიყვარული მაქვს ამ დღისა და მგონია, მიხარია, როცა ბედნიერი ვარ მე  – ნედვედთან ერთად..ჩვენს გულებში ხომ პარალელურად ანთია მსგავსი სიხარულის სანთლები..მოკლედ, გილოცავ პაველ..წარმატებებს გილოცავ და აქვე გისურვებ – არა უფრო ვისურვებ, ოდესმე ერთად აგვეღნიშნა ორივესთვის ულამაზესი დღე..მიყვარხარ, ჩეხო !

შენ კი მკითხველო, არ გეგონოთ ისეთი ადამიანი ვიყო თითქოს ჩემი დაბადების დღის შესახებ გაცნობე და მსურს ძალით მოგალოცინო, უბრალოდ დიადი პაველის დღეს მარგუნა ღმერთმა შობა და მეც, ჩემებურად მივულოცე ნედვედს !

სულით იუვენტინო, ბავშვური იუბილარი Darja..

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

33 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
nika gergedava
12 years ago

ნედვეეეეეეეედ ყველაზე მაგარი ფეხბურთელი ჩემთვის!!!!!!!!! :forza: დარჯა გილოცავ..

აკაკი მეტრეველი

ერთი 10 დღის განმავლობაში ნედვედის დაბადების დღისთვის ვემზადებოდი, სტატიას ვფიქრობდი რა დამეწერა, ვიწყებდი ვორდში წერას და მერე ვშლიდი, ვხვდებოდი, რომ სიტყვები არ მყოფნიდა, როცა ნედვედზე ვსაუბრობ, ჭკუა მეკეტება, ბოლომდე ვერ გადმოვცემ რის გადმოცემასაც ვცდილობ

პაველი რომ წავიდა, ჩემთვის ფეხბურთში ძალიან ბევრ რამეს ხაზი გადაესვა და სხვანაირად შევხედე ამის შემდეგ ამ ძალიან მაგარ სპორტს, რომელიც ჩემი ცხოვრების მეგზურია და მის გარეშე არ შემიძლია

იუვენტუსი კი ჩემი ცხოვრებაა, თქვენ კი, ჩემო იუვენტინოებო, ჩემი ოჯახის წევრები ხართ და ყველანი ძალიან მიყვარხართ

აკაკი მეტრეველი

NEDVEDA11..

ჩემს თავს მაგონებ… ვკითხულობდი კომენტარს და ჩემი თავი დავინახე, საოცრებაა რა…

აკაკი მეტრეველი

ეჰჰ, პაველ, როგორ მენატრები…

Darja

გიო გილოცავ ძმაო :kiss: :kiss: :kiss: გეფერები აქედან მაგარი კაცი ხარ შენ შემოგევლოს ჩემი თავი ყველაფერს საუკეთესოს გისურვებ, ღმერთი იყოს შენი მფარველი ძმაო

merke
12 years ago

რა ლამაზი დღეა
რა ნათელი მზეა
იმიტომ რომ დღეს დარჯას და პავლეს
დაბადების დღეა!!!

დარჯა ძმა სულით და გულით გილოცავ და ყველაფერს საუკეთესოს გისურვებ ცხოვრებაში…

snuff-juve
12 years ago
Reply to  Gio Darja

პავეეელ მაგარი კაცია ძაან :forza: დარჯა გილოცავ ძმაო წარმატებებს გისურვებ ცხოვრებაში და ამ სურვილის ასრულებასაც რა თქმა უნდა :davliot: :davliot: :davliot:

flip flap
12 years ago
Reply to  Gio Darja

დაგვიანებით გილოცავ
:juvee:

Gurami Tkebuchava
12 years ago

PaveeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeL!!!! :love: უძლიერსი კაცი…. ვულოცავ!

Darja

გილოცავ და ყველაფერს კარგს გისურვებ… და კიდე სულ მალე სურვილის ასრულებას გისურვებ! :c:

dito chanturia
12 years ago

vulocav nedveds am dges da shenc darja ratqmaunda :forza:

jjj jjj
12 years ago

გილოცავ პაველ!!! ლეგენდა

NEDVEDA11..
12 years ago

რა ვიცი… ამ კაცმა შემაყვარა ფეხბურთი. ეს კაცი იყო ჩემი პირველი სიყვარული 2002 წელი იყო მაშინ… მამაჩემი უყურებდა ფეხბურთს (იუვე თამაშობდა რა თქმა უნდა) და შემთხვევით მეც ვუყურე… ყურადღება მიიზიდა კომენტატორის გამუდმებითმა ფრაზებმა, რამაც ძალიან დამაინტერესა. ‘ჩეხ ფეხბურთელს ბურთი ფეხებთან აქვს მიწებებული და პრაქტიკულად შეუძლებელია მისი წართმევა… ყუმბარისებული დარტყმა… სახიფათო მომენტი” (რა დაგიმალოთ და დიმა ობოლაძე იყო ეს კომენტატორი ) ამ დღის შემდეგ ჩემი ცხოვრება შეიცვალა! ველოდებოდი შაბათ-კვირას, რათა მეყურებინა ჩეხი ფეხბურთელისთვის და უკეთ გამეცნო იუვენტუსი. ასე შემიყვარდა იუვენტუსი და მისი ვარსკვლავები… გავიცანი დიდი კაპიტანი, მეკარე და გამორჩეული, მებრძოლი ფეხბურთელები… ბავშვივით ვტიროდი 2003 წელს ნახევარფინალში, სადაც ნედვედს ყვითელი ბარათი აჩვენეს…… Read more »

NEDVEDA11..
12 years ago

გილოცავთ!
ორივე ძმები ხართ :boli:

გრაციე პაველ :juvee:

irina kurcxalidze
12 years ago

გილოცავ პაველ……………………მიყვარს ეს ადამიანი უაზროთ …….მეც 6 წლიდან იუვენტინი ვარ და უაზროდ მიყვარს პაველი……….. :juvee:

საბა შიოშვილი

ვა მეორე თუ მესამე გოგო ხარ ჩვენ საიტზე … კეთილი იყო შენი ფეხი :forza: :forza:

irina kurcxalidze
12 years ago

მადლობა……………:-D:-D მე 2000 წლის მერე ამ კაცზე ვაფრენ……..ამან შემაყვარა ფეხბურთი მიყვარხარ პაველ………… :forza: :forza:

საბა შიოშვილი
Reply to  Gio Darja

ხო რავი … კაია უფრო გვიან დაბერდები :D

12 years ago

Darja – გილოცავთ ორ ჩუვაკს დაბადების დღეს.. შენც და პავლიკაც მაგარი ხალხი ხართ :chuk: :vashaa: :kiss:

tsotne tsertsvadze
12 years ago

როგორც ყოველთვის შესანიშნავი სტატია, გილოცავთ ორივეს !!!

საბა შიოშვილი
Reply to  Gio Darja

ხოო ?? ვა უფრო დიდი მეგონე

mishka berianidze
12 years ago

გილოცავთ ორივეს წარმატებები დარჯა და ღმერთი იყოს შენი მფარველი მალე დადგეს ის ლამაზი წუთები როცა შენ და პაველა ერთმანეთს შეხვდებით და მიულოცავთ ერთმანეთს გაიხარე და იბედნიერე შენს საყვარელ იუვესთან და ხალხთან.

საბა შიოშვილი
Reply to  Gio Darja

რამდენი წლის გახდი ?

tabajuventino
12 years ago

გილოცავთ ორივეს :forza:

12 years ago

გილოცავ ბებერო :forza: :forza: :forza:

Di Francesco # 1
12 years ago

მაგარი კაცი ხარ darja გილოცავ

12 years ago

გილოცავ ბრატ, ჯანმრთელობას და ნათელ მომავალს გისურვებ! :forza:

Dutch
ადმინისტრატორი
12 years ago

ჩუვაააკ ! გილოცავ ძმა მრავალს დაესწარი , ჯანმრთელად ბედნიერად და რავი სულ მაგრად ყოფილიყავი !! :forza:

საბა შიოშვილი

Darja — ყველაფრის და მიუხედავად მაინც გილოცავ, ჯანმრთელობას, ბედნიერებას , კალათბურთში წინსვლას და სიყვარულს გისურვებ .ყველა შენი სურვილის ახდენილიყოს და რაც მთავარია ტიტულები მოგვეგოს ბევრი !!!

შენ კი ჩემო პაველ მიყვარხარ და ხო იცი რო ჩვენ ძმობაში დაბ დღის დავიწყება არ მოსულა ამიტო გილოცააავ :forza: :forza: :forza: :forza:

| Newsphere by AF themes.
33
0
Would love your thoughts, please comment.x