ტორიჩელი:””იუვენტუსი” სკუდეტოსთვის იბრძოლებს”
ერთ დღეზე ცოტა მეტი რჩება სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე.სეზონის დაწყებამდე 11 დღე დარჩა, თუ რა თქმა უნდა, სერია ა კიდევ არ გადაიდება. მორენო ტორიჩელი კი მომავალ სეზონზე საუბრობს და ამბობს, რომ “იუვენტუსი” სკუდეტოსთვის აუცილებლად იბრძოლებს:“კონტე გუნდისთვის სწორი არჩევანია, მე მას ძალიან კარგად ვიცნობ, ანტონიო შესანიშნავი პიროვნებაა. ჩემი აზრით, გულშემატკივრებს არ მოვატყუებ თუ ვიტყვი, რომ “იუვენტუსი” სკუდეტოსთვის იბრძოლებს. ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ სეზონის ბოლოს “ბიანკონერი” მოწინავე პოზიციებზე იყოს და იტალიის ჩემპიონობისთვის ბრძოლაში იყოს ჩართული. გუნდში შესანიშნავი ფეხბურთელები მოვიდნენ. ანდრეა პირლო ფენომენია, რომლის გვერდითაც არტურო ვიდალი იქნება, რომელიც ძალიან კარგი მოთამაშეა და ვფიქრობ, რომ ცენტრი “იუვესთვის” წელს გადამწყვეტი ფიგურა იქნება. რაც შეეხება დელ პიეროს, ის გუნდის სიმბოლოა და მას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ტურინული გრანდისთვის.” – განაცხადა ტორიჩელიმ.
წყარო: TuttoJuve.com
აუ ეს იყო მაგარი კაცი,კაცი ჟილკა და კაცი აგრესია,96 წლის ფინალში(აიაქსი- ჯუვე)შეჭამეს ერთმანეთი დავიდსმა და ტორიჩელიმ
რაფაელ ტოლოიზე ნიუსებია და ვინმემ დაწერეთ მე ჯერ ვერ შემასწავლეს დეტალები :)
როცა იქნები სკაიპში მომწერე
ფორუმზე დავრეგისტრირდი წეღან .. ვერც ავატარს ვერ ვტვირთავ და ვერც ახალ თემას ვქმნი, უფლება არა გაქო და ეგ უფლება როგორ მოვიპოვო??
მეილზე უნდა შეამოწმო , აქტივიზაციის კოდი მოგივიდოდა
თემის გახსნა კიდე რათ გინდა ? რა თემას ხსნი ? ყველაფერია მანდ უკვე გახსნილი და შეიძლება მოდერმა დაგვორნოს )