ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ელიას პირველი ინტერვიუ “იუვენტუსში”

ელჯერო ელია ტურინის “იუვენტუსის” ფეხბურთელის სტატუსით პირველ ინტერვიუს აძლევს. ტურინული კლუბის ოფისში ოფიციალური შეხვედრის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებმა ჰოლანდიელისთვის რამდენიმე შეკითხვის დასმის შანსი ხელიდან არ გაუშვეს…

რას ნიშნავს “იუვენტუსი” შენი და შენი კარიერისთვის?

შევეცდები მუშაობა გავაგრძელო, ახალ საფეხბურთო სიმაღლეს მივაღწიო და იმედი მაქვს, ეს “იუვენტუსში” მოხდება.

რა იცის “იუვენტუსის” შესახებ, რას იტყოდი მის ისტორიაზე?

“იუვენტუსის” შესახებ ბევრი რამ ვიცი, ეს პირველი კლუბი იყო ევროპაში, რომელმაც ყველა ტიტული მოიგო. ასევე ვიცი, რომ 29 -ჯერ შეძლო შიდა ჩემპიონატში პირველობის მოპოვება. “იუვე” იტალიის უდიდესი კლუბია. ”

ედგარ დევიდსისა და ედვინ ვან დე სარის შემდეგ პირველი ჰოლანდიელი ხარ “იუვენტუსში”, შენმა წინამორბედებმა ფანებისგან დიდი სიყვარული დაიმსახურეს. გჯერა რომ შენც იმავეს შეძლებ?

მე უბრალოდ მსურს, საკუთარი შესაძლებლობები ვაჩვენო, მინდა ხალხმა ნახოს, რა შემიძლია.

რა ტიპის ფეხბურთელი ხარ? რას შესძენ “იუვენტუსს”?

“იუვეს” ცოტა მეტ სისწრაფესა და ტექნიკას შევძენ, შემიძლია ბურთების მოგება და ვიმედოვნებ, გოლების გატანსაც მოვახერხებ. ”

შენი ტექნიკური და საფეხბურთო მახასიათებლები კონტეს სათამაშო სქემისთვის იდეალურია. რას ნიშნავს შენთვის ის, რომ ასე სჭირდები მთავარ მწვრთნელს?

ცხადია, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, როცა ისეთ გუნდს სჭირდები, როგორიც “იუვენტუსია”, მით უმეტეს, როცა ამ გუნდის დამრიგებელზე ვსაუბრობთ.

“ჰამბურგში” ვან ნისტელროის გვერდით მარცხენა ფლანგზე თამაშობდი, რომელ პოზიციას ერგები ყველაზე მეტად?

მარცხენა ფლანგს, უდაოდ ასეა. როცა ახალგაზრდა ვიყავი ფორვარდადაც ვასპარეზობდი, მაგრამ შემდეგ მარცხნივ გადავედი და საკუთარი თავი იქ აღმოვაჩინე. ”

2010 წლის სამხრეთ აფრიკის მსოფლიო ჩემპიონატი შენთვის ძალიან მნიშვნელოვანი გამოდგა, სწორედ მან მოგცა საშუალება მსოფლიოსათვის გაგეცნო თავი. როგორი გამოცდილება მიიღე აქედან?

ყველაფერმა მშვენივრად ჩაიარა. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ მსოფლიოს სცოდნოდა, ვინაა ელია, ეს ჩემს კარიერაში უმნიშვნელოვანესი პერიოდია. ”

რამდენიმე სიტყვა ფანებს…

აქ ყოფნით ძალიან ბედნიერი ვარ, იმედია გულშემატკივრებს გიხარიათ, რომ ტურინში ვარ.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

11 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
12 years ago

საცა კრასიჩს აბრალებდნენ იუვეს ლიდერობას იქ ელია ლიგაზე გაგვიყვანს :forza:

sofia koniashvili
12 years ago

ელიააააა მაგარიააააა……. გამიხარდააა….

12 years ago

მაგარი კაცია, ეს დამერწმუნეთ იუვეს ლიდერი გახდეება :forza: :juvee: :juvee:

lasha naxucrishvili
12 years ago

აი ეს გოლი არ გამაზოთ ამან გაიტანა სუპერ გოლია
http://www.youtube.com/watch?v=wfKmxONyKMo

აკაკი მეტრეველი

Darja

ხო, რეალურად კრასიჩი ელიასთან შედარებით გაცილებით სწორხაზოვანი მოთამაშეა

კრასიჩს დრიბლინგი საუცხოო აქვს, მაგრამ ბევრ ასპექტში ჭედავს…

ელიას უძლიერესი დარტყმა აქვს და ტექნიკაშიც ხოშიანად არის, რომ არაფერი ვთქვათ სისწრაფეზე, პლიუს ამას, კრასიჩთან შედარებით ბევრად უფრო ძლიერია ფიზიკურად

baqman
12 years ago

რა ნომერი არის?

lasha naxucrishvili
12 years ago

ანიელი მოსაკლავი ხარ !!!!!!!

Gio Darja
12 years ago

კრასიჩს ტექნიკით აჯობებს ფაქტია ))

lasha naxucrishvili
12 years ago

აუ ელია მიდი შენ იცი ამ დებილვორდებს დაეხმარე რა აჩვენე კლასი ამ ქლიბებს !!!!!!!!

Giorgi kasrashvili
12 years ago

გავედი მე!!! ნერვები აღარ მაქვს!!!

Gio Darja
12 years ago

რატომღაც ეჭვო მეპარება რომ ის ინტერვიუ ამის იყო ))

| Newsphere by AF themes.
11
0
Would love your thoughts, please comment.x