სატრანსფერო ფანჯარა ოფიციალურად დაიხურა…
სატრანსფერო ფანჯრის გახსნის დღიდან 31 აგვისტომდე ტურინის “იუვენტუსი” შენაძენების მხრივ ერთ-ერთი ყველაზე აქტიური გუნდი იყო.ბებერ ქალბატონს მრავალი ფეხბურთელი დაუკავშირეს, ამათგან ტურინელთა წევრი კი მხოლოდ 9 მოთამაშე გახდა.გთავაზობთ ჯუზეპე მაროტას მიერ განხორციელებული ტრანსფერის მიმოხილვას…
2011 წლის 24 მაისს ჯუზეპე მაროტასა და ფაბიო პარატიჩის დუეტმა იტალიელი მაესტრო, საფეხბურთო სტატუსით თავისუფალი აგენტი, ანდრეა პირლო გაიფორმა.”მილანის” ყოფილი ფეხბურთელი უმალ დათანხმდა ბებერი ქალბატონის შემოთავაზებას და სამედიცინო შემოწმების შემდეგ, ტურინულ გრანდთან 3 წლიანი კონტრაქტი გააფორმა.პირლო “იუვენტუსის” მოთამაშე 2014 წლის 30 ივნისამდე იქნება.
ანდრეა პირლოს შემდეგ 2 დღეში, 2011 წლის 26 მაისს ტურინულ გრანდში კიდევ ერთი თავისუფალი აგენტი, “სამპდორიას” ყოფილი მოთამაშე რეტო ციგლერი ჩაერიცხა.სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ შვეიცარიელმა მარცხენა მცველმა ბებერ ქალბატონთან 4 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.ციგლერი შავ-თეთრების მფლობელობაში 2015 წლის 30 ივნისამდე იქნება.
რამდენიმე კვირიანი პაუზის შემდეგ, ჯუზეპე მაროტამ მესამე თავისუფალი აგენტი აღმოაჩინა და უმალ ჩარიცხა ბებერი ქალბატონის შემადგენლობაში.საუბარია ნახევარმცველ მიკელე პაციენცაზე, რომელიც “იუვენტუსის” ფეხბურთელი 2011 წლის 16 ივნისს გახდა.”ნაპოლის” ყოფილმა შუახაზელმა ტურინელებთან კონტრაქტი 2014 წლის 30 ივნისამდე გააფორმა.
2011 წლის 22 ივნისს ჯუზეპე მაროტამ გასულ სეზონში არენდით აყვანილი ფეხბურთელების გაფორმებაზე იზრუნა და უნდა ითქვას, რომ ამ დავალებას თავი წარმატებით გაართვა.”იუვენტუსთან” 4 წლიანი კონტრაქტი გააფორმა 15.5 მილიონად გამოსყიდულმა ალესანდრო მატრიმ, 3 წლიან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი 10.5 მილიონად შეძენილმა მეორე ფორვარდმა, ფაბიო კვალიარელამ.”უდინეზედან” მაროტამ 7.5 მილიონად სიმონე პეპე გაიფორმა და “იუვენტუსს” შემდეგი 4 წლით დაუკავშირა, 3.75 მილიონად შეძენილმა მარკო მოტამ კი შავ-თეთრებთან 4 წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
2011 წლის 1 ივლისს, ჯუზეპე მაროტამ ტურინის “იუვენტუსის” ერთ-ერთი ყველაზე პრობლემატური პოზიცია, მარჯვენა დაცვა გააძლიერა.10 მილიონად გენერალურმა დირექტორმა “ლაციოდან” შვეიცარიელი შტეფან ლიხშტაინერი გაიფორმა.გამოცდილი მცველი ტურინულ გრანდში მომავალ 4 წელს გაატარებს.
შვეიცარიელი მცველის გაფორმების შემდეგ ჯუზეპე მაროტამ სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ერთ-ერთი საუკეთესო ტრანსფერი განახორციელა, გაიფორმა რა არტურო ვიდალი ლევერკუზენის “ბაიერიდან”.”იუვენტუსმა” ჩილელის სანაცვლოდ 10.5 მილიონი ევრო გადაიხადა, უშუალოდ ფეხბურთელთან კი 5 წლიანი კონტრაქტი გააფორმა.ვიდალი ბებერ ქალბატონში 2016 წლის 30 ივნისამდე ითამაშებს.
2011 წლის 1 აგვისტოს, ლიხშტაინერის გაფორმებიდან 1 თვის თავზე ტურინის “იუვენტუსმა” პრინციპულ შეთანხმებას მიაღწია დედაქალაქურ “რომასთან” მირკო ვუჩინიჩის შეძენასთან დაკავშირებით.მონტენეგროელი ფეხბურთელი ტურინულ გრანდში 15 მილიონად ჩაერიცხა და გუნდთან 4 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.
სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეებში, 2011 წლის 25 აგვისტოს ჯუზეპე მაროტამ “ჩეზენადან” ემანუელე ჯაკერინი გაიფორმა.ტურინულ გრანდს იტალიელის სანაცვლოდ 6 მილიონის გადახდა მოუწია.
3 დღეში, 2011 წლის 28 აგვისტოს მაროტა/პარატიჩის დუეტმა იგივე არენდის წესით ურუგვაული გუნდიდან მარსელო ესტიგარიბია აიყვანა.იჯარის სანაცვლოდ “იუვენტუსმა” 0.5 ევრო გადაიხადა, პარაგვაელის გამოსყიდვა კი ბიანკონერებს სურვილის შემთხვევაში 5 მილიონი დაუჯდებათ.
და ბოლოს, 2011 წლის 30 აგვისტოს, 2 წლიანი გაუთავებელი ჭორების შემდეგ ტურინის “იუვენტუსმა” ჰამბურგიდან ჰოლანდიელი ელჯერო ელია შეიძინა.გარემარბის სანაცვლოდ მაროტამ 9 მილიონი ევრო გადაიხადა, 24 წლის ელიამ კი ტურინულ გრანდთან 4 წლიან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი.
ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში გუნდი დატოვეს ფეხბურთელებმა : ფელიპე მელო ( “გალათასარაი”, არენდა ), მომო სისოკო ( “პსჟ” ), ზდენეკ გრიგერა ( “ფულემი” ), ჰასან სალიჰამიჯიჩი ( “ვოლსბურგი” ), კრისტიან პასკუატო ( “ლეჩე”, არენდა ), მანუელ ჯანდონატო ( “ლეჩე”, არენდა ), ხორხე მარტინესი ( “ჩეზენა”, არენდა )
ამ მომენტისთვის ტურინის “იუვენტუსის” სრული შემადგენლობა ასე გამოიყურება :
მეკარეები : ჯიჯი ბუფონი, მარკო სტორარი, ალექსანდერ მანინგერი
მცველები : შტეფან ლიხშტაინერი, მარკო მოტა, ლეონარდო ბონუჩი, ჯორჯო კიელინი, ანდრეა ბარძალი, ფრედერიკ სორენსენი, პაოლო დე ჩელიე, რეტო ციგლერი, ფაბიო გროსო
ნახევარმცველები : მილოშ კრასიჩი, ემანუელე ჯაკერინი, არტურო ვიდალი, კლაუდიო მარკიზიო, ანდრეა პირლო, მიკელე პაციენცა, ელჯერო ელია, მარსელო ესტიგარიბია, სიმონე პეპე
თავდამსხმელები : ალესანდრო დელ პიერო, ალესანდრო მატრი, მირკო ვუჩინიჩი, ფაბიო კვალიარელა, ვინჩენცო იაკინტა, კარვალიო ამაური დე ოლივეირა, ლუკა ტონი
გრძელი სათადარიგო სკამი გვყავს.. ტრავმების არ უბდა შეგვეშინდეს.. სერიოზული კონკურენციაა გუნდში.. მე პირადად, კმაყოფილი ვარ იუვეს ტრანსფერებით..
მგონი ჰეიტინგა ვიყიდეტ და ამაური მარსელსჰი გადავიდა
რო გვეყიდა ან რო გაგვეშვა ამაური ხო დავწერდით
ვაახ ჩემი გუშინ ლამის ინფარკტმა დამარტყა.. ინტერნეტი არ მქონდა მთელი დღე.. მე ხო ასეთი ბედი მაქვს, ,აინც და მაინც ტრანსფერების ბოლო დღეს უნდა გადამცვარიყო რაღაცა
წავედი გადავათვალიერო გვერდები.. ვნახო რა მოხდა

boniperti ro ascolishi gadavida?
კონტე თუ მართლა ის არის ვინც ჩვენ გვგონია მაშინ წლის ბოლოს სკუდეტო ძალიან რეალურია
–ჯიჯი—
ლიხშტ–ბონუ–კიე–რეტო
ამ ეტაპზე, ამ დაცვის ხაზს მივესალმები
ღმერთმა ქნას ჩვენი სეზონი იყოს.
სხვას ვერაფერს დავწერ…
ინტერმა იყიდა ისინი ვინებიც იუვეში მაგრა მინდოდა :( , პაცინი, ზარატე, პოლი და სამხრეთ ამერიკელი სახელს უბრალოდ ვერ ვიხსენებ, მადლობა მაროტას მაგრამ კლასი აკლია, ქვემეხიანი არავინ გაისროლა, ვიდალი (ჯერ კიდე სანახავია) ელია (მაგარი გაუეონასწორებელი მაგრამ დიდი ტალანტი ) პირლო უნიკალური (მაგრამ ბებერი, ალბათ 1 ცელიც) ვუჩინიჩი მარტლაც კარგია (მაგრამ აბსოლიტურად იგივე შეიზლია შესზინოს დელპომ ტუნდაც ბებერმა) მატრისვის უაგრესად კმაყოფილი და მადლობის მეტი არაფერი მეტკმის, ლიხტო კაცია ( უფრო მაგრადაც მოუმატებს) აი მარცხენა დაცვის ფლანგი და ცენტრალური დაცვა უპატრონოდ არის ზიგლერის და ბონუჩის სავარაუდოდ გამოსლწორების იმედად, მაგრამ ბონუჩის იმედი მაქვს ის დადგება კიელინის მეწყვილეობის გირსი , ხოლო ციგლერის იმდენი იმედი არ… Read more »
დარჩეს რა ) განცხადში ვერ შევა და ვერაფერი , ჩვენ არაფერი დაგვაკლდება
და ხელფასი ? ეგრე თუა მისცენ თავისუფალი აგენტის სტატუსი და ეს თავის თავს უშველის და ჩვენც გვეშველება მერე
ხელფასი აქ 4 მილიონამდე, თითქმის მისი სატრანფერო ღირებულების ტოლია. ფული დააყენა პირველ ეტაპზე თუ არა აქამდე გუნდს ნახავდა, იყოს ეხლა ეგრე…
უუფ მკიდია ეხლა აამაური
დარჩი შე გაჭირვებულო დარჩი 
მაინც ვერ მოვიშორეთ ეს ჭირიანი რა
არ ათამაშონ და ეგდოს მერე ვინმე ჩეზენა ან კიევო გამოჩნდება და ზამთარში ახალ წელს შევფუთოთ იაკუინტასთან ერთდ და გავაჩუქოთ მადლობას ხო მაინც იტყვიან.
ეს სატრანსფერო ფანჯარა რომ მორჩება 5 თვე ავკრძალოთ საიტზე ჭორების დადება რაა
გული მერევა უკვე
ეხლა უნდა დავტკბე ჩემი იუვენტინოებით..
Marseille has revealed that Juventus striker Amauri will NOT be joining them as the player’s wage demands could not be met. This means that at the moment, Andre-Pierre Gignac will be staying at OM.
ნუ მორჩა რა, არც მარსელს უნდა ამაური
დათკა
კი მოენატრება დელეო
ინგლისში სატრანსფერო ფანჯარა დასასრულს მიუახლოვდა, 15 წუთი დარჩა..