ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მაროტა: ” მცველის ყიდვა საჭიროდ არ ჩავთვალეთ “

სატრანსფერო ციებ-ცხელების პიკში “იუვენტუსს” არაერთ ფეხბურთელს უკავშირებდნენ, მაგრამ მათგან გამორჩეულად ჟურნალისტების ყურადღებას ცენტრალური მცველები იპყრობდნენ. “იუვენტუსის” გენერალური დირექტორი ჯიუზეპე მაროტა ამ ტრანსფერის განუხორციელებლობის მიზეზებზე საუბრობს: ” დაცვითი ამპლუის ფეხბურთელების ყიდვის შანსი ნამდვილად გვქონდა. მაგრამ მაინც გადავწყვიტეთ გათვლა უკვე ჩვენს რიგებში არსებულ მცველებზე გაგვეკეთებინა, სორენსენს, კიელინის, ბონუჩისა და ბარცალის ვგულისხმობ. ევროთასებზე არ ვმონაწილეობთ და ამან გვაფიქრებინა, რომ ეს ფეხბურთელები სრულიად საკმარისია ჩვენთვის. ეჭვი არ მეპარება, ისინი ჩვენი გადაწყვეტილების სისწორეში დაგვარწმუნებენ. ” -განაცხადა მაროტამ La Gazzetta Dello Sport -თან საუბარში.

წყარო: Tuttomercatoweb

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

6 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
BESO BARAMIA
12 years ago

ამ დაცვით ძალიან გაგვიჭირდება-არასტაბილური ბონუჩის და ახალგაზრდა სორენსენის იმედზე, ბარძალიზე ხომ ვერც ვერაფერს იტყვი- რთული იქნება მილანის, ინტერის, რომასა და ნაპოლის შეჩერება-ღვთის იმედზე და ძლიერი მონდომების იმედზე დავრჩით რა…

12 years ago

სწორი გადაწყვეტილებაა!! თუ მოგვყავდა ან ძალიან მაგარი უნდა მოგვეყვანა (მინიმუმ 25 მილიონი დაიხარჯებოდა) თუ არა და ისედაც კარგი მცველებვი გვყავს. აგერ სორენსენსაც ვერ დავარქმევთ გამოუცდელ ბალღს, საკმაო რაოდენობის მატცები უკვე აქვს და სრულიად შეიძლება მისი ნდობა.

მაგრამ რაც მთავარია, ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ კიელინი ჩადგება ფორმაში!! ეს მოხდეს და მერე ნახავთ როგორი სტაბილურები გამოჩნდებიან მის გვერდით ბონუჩები და ბარცალები..

Giorgi kasrashvili
12 years ago

კარგი გადაწყვეტილება მიიღეთ მაროტა, გეთანხმები :up:

12 years ago

არა წელს კიელო თუ ჩადგა ფორმაში მაშინ სკუდეტო ჩვენი იქნება უეჭველი მაგან უნდა გააჩეროსკავანი,იბრაგიმოვიჩი და ფორლან-პაცინის დუეტიც…. ისე კი სორენსენი თუ ძირითადში დაიმკვიდრებს ადგილს შემდეგ წელსაც აღარ დაგვჭირდება ცენტრალური მცველი…. მაროტას ყველაფერსში პლიუსი ერთის გარდა კი კარგია რომ პასკუატო გამოცდილებას მიიღებს ლეჩეში მარა ჯაკერინის ნაცვლად ეგ რომ დაეტოვებინა გაასწორებდა… დელპოს ბოლო სეზონია და კაპიტნისგან კიდევ უფრო ბევრს ისწავლიდა…. :forza:

G M
G M
12 years ago

მართალია ეს კაცი . :forza:

Gio Darja
12 years ago

კარგია, სორენსენზე შანსის მიცემა ჯობდა რომელიმე ფეხბურთელის დამატებას..

იმედია ბარძალის და ბონუჩის სკამზე დააჯენს ახალგაზრდა დანიელი :juvee:

| Newsphere by AF themes.
6
0
Would love your thoughts, please comment.x