ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

აგენტი : ” როდოლფოს იუვენტუსში სურდა ასპარეზობა ”

სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში , ჯუზეპე მაროტა ყველანაირად ცდილობდა ცენტრალური მცველის დამატებას , თუმცა საბოლოო ჯამში , გუნდმა ფსონი იმ ფეხბურთელებზე გააკეთა , ვინც უკვე ირიცხებოდა  იუვენტუსის რიგებში . მიუხედავად ამისა , აგვისტოს ბოლო დღეებში , ბიანკონერის რეალური შანსი ჰქონდა , გაეფორმებინა ” სან პაოლოს ” ბრაზილიელი მცველი როდოლფო , რომელთანაც იტალიურ  კლუბს უკვე ჰქონდა მიღწეული სიტყვიერი შეთანხმება , მაგრამ პრობლემა უშუალოდ  სამხრეთ ამერიკულმა კლუბმა შექმნა . ” სან პაოლომ ” უარი განაცხადა მაროტას წინადადებაზე , რომელიც შეადგენდა 8 მილიონ ევროს : ” ჩვენ უკვე აბსოლიტურად ყველა დეტალი გვქონდა შეთანხმებული იუვენტუსთან , ჩემი კლიენტის პირად კონტრაქტზე . როდოლფოს მართლაც სურდა , კარიერის ბებერ ქალბატონში გაგრძელება და ყოველი ჩვენთაგანი უზომოდ გახარებული იყო ამ ბოძებული შანსით , მაგრამ ” სან პაოლო ” – მ  არ ისურვა მასთან განშორება და შედეგად ტრანსფერიც დაბლოკა . ნებისმიერ შემთხვევაში , მაქსიმალურად ვეცდებით , რომ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში , ჩემმა კლიენტმა კარიერა ტურინში განაგრძოს “ .

წყარო : football-italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

6 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
12 years ago

mesim gushin kidev ver gaitana? :lool: :lool:

BESO BARAMIA
12 years ago

ზამთრის სატრანსფერო პერიოდში ცალსახად უნდა ვიაქტიუროთ, რომ ერთი მაინც ტოპ-მცველი დავიმატოთ,უკეთეს შემთხვევაში-2; :yes: :yes:

12 years ago

უბრალოდ იმედი მაქვს რომ დაცვას პრობლემები არ შეექმნება.. მითუმეტეს ყველაზე პრობლემატური მარჯვენა ფლანგი მვაგვარეთ. ასევე მარცხენაც, დე ჩელიეს შარშან თითქმის არ უთამაშია, წელს კი ახალი ენერგიებით დაგვიბრუნდა

tifoza
12 years ago

ზუსტად ზამთარში დაგვჭირდება გაძლიერება თუ ვიბრძოლებთ სკუდეტოსთვის და იმედია რუდოლფოს ნაცვლად დედეს დაინახავენ ვასკოში

12 years ago

იმედია ზამთრის სატრანსფერო პერიოდში არ გახდება საჭირო მცველის დამატება )))

| Newsphere by AF themes.
6
0
Would love your thoughts, please comment.x