ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ჯიაკერინი : “4-2-4 სქემაში მეტი მომენტი შემექმნება”

მიმდინარე თვეები ემანუელე ჯიაკერინისთვის მართლაც დაუვიწყარი იქნება.11 ივნისს ფეხბურთელი დაქორწინდა, გახდა “იუვენტუსის” წევრი და შეეძინა შვილი.ემოციებით დატვირთული იტალიელი Filo Diretto – თან საკმაოდ საინტერესო თემებზე საუბრობს…

როგორც სჩანს, ნახევარმცველი ახალ გუნდს უკვე მიეჩვნია.თბილი დახვედრის გამო ემანუელე მოხარულია : “კარგად შემხვდნენ, ამან განსაკუთრებით კარგი ემოციებით დამტვირთა.მოვხვდი ევროპისა და მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო კლუბში, რომელშიც საოცარი ფეხბურთელები თამაშობენ, საკუთარი თავი მათ შორის მალე აღმოვაჩინე.”

“იუვენტუსში” თამაში ყოველთვის ფეხბურთელის ოცნება იყო, მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია : “პროფესიონალი ფეხბურთელის დონეზე თამაში სერია C – ში დავიწყე და იქ სამი სეზონი გავატარე.ეს ლიგა განსაკუთრებული სისწრაფით გამოირჩევა, იქ ტექნიკა და დრიბლინგი უმთავრესი ელემენტებია.სერია A – ში თამაშისას შესაძლოა ფეხბურთელმა დიდი მანძილი ირბინოს, თუმცა პროფესიონალიზმი ერთ-ერთი უმთავრესია.ყოველთვის მაღალი მიზნებისკენ მივისწრაფოდი, ახლა მაღალი დონის გუნდში ვთამაშობ და მოდუნების საშუალება უბრალოდ არ მაქვს.მინდა მსოფლიოს ჩემი შესაძლებლობები დავუმტკიცო და ამ გუნდისთვის ბევრი რამ გავაკეთო.მებრძოლი ადამიანი ვარ, როცა საქმე მუშაობდა მიდის ვხვდები, რომ ნებისმიერი მიზნის მიღწევა შემიძლია.”

ანტონიო კონტეს “იუვენტუსში” ახალი ერა იწყება, ჯიაკერინი კი ამ პროექტის ნაწილია : “დიახ, მწვრთნელი მუდმივად მუშაობისკენ მოგვიწოდებს.ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ უკეთესნი, ვიდრე ვართ, ამისთვის დაუღლელად ვარჯიში აუცილებელია.”

იტალიელი ვინგერის მახასიათებლები კონტეს სქემას კარგად ერგებიან.მისი სიჩქარე და მომენტების რეალიზაცია, ნებისმიერ შემტევ სტილს დააკმაყოფილებს : “შარშან, 4-3-3 ტაქტიკაში ასპარეზობისას 7 გოლის გატანა შევძელი, 4-2-4 შეტევაში მეტი მომენტი შემექმნება და შევეცდები გასული სეზონის ნიშნულამდე მივაღწიო, ან გავაუმჯობესო კიდეც.კონტე ერთი ერთზე აქტიური თამაშისკენ მომიწოდებს, იმედია მის მოთხოვნებს გულდასმით შევასრულებ.”

წყარო : Juventus.com

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

16 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
Giorgi kasrashvili
12 years ago

ამას თამაშის იმედი აქვს??? :lool: :lool: :lool:
ელიას და კრასიჩის რამვას დანატრდება ეს ჯეირანი :lool:

BESO BARAMIA
12 years ago

ძალიან სიმპათიური ოგროკია თავისი სათამაშო მანერით-პირადად მე მიმაჩნია, რომ თავს გამოიჩენს,ნუ რაღა თქმა უნდა, რაღაც დრო დასჭირდება ადაპტაციისთვის!! :juvee:

shako bokhashvili
12 years ago

ბაზარი არ არი მეიმედება ამ კაცის და მჯერა რო მაროტამ ტყუილად არ იყიდა მაგრამ ერთ რამეს დააკვირდის რას ამბობს (კონტე ერთი ერთზე აქტიური თამაშისკენ მომიწოდებს, იმედია მის მოთხოვნებს გულდასმით შევასრულებ.)არ შეასრულებ და შენი აჯობებს. :mrgreen:

12 years ago

მე შენ გეტყვი, შარშან ერთი სამზეც მიდიოდა და ხშირ შემთხვევაში ატყუებდა.. :forza:

12 years ago

ჯაკერინი ჩამოსაწერი ფეხბურთელი ნამდვილად არ არის.. როცა კი კოედანზე იქნება დარწმუნებული ვარ თავის საქმეს უნაკლოდ შეასრულებს.. მე ტეხნიკურ ფეხბურთელებს ძალიან დიდ პატივს ვცემ.. და ზუსტად ვიცი რო ჯაკერინი თავისი ტეხნიკით ბევრ დასამახსოვრებელ მომენტს გვაჩუქებს.. )))))

Dutch
ადმინისტრატორი
12 years ago

ნაკრებზე სტატია მე ავიღე
შეეშვით რა ძალიან გთხოვთ იუვენტუსის საიტზე სხვა რამეებზე წერას

12 years ago

ეს უკვე მომენტებს ქმნის? მალე გოლსაც გაიტანს და შეიძლება მეორე ინტერვიუში ბომბარდირობასაც გამოკრას ხელი.. :D :lool: :lool:

George Khubulava
12 years ago
Reply to 

:up: :mrgreen:

giorgi
12 years ago
Reply to 

:lool: :lool: :lool: :lool: :lool:

lasha naxucrishvili
12 years ago

აუ ისე რა საშინელებაა რა სტატიას ამზადებ უკვე ძლივს გადათარგმნე უკვე უნდა დადო და ბრახ სხვამ დაგასწრო კიდვ კაი მე არ ვარ მწერალი :lool: :lool: :lool:

lasha naxucrishvili
12 years ago

Darja მთლად ასეთი სასტიკიც ნუ იქნები ცოტა სხვებსაც დაუტოვე სტატია :buhee:

12 years ago

:lol::lol::lol::lol::lol:

12 years ago

აუ რამდენი ვბეჭდე და დაგისწრია :):)

giorgi
12 years ago

ხო ჯიაკერინი თუ იტყვის მაშვინ მართალია!

| Newsphere by AF themes.
16
0
Would love your thoughts, please comment.x