ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კონტე: ” აწმყოსა და მომავლის “იუვეს” ვაშენებთ “

ანტონიო კონტე სატრანსფერო აქტივობებს აჯამებს. იტალიელი სპეციალისტი მის დაქვემდებარებაში მყოფი გუნდით კმაყოფილია და ჟურნალისტებს საკუთარ შთაბეჭდილებებს უზიარებს…

გასული სატრანსფერო პერიოდი ყველა იტალიური გუნდისათვის რთული იყო, რადგან ესპანეთისა და ინგლისის მსგავსად, გრანდიოზული თანხების დახარჯვის საშუალება არ გვაქვს. მაგრამ, მიუხედავად ამისა, დასახული ამოცანა “იუვემ” ფრიადზე შეასრულა, ჩვენ შევქმენით დღევანდელი დღის გუნდი, რომელიც კარგ მომავალს გვიქადის. ელია, ჯაკერინი და ესტიგარიბია სწორედ ამ პროექტის ნაწილები არიან. ტიფოზებს ვთხოვ მოთმინებით დაელოდონ ძველი “იუვენტუსის” დაბრუნებას და გუნდის სიყვარული სტადიონზე მხურვალე მხარდაჭერით გამოხატონ. “

ამასთან მნიშვნელოვანია გუნდის შექმნა, რომელიც სანახაობრივ ფეხბურთს ითამაშებს და ეს უკანასკნელი შედეგს თავისთავად მოგვიტანს. თუ მხოლოდ შედეგზე ორიენტირდები, შესაძლოა, რამდენჯერმე გაგიმართლოს, მაგრამ საბოლოოდ დაფინანსებას დაკარგავ და მშრალზე დარჩები. ”

რაც შეეხება ახალ სტადიონს, ის მეც და ფეხბურთელებსაც დამატებით ადრენალინსა და შემართებას შეგვმატებს. ეს ინგლისური სტილის სტადიონია და ტიფოზებისგანაც გულშემატკივრობაში ინგლისურ სტილს ვითხოვ. მათ ვეუბნები, რომ შესაძლებლობის მაქსიმუმს გამოვიყენებთ, მაგრამ მოთმინება მოუწევთ. გულშემატკივრებს შეუძლიათ, როგორც დადებითი, ისე უარყოფითი გავლენა იქონიონ ჩვენზე. ” -აცხადებს კონტე.

წყარო: tuttosport

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

6 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
12 years ago

George – დიდ ჩემპიონატებში თამაშები არ ეწყობა.. საქართველოში და ჰონდურასში შეიძლება ვიღაცამ გაყიდოს თამაში, მაგრამ დიდ ტურნირებში ეგეთი რამე გამორიცხულია ; )

BESO BARAMIA
12 years ago
Reply to 

დიდ ჩემპიონატებში თამაშები არ ეწყობა????????
ნუუუ ეს პირად ჩემთვის ნიუსი იყო :chuk:

Giorgi kasrashvili
12 years ago

კიბატონო კონტე, თქვენს გვერდით ვართ, მაგამ თამაშები არ გაყიდოთ არა!!! დადგმულ სპექტაკლებს ვხვდები და ეგეთი არ დავინახო, თორე ბრძოლაში თუ დავმარცხდებით ეგ არაფერი… 2 წელი შენს ხელთაა… წელს ლიგის საგზური დადე, გაისად სკუდეტო, თუ არა და ჩაალაგე ბარგი და წადი ისევ სერია-B ში და ამჯერად პესკარასა და რეჯინას უთავკაცე…

BESO BARAMIA
12 years ago

კარგი სიტყვაა ღმერთმანი–წელს ლიგის საგზური, გაისად სკუდეტო :yes: :yes:

Giorgi kasrashvili
12 years ago

მომავლის “იუვეს” ვაშენებთ

5 წელი გავიდა და რა ვეღარ ააშენეთ რა!!!

ნაპოლი და ფიორენტინა დადგა ფეხზე და ლიგაზეც გამოვიდნენ და ეს აშენება როდისღა დამთავრდება!!!

თამაშებს რომ ყიდით ესე ვერაფერს მოვიგებთ, რით ვეღარ გაძღა თქვენი მუცელი და ჯიბე ჰა?!!!

ეს 2 წელია რამდენი თამაში გაყიდეს… აბა გინდათ დამაჯეროთ რომ ბოლონიას, ბარის, კიევოს, პარმას და ეგეთი კალიბრის გუნდებთან ვმარცხდებოდით და მერე ლაციოს-რომას-მილანსა და ინტერს ბეჭებზე ვდებდით!!!

გეყოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოთ!!! Iტამაშეთ ნამდვილი ფეხბურთი და გადავუაროთ ყველას!!!

12 years ago

ვერ იქნება იუვე ვერასოდეს ისეთი გუნდი, რომ შედეგზე არ გააკეთოს აქცენტი…იმ უბრალოდ მიზეზის გამო რომ იტალიურია… მე პირადად მაგიტომ ვგულშემატკივრობ იუვეს და იტალიას, რომ მთავარია შედეგი და ბოლოს ტაბლოზე რა წერია… სულაც არ მინდა ე.წ. შტანგები დავღუნოთ და მაკრატელები ვურტყათ და სააბოლოდ თამაში წავაგოთ და ვიძახო უნდა მოგვეგოო… ყოველი კონკრეტული თამაში მიმდინარეობს კონკრეტული სცენარით, ზოგჯერ თამაშზე ორიენტირებული, ზოგჯერ შედეგზე… ერთადერთი გუნდი, რომელსაც შედეგიც აქვს და თამაშის ხარისხიც ბარსელონაა ჯერჯერობით, რაც დიდ ხანს არ გაგრძელდება… და ბარსას ნაირ გუნდებს სწორედ შედეგზე ორიენტირებული თამაში უნდა შესთავაზო, რომ მოუგო… ცივსისხლიანობა, საფეხბურთო ოსტატობა და მუღამი ისაა როცაა ვითომ საჯარიმომდე გიტევენ და ვერ გიტანენ და… Read more »

| Newsphere by AF themes.
6
0
Would love your thoughts, please comment.x