ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კუალიარელას არ აშინებს კონკურენცია

ფაბიო კუალიარელა – იტალიელი ფორვარდი , რომელიც ტურინულმა კლუბმა გასული წლის აგვისტოში , სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ცოტახნით ადრე აიყვანა არენდით ნეაპოლიტანური ” ნაპოლიდან ” . უნდა ითქვას  , რომ ფაბიომ 100 % – ით გაამართლა იმედები და რომ არა ტრავმა , რომელიც პარმასთან დაპირისპირებაში მიიღო , ვინ იცის კიდევ რამდენ გოლს და ქულას მოუტანდა საკუთარ კლუბს . ეხლა კი ფაბიო ” იუვენტუსის ” სრულფასოვანი წევრია და დიდი ენთუზიაზმით ხვდება მოახლოებულ სეზონს …

” უპირველეს ყოვლისა უნდა აღინიშნოს , რომ 8 სექტემბერს ” იუვენტუსისთვის ” ახალი და მნიშვნელოვანი რამ განხორციელდება . ეს არენა იქნება სიმბოლო ერთიანობის , სადაც გულშემატკივრები საკუთარ ოჯახის წევრებთან ივლიან მატჩებზე . ამის განსახორციელებლად დიდი შრომა და ენერგია იქნა ჩადებული და დარწმუნებული ვარ მიზანს აუცილებლად მიაღწევს . ძალიან სიმპატიური და კომოფრტული არენაა , ისეთი როგორიც ესპანეთშია და ინგლისში , ეხლა აუცილებელია ზუსტად ისეთივე გარემო იქნას შექმნილი , როგორც ზემოთ ნახსენებ ორ ქვეყანაში . სიმართლე გითხრათ , თავიდან ცოტა სკეპტიკურად ვიყავით განწყობილი , მაგრამ ნანახმა ყველანაირ ზღვარს გადააჭარბა . ერთი სული გვაქვს მეც და პარტნიორებსაც , როდის ვიასპარეზებთ ახალ , სუპერ თანამედროვე სტადიონზე , სადაც კიდევ უფრო ახლოს ვიქნებით საკუთარ ქომაგებთან ” .

” თუმცა , მხოლოდ სტადიონი ვერ მოგვიტანს წარმატებას , ეხლა უკვე ჯერი ჩვენზეა და სწორედ ფეხბურთელებმა უნდა გამოავლინონ სწრაფვა გამარჯვებებისკენ . კლუბს დიდი მიზნები აქვს და ამისთვის , ჩვენ მაქსიმალურად უნდა დავიხარჯოთ . კონტე ? მწვრთნელი რომელსაც გააჩნია , საკმაოდ მკაფიო გეგმები და მიზნები – მთავარი მოთხოვნა არის , გამარჯვებების მოპოვება და მუხლჩაუხრელი შრომა . წვრთნებზე ის ძალზედ მომთხოვნია და ეს სრულიად ბუნებრივია , იუვენტუსი რაც შეიძლება მალე უნდა დავაბრუნოთ მწვერვალზე ” .

” კონკურენცია  ? სავსებით არ მაშინებს ეს საკითხი . ყველა ძლიერ ევროპულ კლუბში , ეს აუცილებელი რამაა წარმატების მისაღწევად . ჩვენი წინა ხაზი კი ვფიქრობ , ერთ ერთი უძლიერესია ამ ეტაპზე . ვუჩინიჩი არაჩვეულებრივი ფეხბურთელია , რომელსაც იუვენტუსში გადმოსვლამდეც ვიცნობდი . მისი საფეხბურთო მახასიათებლები განსაცვიფრებელია ! ნებისმიერ შემთხვევაში , აუცილებლად ვაჩვენებ მწვრთნელს , რომ ვიმსახურებ ძირითად შემადგენლობაში ასპარეზობას ” .
” კონკურენტები ჩემპიონატში ? უმთავრესად რა თქმა უნდა მილანური კლუბები უნდა დასახელდეს , შემდეგ ნაპოლი და ასევე რომაული კლუბები , რომლებმაც საკმაოდ სიმპათიური შევსება მიიღეს სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში … ” .

წყარო : tuttojuve

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

8 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
საბა შიოშვილი

ფაბიოოო მიდი მაწექიიი :love:

LasHa janelidze
12 years ago

შენ გენაცვალე ფაბიო მიდი შენი იმედი მაქვს :achuu: :achuu: ასე გაჭენდი და გამოჭენდი შენი გატანილი გოლის მერე :love: :love: :mrgreen: :mrgreen:

ako mamulashvili
12 years ago

dzalian dzlieria es oxeri matric dzan magaria da vuchinichis martla sauketeso tavdasxma vyvavs mtel msoplioshi ar vgadaob )) mara kide vityvi matri ro ixsneba ise arcerti tavdamsxmeli ar ixsneba :juvee:

Gurami Tkebuchava
12 years ago

მიდი ფაბიო მიაწექი!… :juventus:

BESO BARAMIA
12 years ago

კვალი შენი უმედი მაქვს–მიდიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიი :juvee: :juvee: :juvee: :juvee: :juvee: :juvee: :juvee:

Giorgi kasrashvili
12 years ago

მატრი-მატრი-მატრი-მატრი-მატრი :love: :kiss: :kenwvla:

12 years ago

არადა მართლა რა დროს მიიღო ტრამვა :euf: ტრამვებმა დაგვღუპეს

Gio Darja
12 years ago

ფაბიო :love: გუნდის წამყვანი ფიგურა გახდება ძალიან მალე :up:

| Newsphere by AF themes.
8
0
Would love your thoughts, please comment.x