ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მაროტას სატრანსფერო პოლიტიკა

როგორც იცით, იტალიაში სატრანსფერო ბაზარი დაიხურა, შესაბამისად იტალიურ კლუბებს ტრანსფერების განხორციელება აღარ შეუძლიათ. “ჩექმაზე” მცხოვრებმა ჟურნალისტებმა თითოეულ გუნდს ვერდიქტი გამოუტანეს, მათ შორის არის ტურინის ” იუვენტუსიც “. სრულიადში გთავაზობთ ” ბიანკონერის ” სატრანსფერო პოლიტიკას.

საუკეთესო შენაძენი : მირკო ვუჩინიჩი

როგორც იცით, მაროტას მთავარი სამიზნეები სერხიო აგუერო და ჯუზეპე როსი იყვნენ, მაგრამ მოლაპარაკებების ჩიხში შესვლის გამო ეს ტრანსფერები არ შედგა. სამაგიეროდ გუნდში მირკო ვუჩინიჩი მოვიდა, მართალია მისი ფასი მათზე გაცილებით ნაკლებია ( 15-20 მლნ ), მაგრამ ჩერნოგოვიელ ფეხბურთელს, მათზე ნაკლები გამოცდილება და სათამაშო კლასი ნამდვილად არ გააჩნია. მართალია იუვეს მე-14 ნომერმა გასულ სეზონში თავი კარგად ვერ წამრმოაჩინა, მაგრამ ყველამ კარგად ვიცით თუ რა შეუძლია “რომას” ექს-თავდამსხმელს. ანუ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მაროტამ მირკოს მოყვანით  20 მილიონი ევრო დაზოგა.


საეჭვო შენაძენი : რეტო ციგლერი

სამპდორიას ექს – დამრიგებელმა, ლუიჯი დელ ნერიმ თავისი ყოფილი ფეხბურთელის დაბრუნება ისურვა და სანამ პოსტიდან წავიდოდა მაროტას ლიხშტაინერი და რეტო ციგლერი გააფორმებინა. კონტემ რეტოს პირდარპირ განუცხადა, რომ იგი მის გეგმებში არ შედის და მას გაყიდიან. გამოდის, რომ “ბიანკონერის” დაცვის მარცხენა ფლანგი ისევ პრობლემატურად რჩებად. რეტოზე შეგვიძლია აღარ ვიდარდოთ, დღეიდან იგი – მინიმუმ 1 წელი “ფენერბაჰჩეს” ფეხბურთელი იქნება.

სწორად გადახდილი თანხა : ემანუელე ჯიაკერინი

ბეპე მაროტამ “ჩეზენასთან” მიაღწია შეთანხმებას ჯიაკერინის საკითხზე. ” იუვეს” გენერალურმა დირექტორმა ემანუელე არენდას უფლებით გაიფორმა, თუ “იუვენტუსის” ნახევარმცველი თავს კარგად გაართმევს დაკისრებულ მოვალეობებს და კონტეს იმედებს გაამართლებს, მაშინ მაროტა მას 3 მლნ ევროდ გამოისყიდის. ” ბებერი ქალბატონის ” თავკაცს ტაქტიკების ხშირი ცვლის არ ეშინია, ანტონიოს თქმით “ჩეზენას ” ექს – ფეხბურთელი მის გეგმებში შედის.

ადამიანი, რომელიც თავის გზას გაუდგა : სერხიო კუნ აგუერო

” ბიანკონერი ” არ მალავდა, რომ მათ ტოპ – კლასის ფეხბურთელი უნდა გაეფორმებინათ, მათი მთავარი სამიზნე კუნ აგუერო იყო. მოლაპარაკებები ძალიან დიდხანს გრძელდებოდა. ხალხი პესიმისტურად განეწყო, დადიოდა ხმები, რომ იუვეს გენერალური დირექტორი არგენტინელს ვეღარ გაიფორმებდა, იმიტომ რომ ისინი მას ვერ თავაზობდნენ იმას რასაც მან სიტი, ელემენტარულად გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე არ ასპარეზობდა, ამიტომ მარადონას სიძემ მანჩესტერ სიტი არჩია და იქ გადავიდა თავის კარიერის გასაგრძელებლად.

მათ აუცილებლად უნდა გაეფორმებინათ ის : ხუან მანუელ ვარგასი

3 ნორმალური ნახევარმცველის გაფორმების მაგივრად, არის “სკოლა” აზრები იმისა, რომ ტურინის ” იუვენტუსს” შეეძლო 1 ძალიან კარგი მარცხენა ნახევარმცველი გაეფორმებინა ეს  ფიორენტინას წამყვანი ფიგურა, ხუან მანუელ ვარგასი იყო. “ბიანკონერის” ვარგასს დღითი-დღე უფრო უკავშირებდნენ, მაგრამ საბოლოოდ მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა და მათ მისი ყიდვის შესაძლებლობები ხელიდან გაუშვეს.

მათ ის მოენატრებათ : ალბერტო აკუილანი

მართალია მან იმდენი არ გააკეთა, რამდენიც საჭირო იყო, რომ მაროტას იგი 16 მლნ ევროდ ეყიდა, მაგრამ იგი ნამდვილად კარგი ფეხბურთელია და მასში მართლაც დევს ის პოტენციალი, რომელსაც იტალიელი ასე ხმამაღლა გამოთქვამდა. პირლოს და კონტეს მოსვლის შემდეგ, აკვილანის გამოსყიდვის შანსები მიზრეული გახდა. საბოლოოდ ალბერტომ მილანს მიაშურა სადაც მინიმუმ კიდევ 1 წელი ითამაშებს არენდას სახით.

მოსული ფეხბურთელები :

პირლო (მილანი, თ.ა), ციგლერი ( სამპდორია, თ.ა), პაციენცა ( ნაპოლი, თ.ა),მარონე ( სიენა. დ), ლიხშტაინერი (ლაციო,ყ), პასკუატო ( მოდენა, დ), ალმირონი ( ბარი, დ), ეკდალი ( ბოლონია, დ), ვიდალი ( ბაიერ ლევერკუზენი, ყ), ვუჩინიჩი ( რომა, ყ), ამაური ( პარმა, დ), ესტიგარიბია ( ნეველსი, ა), ჯიაკერინი ( ჩეზენა, ა), ელია (ჰამგურგი, ყ).


წასული ფებუხთელები :

სალიჰამიძიჩი ( ვოლფსბურგი,თ.ა), რინაუდო ( ნაპოლი), ტრაორე ( არსენალი, დ), აკუილანი ( ლივერპული,დ), მელო ( გალათასარაი, ა), სისოკო ( პესეჟე,გ), მარტინეზი ( ჩეზენა, ა), ალმირონი ( კატანია, თ.ა), ეკდალი ( კალიარი.ა), გრიგერა ( ფულჰემი,თ.ა), პასკუატო, ჯიანდონატო ( ლეჩე, ა), ციგლერი ( ფენერბაჰრჩე,ა) .

ყ – ყიდვა, ა – არენდა, თ.ა – თავისუფალი აგენტი, დ – დაბრუნდა, გ – გაყიდვა .

ვედიქტი  :

გუნდი 3-4 ფეხბურთელს ყიდულობს, რომელიც 100% ამართლებს, მაგარმ დღევანდელ დღემდე იუვენტუსი არ იყო გაწონასწორებული გუნდი, იგი გამოიყურებოდა არასტაბილურობით და ძალიან ცუდი თამაშით გვამახსოვრებდა თავს, რითიც ისინი ისტორიას სახელად ” იუვე ” წყალში ყრიდნენ, ამიტომ მაროტამ და კონტემ გუნდის თავიდან ბოლომდე გადაკეთება განიძრახეს. მოიყვანეს 1 მცველი, უამრავი ნახევარმცველი და უამრავი თავდამსხმელი, ეს ყველაფერი კარგი, მარგამ ფეხბურთელებს გაყიდვა ხომ უნდათ ? მაროტამ რამოდენიმე ” ექს-იუვენტინო ” გუნდიდან გაუშვა, მაგრამ  ერთგვარი “ნაგავი” მაინც დარჩა, რისი გაწმენდაც ჯუზეპემ ვერ მოასწრო, ამიტომ გუნდი გადაიჭედა. ასევე დადის ხმები, რომ პირლო კონტეს სქემაში არ ჯდება. ყველაფერს მომავალი ჩემპიონატი გვიჩვენებს.

წყარო : football Italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

40 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
betega
12 years ago

საერთოდ თუ არი მჭვრთნელი ვის სქემაშიც პირლო არ ჯდება :loool: :loool:

mamuka iosava
12 years ago

ზოგიერთები ისე საუბრობთ თითქოს ვიდალი ჯობდეს მარკიზიოს,მესმის რომ პირლოს ხედვა აქვს და ასეშემდეგ და რომ ელია მარცხნიდა იქნება და თიტქოს მარკიზიოს ადგილი არ ჩანს სასტავში…მაგრამ აგერ ნახავთ ყველაზე მეტ ტამაშს მარკიზიო ჩაატარებს…და კიდევ მე მგონი არავინ შემედავება რომ ლიპის ჩვენზე მეტი ესმის:))) ხოლო მაგ კაცმა არამც თუ იუვე არამედ იტალიის ნაკრების აწყობა განიზრახა თავის დროზე მარკიზიოზე…ამით ყველაფერია ნათქვამი

12 years ago
Reply to  mamuka iosava

იმიტო ჩარჩა იტალია ჯგუფში. და სხვათაშორის დღეს მარკიზიო იტალიის ნაკრებში ზამენის კაცია

12 years ago

აგუერო ბასტოსი პირლო ლიხტი და ვიდალი რო გვეყიდა მარტო ჩემი აზრით ჩვენ კონკურენტი არც გვეყოლებოდა :blin:

Di Francesco # 1
12 years ago

ვინმე უცხომ რო შემოიხედოს იფიქრებს ვიდალი მთელი გუნდიაო, თან დავაკვირდი და ყველა ერიდება ვიდაკზე ცუდია თქმას და ისეთი შთაბეჭდილება იქნება ვითომ ლევერკუზენიდან მესი ვიყიდეთ.
არ გამიკვირდება ამან ზამენიდან დაიწყოს თამაში
მარკიზიოს ზამენაზე დასმას კიდე ტურინში არ აპატიებენ, ამიტო ან მართლა მცველად ითამაშებს ან მარკიზიოს ზამენა იქნება ან 5 ნახევარმცველითY ვითამაშებთ
ერთიმხრივ კაია ბევრი კაი ფეხბურთელი მარა საჭიროა კაი ტრეინერი რო კარგი სასტავი დააყენოს,ასეც გააკეთებს კონტე და ყველა დროის საუკეთესო იუვეს გააკეთებს
წელის მინიმუმ ლიგაზე გასვლა, 2013 სკუდეტო, 2014ჩემპიონთა ლიგა + თასი ბრაზილიიდან

Gio Darja
12 years ago

:lool: :lool: მოტას კონკურენტიც ვიდალი როა ეგაა მთავარი :lool:

12 years ago

პს – სანაკრებო თამაშები ვიდალმა დაცვის ცენტრში ითამაშა. ესეც დამაფიქრებელია. არადა ნახევარდაცვაში გაცილებით სასარგებლოა ჩემი აზრით

giorgi tsotsoria
12 years ago

მარკიზიო სასტავიდან არ ამოვარდება

პირლოს თავისუფლად გაუმკლავდება მითუმეტეს 36 წელი უკვე სიბერეა

12 years ago

32 ის არის პირლო.. მაგასაც რო თავი დავანებოთ მარკიზიო პლეიმეიკერად რამდენიც დააყენეს იმდენი თამაში ჩააგდო. გინდა ნაკრებში და გინდ კლუბში

Dutch
ადმინისტრატორი
12 years ago

32 წლის არის პირლო და მარკიზიო რითი გაუმკლავდება ? შეტევის ორგანიზებით შანსი არაა და სხვა ასპექტში ეხლა გასაგებია … თუმცა პირლოს მოედნის ხედვა მარკიზიოს კარიერის ბოლომდე არ ექნება

12 years ago

მარკიზიოს ხვედრია უნივერსალიზმი და ბევრ პოზიციაზე ერთ დონეზე თამაში. მაგრამ გამოგიტყდებით და პირლოს ეგ ვერანაირად ვერ შეცვლის. აი ვიდალთან კი შანსი არ აქვს. ასე რომ მაშინ სკამზე მოუწევს ყოფნა. იმიტო რო მარცხენა ფლანგზე იმხელა კონკურენციაა დედა შვილს არ აიყვანს.. შარშან რო ჩემთვის გეთქვათ მარკიზიო მარცხენა ნახევარმცველად ითამაშებს იუვეშიო მეც გეტყოდით რო უმალ ჩემი მაუსი ცოლს მომიყვანს ვიდრე ეგ გამართლდება მეთქი ასე რომ დაველოდოთ და ვნახოთ. და კიდევ ერთი – მარკიზიო გაცილებით ეფექტურია დაცვით ოპერაციებში ვიდრე შეტევით. ის მაკრატელაც მახსოვს და უდინეზეს კარში გოლიც, მაგრამ ეგ არაფერს ნიშნავს. ვიდალი უფრო კრეატიულია – ტიპი მარტო იბრძოდა ლევერკუზენში ჩემპიონობისთვის, გუნდის საუკეთესო ბომბარდირი და… Read more »

Gio Darja
12 years ago

აუ ნუ ტენით რა ამ თქვენი უსაზღვრო ფანტაზიით მარკიზიოს და ვიდალს დაცვაში, დაცვაში მცველი ითამაშებს და არა ნახევარმცველი..თუ მარკიზიო აჯობებს ვიდალს ვიდალი სკამზე დაჯდება, ან პირიქით..დაცვაში მატრი ვათამაშოთ ბარეღამ

12 years ago
Reply to  Gio Darja

დარჯა თუ რა შუაშია? ვიდალი გაცილებით მაღალი დონის ფეხბურთელია ვიდრე მარკიზიო. არც ერთია ჩემი ძმაკაცი და არც მეორე. უბრალოდ ფაქტი სახეზეა ; )

Gio Darja
12 years ago

ესე გაცილებით ლამაზი სტატია გამოვიდა, აგუერო არა ის კიდე, მაგის სურათი რატო უნდა ყოფილიყო :blin:

12 years ago

Immanuel – ესეიგი, შეიძლება სულელური დასკვნაც არის მაგრამ აჰა – ჩემი აზრით ცენტრში ვიდალი და პირლო ხელშეუხებელნი არიან. მაგრამ კონტე ძალიან აფასებს მარკიზიოს კლასს, თან გავიხსენოთ შარშანდელი სეზონი სადაც კლაუდიომ მარცხენა ფლანგი დააჭაშნიკა. მითუმეტეს იუვენტუსის რვიანი გაცილებით პროდუქტიული იყო დაცვით ოპერაციებში ვიდრე შეტევაში.
თან თუ გავითვალისწინებთ მარკის ტაკტიკურ და პოზიციურ განსწავლულობას(რაც დაცვაში სასიცოცხლოდ აუცილებელია) მაშინ რა უდგას წინ რო მარცხენა მცველად მოგვევლინოს კლაუდიო მარკიზიო. თაქნ ისეთი ჭკვიანი ფეხბურთელი როგორიც არის მარკი გაცილებით მარტივად გააკონტროლებს თამაშს უკნიდან სადაც ყველას და ყველაფერს დაინახავს.
სხვაგვარად მას ცენტრში ადგილის მოპოვება ძალიან გაუჭირდება, ეს თვითონაც იცის და არ არის გამორიცხული კონტესთან ნალაპარაკებიც ქონდეს ამ ყველაფერზე :kenwvla:

Di Francesco # 1
12 years ago
Reply to 

მარკიზიო მაგ გადაწყვეტილებით საბოლოოდ გაფუჭდება, პირლო 1-2 წელიწადში კი წავადა მარკიზიომ თუ მანამდე მცველად ითამაშა მერე ცენტრში თამაში გაუჭირდება, მე მგონია რო პეპე დადგება მცველად იმიტორო სხვა შემთხვევაში კონტე მაგას გუნდში არ დატოვებდა

Nachke
12 years ago
Reply to 

ოჰო, აი ფანტაზია : D მთელი კარიერაა ამ საცოდავ კაცს ერთი ადგილიდან მეორეზე ტენიან და ახლა დაცვაშიც მოუნდომე არა დაყენება მარკიზიო ნახევარდაცვის კაცია, უნივერსალია შუა ხაზში და ამ პოზიციაზე ყველაფერი მოუსინჯია მეტნაკლები წარმატებით მარა დაცვაში მაგის უნარები არაფერი არ იქნება. მარკიზიო ოქროა კონტესთვის პირლო-ვიდალის წყვილიდან ორივეს შეცვლა შეუძლია თან იდეაში ისეც რო არცერთის არყოფნას არ გვაგრძნობინებს. ჩემი ვიწრო აზრით რუდოლფოს ყიდვა კიდე იმის ნიშანია რო იანვრამდე კონტე გროსოს და დე ჩელიეს გატესტავს, თუ არაფერი გამოვიდა მაქედან კეილინის გადაიყვანს ფლანგზე. არა მგონია ბომბეიდან ლონდონამდე გვირაბის გაყვანას აპირებდეს ვინმე, უბრალოდ ციგლერმა ვარჯიშებზე თავი ვერ გამოიჩინა, ვერც ამხანაგურებზე ბრწყინავდა, კონტესაც ბოსის თამაში მოუნდა… Read more »

Giorgi kasrashvili
12 years ago

ჯოვინკო რატომ არ წერია დაბრუნებულებში? რა გაყიდა პარმაში? თუ არენდა გაახანგძლივეს???

12 years ago

კარგი სტატიაა მემბერ :up:
რაც შეეხება ტრანსფერებს – დღევანდელი გადმოსახედიდან მელოს წასვლა ლოგიკური ჩანს, ვიდალი და მარკიზიო ისედაც შანსს არ მისცემდნენ.

რაც შეეხება ციგლერის წასვლას, არც მე მინდოდა მისი წასვლა მაგრამ,ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა ვიფიქრე ერთ დასკვნამდე მივედი, დასკვნა ორიგინალურია. რო გავახმოვანო ამ საიტზე ყველას გაუკვირდება. ხუთი დღე დარჩა, დაიწყება სეზონი და თუ მართალი აღმოვჩნდი გენიოსი ვყოფილვარ და ეგ არის :lool: :lool: :forza:

Nachke
12 years ago
Reply to 

აბა მომე დასკვნა და ორიგინალურ-გენიალურობის დეტექტორში გავატარებ :lool:

Di Francesco # 1
12 years ago
Reply to 

პეპეს და დეჩელიეს ხო არ ფიქრობ მარცხენა ფლანგზე? :chuvak:

12 years ago

ფლანგს მიცემს ესტიგარიბიას ან ელიას…

12 years ago

ხმის მისაცემ სქემებში რატომ არ წერია 3-4-3, 4-1-3-2, 4-1-4-1???
კონტეს რას გაუგებ, იქნებ ასეც ითამაშოს…

mishka gogrichiani
12 years ago

ამ სასტავის მე არ მჯერა და მაქსიმუმ მე_3 ადგილი წელს, ტუ ზამტრის სატრანსფერო ბაზარზე ვინმე არ დაიმატეს

12 years ago

პირლო კონტეს გეგმებში არ ჯდებაო? ვერ გავიგე აბა ვინ ჯდება ან რა უნდა კონტეს ნახევარდაცვაში გააკეთოს? მელო არ ჩაჯდა, აკვილანი არ ჩაჯდა, სისოკო არ ჩაჯდა, პირლოც არ ჯდებაო… პაციენცა არაფერი ფეხბურთელი არაა ყოველშემთხვევაში ჯერ-ჯერობით…
საუკეთესო შენაზენი მაინც პირლოა, მერე არტურო ვიდალი, მირკო ვუჩინიჩი (რადგან წელს მხოლოდ სერია ა გვაქვს სათამაშო აქვს მირკოს მანდ გამოცდილება), სტეფან ლიხშტაინერი და ელჯერო ელიაა… მატრის და კვალიარელას გამოსყიდვაც მნიშვნელოვანი იყო… ისე ჩემი აზრით ციგლერი და მელო ან სისოკო მაინც უნდა დაეტოვებინა და ეყიდათ ცენტრ მცველად დიეგო ლუგანო… იქნებოდა სრულფასოვანი და ძალიან ძლიერი იუვე…

ilia koreli
12 years ago

ძალიან გთხოვთ, მითხარით სად შეიძლება გავიგო 20 აგვისტოს ანგარიშები. სოფელში ვიყავი და ბილეთმა მაინტერესებს თუ მოიგო

12 years ago
Reply to  ilia koreli

aba am linkze naxe, memgoni rac chatarda 20 agvistos yvelaferia… sheidzleba gamogadges rameshi… satitaod unda naxo yvela tamashis shedegi…

http://fussball.wettpoint.com/en/matchresults/20-08-2011.html

tsotne tsertsvadze
12 years ago

ისე საუკეთესო ტრანსფერად მე ლიხშტაინერს დავასახელებდი !!! ჯერ ჯერობით

ilia koreli
12 years ago

მეც!

lasha naxucrishvili
12 years ago

ვუჩინიჩი მაგრად დაეხმარება იუვეს :forza:

Gio Darja
12 years ago

საღოლ MeMber, კარგი სტატიაა )) აგუეროს სურათის მაგივრად მაროტას ან ვუჩინიჩის რომ ედოს უკეთესი იქნება უბრალოოდ..

ეე რაღაც პონტში კი მენატრება აკვილანი :love:

irakli kobeshavidze
12 years ago

აგუეროო ჩემი ტკივილიაა …ეხლა მატრის და ვუჩინიჩIს მაგივრად აგუერო და ძეკო უნდა გვყოლოდა მაგრამმმმ სიტიიიის ფულიანი …… :blin:

7uP
7uP
12 years ago

კარგი სტატიაას +++

| Newsphere by AF themes.
40
0
Would love your thoughts, please comment.x