ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ალესსიო ფერამოსკის და რიკარდო ნერის სახელობის ტურნირი

ამ ეტაპზე , ბიანკონერის გულშემატკივრები კონცენტრირებულნი არიან , ახალი – სუპერ თანამედროვე არენის ოფიციალურ გახსნაზე , რომელიც ხვალ შესდგება . ხოლო უკვე რამდენიმე დღეში , ეს სტადიონი სერია ა-ს პირველ მატჩსაც უმასპინძლებს , რომელშიც ერთმანეთს ” იუვენტუსი ” და ” პარმა ” დაუპირისპირდებიან . თუმცა , ამ პერიოდში , ვინოვოს ბაზაზე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება ჩატარდება . 10-11 სექტემბერს გაიმართება , ალესსიო ფერამოსკის და რიკარდო ნერის სახელობის მე – 5 -ე ტურნირი , რომელიც ამ ორი ახალგაზრდა ფეხბურთელის ხსოვნას ეძღვნება . ტურნირის ფორმატი შეუცვლელია , მასში 8 გუნდი მიიღებს მონაწილეობას , რომლებიც ორ სხვადასხვა ჯგუფში იქნებიან განთესილნი . პირველ ჯგუფში იასპარეზებენ : ” იუვენტუსი ” , ” ტორინო ” , ” ფიორენტინა ” და ” მილანი ” . მეორე ქვე ჯგუფში კი სამოყვარულო დონის გუნდები : ” ატლეტიკო მირაფიორი ” , ”  კასტელფიორენტინო ” , ” პინეროლო ” და ” ინვრეა ” . შაბათს  გაიმართება ქვეჯგუფის დაპირისპირებები , ხოლო კვირას ფინალი და დაჯილდოების ცერემონიალი .

წყარო : იუვენტუსის ოფიციალური ვებ გვერდი

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x