ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

გახსნითი ცერემონიალისადმი მიძღვნილი პრესკონფერენცია

ლოდინი თითქმის დასრულებულია. დღეს სტადიონი გულშემატკივარს პირველად გაუღებს კარს და თანამედროვე ხელოვნების ნიმუშის საკუთარი თვალით ხილვის საშუალებას მისცემს. გახსნის ცერემონიას “ნოთს ქაუნთისთან” ისტორიული დაპირისპირება დააგვირგვინებს…

მაგრამ სანამ ეს მოხდებოდეს, ახალი სტადიონის შემქმნელებმა პრესკონფერენციაზე საკუთარ ქმნილებასა და მომავალ გახსნით ცერემონიაზე ისაუბრეს. შეხვედრის მთავარი გმირები სტადიონის დირექტორი ფრანჩესკო ჯანელო, კომერციული დირექტორი ფრანჩესკო კალვო და კომპანია K-events -ის პრეზიდენტი მარკო ბალიჩი იყვნენ, ამ უკანასკნელს გახსნითი ცერემონიალის მოწყობა ევალებოდა.

პირველი სიტყვით ფრანჩესკო ჯანელო გამოვიდა: ” ტრიბუნების მინდორთან სიახლოვე, რაც 7.5 მეტრს შეადგენს, ახალი სტადიონის ერთ-ერთი განმასხვავებელი ნიშანი იქნება. ასევე, აღსანიშნავია, რომ ჩრდილოეთ და სამხრეთ ტრიბუნები მოედნიდან თანაბარი მანძილებით იქნება დაცილებული, რაც ასევე განგვასხვავებს მსოფლიოს მრავალი არენისგან. კიდევ ერთი დადებითი მხარე უსაფრთხოებაა. სტადიონზე მოსული გულშემატკივარი მხოლოდ სიამოვნების მიღებაზე უნდა ფიქრობდეს და არა ულტრასებისგან მომავალ საფრთხეზე. სტადიონზე განთავსებული ვიდეოკამერები კანონდამრღვევებს დააფიქსირებენ, რასაც მათი დანაშაულის აღკვეთა და სადამსჯელო ღონისძიებები მოჰყვება. “

საგულისხმოა სტადიონის ეკენომიკა და მასში განხორციელებული ინვესტიციები. ფრანჩესკო კალვო სწორედ ფინანსურ უპირატესობებზე საუბრობს: ” 8 -სექტემბრის შემდეგ, იტალიური ფეხბურთის განსაკუთრებული ნაწილი გავხდებით. ჩვენს ქვეყანაში სტადიონისგან შემოსული შემოსავალი სრული ბიუჯეტის 13% -ს თუ შეადგენს და ეს ყველაფერი ინგლისისა და გერმანიის 27% -თან შედარებით, არაფერია. გასულ სეზონში გუნდმა საშინაო არენისგან დაახლოებით 11 მილიონი ევრო მიიღო, ამ სეზონში კი ფანატებისათის გათვალისწინებული ადგილების რაოდენობის გაზრდისა და სხვა პლიუსების გათვალისწინებით, 32 მილიონის მიღების იმედი გვაქვს. ახალმა სტადიონმა მიიპყრო ახალი სპონსორების ყურადღებაც, მათგან გამორჩეულები “ნაიკი” და “სონია”. აქედან პირველი კომპლექსში სამ გასაყიდ პუნქტს გახსნის, მეორე კი სტადიონზე დიდ ტაბლოებსა და ეკრანებს განათავსებს. “

კალვომ სიტყვა პრესკონფერენციის მესამე მონაწილეს მარკო ბალიჩს გადასცა, რომელსაც მხრებზე გახსნითი ცერემონიალის გახსნის პასუხისმგებლობა დააწვა: ” შოუ, დაახლოებით, ერთ საათს გასტანს, ყურადღება კლუბის წარსულს, აწმყოსა და მომავალს დაეთმობა. ჩვენი შთამაგონებელი “იუვენტუსის” გმირები და ტრადიცია იყო. დღესასწაულის მთავარი მოქმედი პირები თავად “იუვე” და ფანატები იქნებიან. გახსნა ოთხ ძირითდ ნაწილადაა დაყოფილი: ყველაფერი მასობრივი ქორეგრაფიული დადგმით დაიწყება, რომელში მონაწილეობასაც 500 -ზე მეტი გულშემატკივარი მიიღებს. მეორე ნაწილში “იუვენტუსის” ლეგენდებისა და მოწვეული სტუმრების საზეიმო მსვლელობა შედგება. მესამე ნაწილში გულშემატკივრებს გუნდის საზეიმო და ტრაგიკული მომენტებისთვის თვალის გადავლება შეეძლებათ, ხოლო მეოთხე ნაწილი კი თვითონ შეხვედრა იქნება. “

წყარო: “იუვენტუსის” ოფიციალური ვებ-გვერდი

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

13 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
12 years ago

მართლაც ისტორიული დღეა !!! მე მაინც ვფიქრობ რო არამგონია იუვენტუს არენა დატოვონ. ”ჯანი ანიელი” უნდა დაარქვან თუ ქვეყნად სამართალია

12 years ago

32 მილიონი, მაგარია. მთლიანად მოდანი დაჯდა 100 მილიონნი!

tsotne tsertsvadze
12 years ago

ალბათ სახელსაც გავიგებთ დღეს :mrgreen: თუ ისევ იუვენტუს არენა დავუძახოთ

12 years ago

იუვე არენა ქვია

pavel dzma xar
12 years ago

და რომელ საათზე იწყება ცერემონია?????

tsotne tsertsvadze
12 years ago
Reply to  pavel dzma xar

23:30

mishka gogrichiani
12 years ago
Reply to  pavel dzma xar

აუ ეგ მეც მაინტერესებს და დაწერეთ

Dutch
ადმინისტრატორი
12 years ago

ისტორიული დღეა დღეს !!! :forza:

eric jagaryan
12 years ago

allsport-live.ru
აი ლინკი

Di Francesco # 1
12 years ago

livetv.ge მემგონი აქ არის, ნახეთ აბა

12 years ago

აჩვენებს ვინმე ამ თამაშს? ანუ ჩვენ რომ ვუყუროთ ისეთი ან ლინკი თუ იქნება რამე?

| Newsphere by AF themes.
13
0
Would love your thoughts, please comment.x