ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

იუვენტუსი – პარმა (წინასამატჩო)

სერია ა, ტური მე -2

დრო: კვირა, 11 სექტემბერი, 14:30 სთ (თბილისის დროით)

ადგილმდებარეობა: “იუვენტუს არენა”

ტურინის ” იუვენტუსისთვის ”  სერია ა-ს 2-ე ტურის მატჩი , ახალი ეპოქის დასაწყისი უნდა გახდეს . ყოველი შემთხვევისთვის , იტალიის 29 გზის ჩემპიონები ამ კუთხით უყურებენ შექმნილ სიტუაციას . სხვათაშორის სწორედ პარმამ დაანგრია ერთ ერთი ეპოქა , რომლის შექმნასაც ბიანკონერი 2010/11 სეზონში ცდილობდა ლუიჯი დელ ნერის ხელმძღვანელობით . მაშინ ტურინელებს 13 მატჩიანი წაუგებელი სერია ჰქონდათ , მაგრამ 2011 წლის 6 იანვარს გამართული დაპირისპირება კატასტროფული გამოდგა მათთვის . მატჩის დაწყებისთანავე უმძიმესი ტრავმა მიიღო გუნდის მთავარმა დამრტყმელმა ძალამ – ფაბიო კუალიარელამ , ხოლო შემდეგ ტურინულ იმედებს ცივი წყალი ბიანკონერის ექს ფეხბურთელებმა სებასტიან ჯიოვინკომ და რაფაელე პალადინომ გადაასხეს .

დღეისათვის სიტუაცია შეცვლილია . გუნდში ახალი ფეხბურთელები და ახალი მწვრთნელი მოვიდა , რომელმაც დელ ნერის 4-4-2 , გაცილებით აგრესიულ და შემტევ ტაქტიკად გარდაქმნა . თუ ადრე ტურინელებს სერიოზული საკადრო პრობლემები ჰქონდათ გარკვეულ პოზიციებზე , დღეისათვის ეს საკითხი დღის წესრიგში აღარ დგას , რადგან მაროტამ საკმაოდ ნაყოფიერი სატრანსფერო პოლიტიკა გაატარა , რის შედეგადაც გუნდში მოვიდნენ : ანდრეა პირლო , სტეფან ლიხტშტაინერი , ელჯერო ელია , ემანუელე ჯიაკერინი , მიკელე პაციენცა , არტურო ვიდალი , მარსელო ესტიგარიბია და მირკო ვუჩინიჩი .

ამ ეტაპზე საკმაოდ რთულია რაიმე კონკრეტულ მიზნებზე  საუბარი . გუნდი შენების პროცესშია და როგორც ანტონიო კონტე აცხადებს , მცირე დრო აუცილებლად დასჭირდება იმისთვის , რომ ფეხბურთელებმა ბოლომდე გაითავისონ მისი ტაქტიკური ჩანაფიქრები . მიუხედავად ამისა , გუნდს ამ რესურსით მინიმუმ ჩემპიონთა ლიგის ზონისთვის თამამად შეუძლია ბრძოლა . ანდრეა ანიელი , გუნდის პრეზიდენტი , ასევე ფრთხილობს და არ აკეთებს ხმაურიან განცხადებებს , თუმცა აშკარაა , რომ ტურინში ძალზედ წარმატებულ სეზონს ელიან ბებერი ქალბატონისგან . დამატებითი სტიმული კი რა თქმა უნდა  იქნება ახალი , სუპერ თანამედროვე არენა , რომელიც გუშინ ოფიციალურად გაიხსნა .

შედარებით მოკრძალებულია პარმას წლევანდელი ამბიციები . გუნდის მთავარი მწვრთნელი ფრანკო კოლომბა , მაქსიმალურად შეეცდება , რომ პარმას  მთელი სეზონის განმავლობაში არ მოუხდეს ვნებათაღელვა და ცხრილის ფსკერზე ყოფნა . კლუბისგან  გაცილებით მშვიდ სეზონს ელიან  .

სატრანსფერო ბაზარზე , ყველაზე დიდი თავისტკივილი გუნდს წინა ხაზში ჰქონდა გადასაჭრელი . მას შემდეგ რაც არენდით აყვანილი ამაური , ტურინში დაბრუნდა , გუნდმა სერჟიო ფლოკარი დაიმატა , რადგან ბრაზილო/ იტალიელის სახელფასო მოთხოვნილების დაკმაყოფილება , მოკრძალებულ კლუბს ამ ეტაპზე არ შეეძლო .

საინტერესო სტატისტიკა სუფევს ურთიერთ შეხვედრებში . პარმამ ბოლო სამ დაპირისპირებაში , მოგებით დაასრულა უკლებლივ ყველა . აღსანიშნავია , რომ აქედან ორი გასვლაზე ტურინში სტადიო ოლიმპიკოზე . თუმცა , ამ ჯერად ამის გაკეთება წარმოუდგენლად რთული იქნება , რადგან ბიანკონერი ახალ არენაზე ნამდვილად შეეცდება პირველი ოფიციალური შეხვედრის მოგებას .

რაც შეეხება დანაკარგებს . კონტეს განკარგულებაში არ იქნება ვინჩენცო იაკინტა , საეჭვოა ასევე მილოშ კრასიჩის , მირკო ვუჩინიჩისა და ალესანდრო მატრის ასპარეზობა . პარმას რიგებში კი მასიმო გობი , რაფაელე პალადინო , ხაიმე ვალდესი და დანილო პერეირა არ იასპარეზებენ .

მთავარი გმირი : ყურადღებით დააკვირდით სებასტიან ჯიოვინკოს . მან უკვე ორ დაპირისპირებაში მოახერხა ბიანკონერისთან თავის გამოჩენა და მაქსიმალურად ეცდება ეს კიდევ ერთხელ გააკეთოს . ფაქტია , რომ ჯიოვინკო ეცდება დაუმტკიცოს ყველას რას წარმოადგენს და თან ახალ არენაზე , ამის ჩინებული შანსი მიეცემა .

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

99 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
Giorgi kasrashvili
12 years ago

ბუფონი
ლიხშტაინერი-ბონუჩი-კიელინი-დეჩელიე
კრასიჩი-პირლო-ვიდალი-ელია
მატრი-ვუჩინიჩი

მაგრამ კრასიჩს და მატრის კარგად თუ არ აქვთ მოშუშებული ტრამვა, მაშინ, ელია დადგება კრასიჩის ნაცვლად და იქეთ მარკიზიო, წინ კი დელპო-ვუჩინიჩი იქნება…

ერთი ჯაკერინი და ტონი არ დააყენოს რა!!! :blin:

Giorgi kasrashvili
12 years ago

ასე ძლიერ არ დავლოდებივარ იუვეს თამაშს…

კარგი სტარტი გვინდა ბიჭებო…. :forza:

irina kurcxalidze
12 years ago

იუვე უეჩველი იგებს …………………. :forza: :forza: :forza:

Gela Skhirtladze
12 years ago

იუვეს ფეხბურთელებმა რომ იცოდნენ როგორ ველოდებით და რამდენად აჩქარებული გვაქვს პულსი მინიმუმ ყველამ თითო გოლი მაინც უნდა გაიტანოს :mrgreen: :mrgreen: :forza: :forza: უნდა მოიგოთ უეჭველი :forza: :forza: :forza: :forza:

Giorgi kasrashvili
12 years ago

ჩემთვის პარმა იუვეს დაპირისპირება საოცარი რამ არის…

აქეთ იუვე და ჩემი საყვარელი გუნდია, იქით სებასტიან ჯოვინკოოოო :chuvak:

lasha naxucrishvili
12 years ago

imedia karg sastavs daaayenebs konte

George Khubulava
12 years ago

GMG აჩვენებს ხო უეჭველი ? (არ მევასება რა კოპმში ყურება, მითუმეტეს არაბულ ან იტალიურ ენაზე)

BIANCO
12 years ago

au dzma xo ar ici marto gmg chartva tu sheidzleba da rogor? compshi martla dznelia yureba da tamashebis gamotovebac ar minda….

George Khubulava
12 years ago
Reply to  BIANCO

ტარელკა გაქ თუ კაბელური ? თუ ტარელკა მაშინ ვერ ჩართავ (ან ჩართავ მარა მაყუთის გადახდა მოგიწევს) და თუ კაბელური, მოსაძებნია პროსტა, თორე იქნება ისე (მე კაბელური მაქ).. და ახლა თუ ანტენა, მაშინ ვერაფერს იზამ ))

BIANCO
12 years ago

sakabelo rogor unda chavrto xom ar ici?

Del Piero 10+
12 years ago

12 nomeri rato aravis ar aq ?

12 years ago
Reply to  Del Piero 10+

Eg maningers ar qonda???

12 years ago

დღეს ერთ რამეს არ ვაპატიებ კონტეს, ვიდალის სკამზე დასმას

Di Francesco # 1
12 years ago
Reply to 

მარკიზიოს?

Giorgi kasrashvili
12 years ago

აუ ესე მგონია ფინალი იწყებათქო… :love:

როდის მოვა 3ის ნახევარი რა…

ჯიემჯიზე არის თუ იცით???

12 years ago

ki aris da imedia is matxovari bavSvi ar gaitans

Di Francesco # 1
12 years ago

calcion.eu/live9.htm
ნახეთ გახსნის გამეურებაა და მერე თამაშიც იქნება

lasha naxucrishvili
12 years ago

ლინკები არ დადოთ არაა საჭირო ყურება :D

LasHa janelidze
12 years ago

jiemji ar maqvs da rogor?

LasHa janelidze
12 years ago

ბიჭებო საყურებელი ლინკები დაიდება ?

12 years ago

aucileblad. magram ise jiemjic achvenebs

Di Francesco # 1
12 years ago

—————————ჯიჯი——————————-

ლიხა————ბონუჩი————–კიელინი———დეჩEლიე—-

პეპე————-ვიდალი————–პირლო———-ელია——-

——————-მატრი———–მირკო———————–

12 years ago

mefe arturo aTamaSos raa.

NEDVEDA11..
12 years ago

po moemu

——–

——-ჯიჯი——-
ლიხტო —ბონუ—კიე-ჩელიე
——პირლო–ვიდალ(მარკიზიო)
კრასიჩი ————ელია—
—-ვუჩინიჩი—დელპო(მატრი)—

mishka berianidze
12 years ago

დღეს სახლში ვარ და თამაშსაც ვუყურებ ძალიან მიხარია რომ ამ დღეს ანუ იუვეს ოფიციალურ თამაშს სახლში ვხვდები ძალიან მაინტერესებს რა ტაქტიკით იასპარეზებს დღეს იუვე და ვინ ეყოლება ძირითადში ჩემი აზრით
მეკარე ბუფონი.
მცველები ლიხშტაინერი, კიელინი, ბონუჩი, დე ჩელიე.
ნახევარ მცველები ჯაკერინი, პირლო, მარკიზიო, ვიდალი.
თავდამსხმელები დელ პიერო, ვუჩინიჩი.

NEDVEDA11..
12 years ago

ჯიაკერინის სასტარტოში და ვიდალ-მარკიზიოს, ორივეს მოედანზე გამოვრიცხავ )

| Newsphere by AF themes.
99
0
Would love your thoughts, please comment.x