იუვენტუსი – პარმა (წინასამატჩო)
სერია ა, ტური მე -2
დრო: კვირა, 11 სექტემბერი, 14:30 სთ (თბილისის დროით)
ადგილმდებარეობა: “იუვენტუს არენა”
ტურინის ” იუვენტუსისთვის ” სერია ა-ს 2-ე ტურის მატჩი , ახალი ეპოქის დასაწყისი უნდა გახდეს . ყოველი შემთხვევისთვის , იტალიის 29 გზის ჩემპიონები ამ კუთხით უყურებენ შექმნილ სიტუაციას . სხვათაშორის სწორედ პარმამ დაანგრია ერთ ერთი ეპოქა , რომლის შექმნასაც ბიანკონერი 2010/11 სეზონში ცდილობდა ლუიჯი დელ ნერის ხელმძღვანელობით . მაშინ ტურინელებს 13 მატჩიანი წაუგებელი სერია ჰქონდათ , მაგრამ 2011 წლის 6 იანვარს გამართული დაპირისპირება კატასტროფული გამოდგა მათთვის . მატჩის დაწყებისთანავე უმძიმესი ტრავმა მიიღო გუნდის მთავარმა დამრტყმელმა ძალამ – ფაბიო კუალიარელამ , ხოლო შემდეგ ტურინულ იმედებს ცივი წყალი ბიანკონერის ექს ფეხბურთელებმა სებასტიან ჯიოვინკომ და რაფაელე პალადინომ გადაასხეს .
დღეისათვის სიტუაცია შეცვლილია . გუნდში ახალი ფეხბურთელები და ახალი მწვრთნელი მოვიდა , რომელმაც დელ ნერის 4-4-2 , გაცილებით აგრესიულ და შემტევ ტაქტიკად გარდაქმნა . თუ ადრე ტურინელებს სერიოზული საკადრო პრობლემები ჰქონდათ გარკვეულ პოზიციებზე , დღეისათვის ეს საკითხი დღის წესრიგში აღარ დგას , რადგან მაროტამ საკმაოდ ნაყოფიერი სატრანსფერო პოლიტიკა გაატარა , რის შედეგადაც გუნდში მოვიდნენ : ანდრეა პირლო , სტეფან ლიხტშტაინერი , ელჯერო ელია , ემანუელე ჯიაკერინი , მიკელე პაციენცა , არტურო ვიდალი , მარსელო ესტიგარიბია და მირკო ვუჩინიჩი .
ამ ეტაპზე საკმაოდ რთულია რაიმე კონკრეტულ მიზნებზე საუბარი . გუნდი შენების პროცესშია და როგორც ანტონიო კონტე აცხადებს , მცირე დრო აუცილებლად დასჭირდება იმისთვის , რომ ფეხბურთელებმა ბოლომდე გაითავისონ მისი ტაქტიკური ჩანაფიქრები . მიუხედავად ამისა , გუნდს ამ რესურსით მინიმუმ ჩემპიონთა ლიგის ზონისთვის თამამად შეუძლია ბრძოლა . ანდრეა ანიელი , გუნდის პრეზიდენტი , ასევე ფრთხილობს და არ აკეთებს ხმაურიან განცხადებებს , თუმცა აშკარაა , რომ ტურინში ძალზედ წარმატებულ სეზონს ელიან ბებერი ქალბატონისგან . დამატებითი სტიმული კი რა თქმა უნდა იქნება ახალი , სუპერ თანამედროვე არენა , რომელიც გუშინ ოფიციალურად გაიხსნა .
შედარებით მოკრძალებულია პარმას წლევანდელი ამბიციები . გუნდის მთავარი მწვრთნელი ფრანკო კოლომბა , მაქსიმალურად შეეცდება , რომ პარმას მთელი სეზონის განმავლობაში არ მოუხდეს ვნებათაღელვა და ცხრილის ფსკერზე ყოფნა . კლუბისგან გაცილებით მშვიდ სეზონს ელიან .
სატრანსფერო ბაზარზე , ყველაზე დიდი თავისტკივილი გუნდს წინა ხაზში ჰქონდა გადასაჭრელი . მას შემდეგ რაც არენდით აყვანილი ამაური , ტურინში დაბრუნდა , გუნდმა სერჟიო ფლოკარი დაიმატა , რადგან ბრაზილო/ იტალიელის სახელფასო მოთხოვნილების დაკმაყოფილება , მოკრძალებულ კლუბს ამ ეტაპზე არ შეეძლო .
საინტერესო სტატისტიკა სუფევს ურთიერთ შეხვედრებში . პარმამ ბოლო სამ დაპირისპირებაში , მოგებით დაასრულა უკლებლივ ყველა . აღსანიშნავია , რომ აქედან ორი გასვლაზე ტურინში სტადიო ოლიმპიკოზე . თუმცა , ამ ჯერად ამის გაკეთება წარმოუდგენლად რთული იქნება , რადგან ბიანკონერი ახალ არენაზე ნამდვილად შეეცდება პირველი ოფიციალური შეხვედრის მოგებას .
რაც შეეხება დანაკარგებს . კონტეს განკარგულებაში არ იქნება ვინჩენცო იაკინტა , საეჭვოა ასევე მილოშ კრასიჩის , მირკო ვუჩინიჩისა და ალესანდრო მატრის ასპარეზობა . პარმას რიგებში კი მასიმო გობი , რაფაელე პალადინო , ხაიმე ვალდესი და დანილო პერეირა არ იასპარეზებენ .
მთავარი გმირი : ყურადღებით დააკვირდით სებასტიან ჯიოვინკოს . მან უკვე ორ დაპირისპირებაში მოახერხა ბიანკონერისთან თავის გამოჩენა და მაქსიმალურად ეცდება ეს კიდევ ერთხელ გააკეთოს . ფაქტია , რომ ჯიოვინკო ეცდება დაუმტკიცოს ყველას რას წარმოადგენს და თან ახალ არენაზე , ამის ჩინებული შანსი მიეცემა .
ლინკები დაიდება რა თქმა უნდა.. ყოველთვის იდება ხოლმე )))
მადლობა :)
გამორჯობათ, დღეს თამაშის ლინკს აქ დადებთ თუ სხვაგან უნდა მოვძებნოთ ლაივი? მადლობა წინასწარ
Dges Chveni Dgea!!!
სტადიონის გახსნის ცერემონიას სად ვუყურო? კაცურად მითხარით რა
მე დავბრუნდი…..


როგორა ხართ ბრატანი???
დღეს ვძუყნით არა პარმას…
Zmebo sayurebeli linkebi xo daideba saitze?
ჯერ მოიგოს და მერე ჰოპა დავიძახოთ,წინასწარ კომენტარების წერა არ ღირს 3-0 მოვიგებთ და 2-0 მოვიგებთ ასე შემდეგ.მთავარია გუნდმა მოიგოს!
მატჩი დაიწყება თუ არა ბურთი უნდა უკონტროლონ !!!

ლოგიკურად თუ ვიმსჯელებთ 2-0 3-0 უნდა მოუგოთ !!!
აქ როგორც ვატყობ ბევრი პატარა შემოდის… არ მომეწონა ჯოვინკოზე აგდებულად რომ საუბრობთ, მშვენივრად თამაშობს ბიჭი ! არ უნდა გაეშვა იუვეს , მაგრამ რას ვიზამთ …
ვიგებთ 3 ბურთის სხვაობით

ველოდები იუვე პარმას… როდის დაიწყებაა!!
რომ არ მოიგოს იუვემ… რაც ფორმები მაქ გამოვიტან და დავწვავ ერთიანად ყველას!!! 
ესტიგარიბია და კვალიარელა რატო არარიან განაცხადში არიციით?
ვაახ ბიჭოს რა მჭირს რაა.. ვერცერთ თამაშს ვერ ვუყურებ მუღამით.. რო ვიცი რო ხვალ იუვენტუსმა უნდა ითამაშოს სულ იმაზე ვფიქრობ.
აუ ბაიერნმა გადაურბინა ფრაიბურგს გომესმა 4 გაისროლა ეხლა ჩვენი ჯერია იმედია წელს სერიოზულად ვართ მომზადებული რომ სტარტი კარგად დავიწყოთ თორემ 4 ტურის მერე ძალიან გვეძაბება ტურები და მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ და რაც შეიძლება მეტი ქულა დავაგროვოთ სულ მცირე მეორე ადგილისთვის უნდა ვიბრძოლოთ.
ყველას თავიზი აზრი და ხედვა აქვს ფეხბურთელში, ასე რომ აღარ ვაპირებ კამათის გაგრძელებას, მაგრამ როცა იტალიის ფანი ხარ, სებას ცუდი კიარა, კარგი უნდა უსურვო, რადგან იტალიის ნაკრებია, როცა მილანის, ინტერის, იუვესა და სხვა დანარჩენი კლუბების ფანებს გვაერთიანებს, იუვეს წინააღმდეგ დე როსისაც ვაგინებ აწი აკვილანისაც ნესტას, მონტოლივოსა და ყველას, მაგრამ ნაკრებში ყველა ჩვენიანია~~~~~~~~~~~
სებასთვის ცუდი არაფერი მისურვებია, გმერთმა ქნას რო იტალიას მსოფლიო მოაგებიოს. მე უბრალოდ იმას ვამბობ რასაც ვხედავ. დღესდღეობით კი იმას ვხედავ რო სებაში გამორჩეული არაფერია
kii dzmao didi pegburtelebic acileben maraaa ravii rom yopiliyoo magii iuves donis iqneboda aq dan didi enac aqvs da magitomac…
7uP
ნაკრების წამყვანი ფეხბურთელი იტალიის ნაკრებს არასოდეს ყოლია… ყოველთვის გუნდური თამაშით ვიგებდით
(თუ ხვდებით კარგია, თუ არადა აგიხსნით რას ნიშნავს გუნდური მოგება, რა დატვირთვა აქვს ამ სიტყვას)
მთელი თამაში პირლოდან არ მიდის ?
მე არ მიგულისხმია წამყვან ფეხბურთელში მარადონა ან ვინმე ვინც ადგება, მთელ გუნდს მოატყუებს და გოლს გაიტანს. გამორჩეული ფეხბურთელებიტ იტალიის ნაკრები ყოველთვის იყო დატვირტულო, მაგრამ ჯოვინკოს მე ვერ გამოვარჩევ
ვნახავთ სად წავა ჯოვინკო და სად არა ) შარშანდელი ჰამბურგი პარმაზე გაცილებით ძლიერი იყო. ჯაკერინის რაც შეეხება ვერაფერს ვიტყვი, ჯოვინკო ჯობია ალბათ მაგრამ, ყველაფერთან ერთად, პატივისცემაც გასათვალისწინებელია, რაც ჯოვინკოს არ გააჩნია იუვეს მიმართ.
ჯოვინკოს ნაკრების წამყვანი ფიგურა არასდროს არ გახდება, სკამზე შეიძლება დაჯDეს მაგრამ თამაშს არასდროს არ წაიყვანს. ეგ რო ისეთი ძლიერი ფეხბურთელი იყოს როგორც თქვენ აღწერთ, წესიერ გუნდში ითამაშებდა და არა პარმაში ))
ჩემი აზრი ესაა და კატასტროფულად წინააღმდეგი ვარ იმისა რო ჯოვინკომ წაიყვანოს გინდ ნაკრების და გინდ იუვეს თამაში … არც ამის კლასი ეყოფა, არც ამის გამოცდილება აქვს და არ ამის მრავალფეროვნება რო ეგ შეძლოს
bibobib
italia vs brazilia
რობერტო ბაჯოს აცილებული…
დიდი ფეხბურთელებიც აცილებენ პენალტს!!!
juventus vs udineze 9 ნოემბერი
დელპიეროს დაბადების დღე და დელპიერო აცილებს პენალტს, მაგრამ 4-1 მოვიგეთ…
_shakson_
1. გაიხარე რომ სებას აფასებ, აქ იციან მე სება როგორ მიყვარს
2. ახალი ინფორმაცია თუ რამე იქნება ჩვენ უკეთესი მწერლები გვყავს და მათ არ გამოეპარებათ არაფერი
3. ელიას მეიმედება მაგრად… ელია-კრასიჩი ფლანგებზე და პირლო-ვიდალი ცენტრში, დაცვამ არ აურიოს და სკუდეტოზეც შეიძლება ფიქრი
4. ვიცი რომ სეზონს არ ჩავაგდებთ
5. კონტეს 2 წელი უნდა მისცენ… წელს ლიგის საგზური, გაისად სკუდეტო…
ჯიოვინკო ძალიან კარგად მახსოვს ჩელსისთან შეხვედრაში ლიგაზე ტიპი იმენა შეუჩერებელი იყო რა…! 3 გოლი გაგვიტანა წელს და არცეთი არ აგნიშნა, მართლა უყვარს სებას იუვე და მაგის გამო ვგულშემატკივრობ პარმას. მართლა კაი ბიჭია და არ უნდა დაგვეკარგა. მართალს ამბობ, რომ იძახი 2 წელი უნდა მისცენო კონტეს. ეგ მინიმუმ 2 წელი უნდა მისცენ და დააყენებს იუვეს ფეხზე! ისე დეშამი რომ არ წასულიყო ასე არ იქნებოდა ჩვენი საქმე, მაგრამ დეშამს ჩემპიონები უნდოდა და მათ მაგივრად საშუალო დონის იგროკები მოიყვანეს და ვიმკით ახლა მაგის საფასურს…!
ise martloa ra xdeba jovnkoze mivyidet parmas tuu isev arendit aris?
getanxmebi )
axla daweren ro jovinkos ar mica JUVEm shansio
tu magarii iyo jovinko ratom ver gaqacha iuveshii aa? zenittan penali vin aacila imxelaze daarta rom chitii moklaaa cashii :D ar aris magii iuves donis magii aris palermos donis da parmas donis..delpieroo roca axalagzrda iyo da magis xnis daje magazee umcrosii bajoo amoagdoo sastavidan imitom rom dzaan magrad tamashobdaaa 18 clis mesim 27 clis juli amogdoo sastavidan taan dzaan magarii iyo barsashii mara mesii uproo magarii iyoo..ase rom seba aris jmiaa raaa :D da magan rac iuveze ilaparake ar vici tu storia an an tyvilia mara amis mere iuveshii agarc unda atamashon
7uP
პარმააა და მაგიტომ ქაჩავს პარმასო წავიკითხე შენი კომენტარი ჯოვინკოზე, ეხლა მე გკითხავ…
ელია რომ იყო ჰამბურგში და ჯაკერი ჩეზენაში ქაჩავდნენ???
რას ერჩით სებას ვერ გავიგე. ხე დელნერის ტაქტიკის დედა ვატირე დიეგო-ჯოვინკო არ იმსახურებდნენ შანს? განსაკუთრებით დიეგო, ომ მოიშორეს უცებ!!!
სება ევროპაზეც იქნება და მსოფლიოზეც… ასე რომ შეეშვით მის ლანძღვას დავკარგეთ ჩვენ, მაგრამ ნაკრებიც ჩვენია!!!
რა პარმას ქაჩავს 17–16 ადგილი ჩამპიონატში თ გაქაჩვაა არ ვიცოდი :)))
george
მართალი ხარ ჯიგარო…! ჯიოვინკო მაგარი ფეხბურთელია და დამიჯერეთ ბევრჯერ ვინანებთ და გვანანებს მის “გაგდებას” გუნდიდან..! მე 2003 წლის ლიგის ფინალიდან ვგულშემატკივრობ იუვეს და გული მტკივა, რომ ასეთ იუვეს ვხედავ ახლა…! დიდი იმედი მაქვს კონტესი დდა ვნახოთ რა იქნება…
ხო მართლა რუსულ საიტევზე წავიკითხე იუვე ითხოვს ინტერის ლიგიდან გამოთიშვასო და მოიგო სასამართლო პროცეციო და რა ხდება ხო არ იცით…?
პარმასთვის ზადაჩა აის ადგილის შენარჩუნება და ჯოვინკო ეხლა 4-5 თვეში მეტს ვერ იზამდა… ინტერს და იუვეს მოუგეს… იუვეს ჰეთრიკი შეუსრულა და მეტი ეხლა რა ექნა რო?
ვნახავთ სად წავა ჯოვინკო და სად არა ) შარშანდელი ჰამბურგი პარმაზე გაცილებით ძლიერი იყო. ჯაკერინის რაც შეეხება ვერაფერს ვიტყვი, ჯოვინკო ჯობია ალბათ მაგრამ, ყველაფერთან ერთად, პატივისცემაც გასათვალისწინებელია, რაც ჯოვინკოს არ გააჩნია იუვეს მიმართ.
ჯოვინკოს ნაკრების წამყვანი ფიგურა არასდროს არ გახდება, სკამზე შეიძლება დაჯDეს მაგრამ თამაშს არასდროს არ წაიყვანს. ეგ რო ისეთი ძლიერი ფეხბურთელი იყოს როგორც თქვენ აღწერთ, წესიერ გუნდში ითამაშებდა და არა პარმაში ))