ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მაროტა : “ზამთარში სატრანსფერო ბაზარზე მუშაობა გაგრძელდება”

ტურინის “იუვენტუსის” სპორტულმა დირექტორმა, ჯუზეპე მაროტამ დაადასტურა, რომ ბებერი ქალბატონი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში აქტიურ მუშაობას განაგრძობს.ზაფხულში ბიანკონერებმა ბევრი რამ შეცვალეს, მოაწყვეს ახალი სტადიონის გახსნის დაუვიწყარი ცერემონია და გუნდის მთავარ მწვრთნელად ანტონიო კონტე დანიშნეს.

“ჩვენი კარი ყველასთვის ღიაა და ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში მუშაობას განვაგრძობთ.ამ მომენტისთვის გუნდის მთავარი მწვრთნელი შემადგენლობის შეფასებას ახდენს.ზაფხულში გავიფორმეთ ფეხბურთელები, რომლებმაც კლუბი სერიოზულად გააძლიერეს, მაგალითად პირლო, ვიდალი, ვუჩინიჩი, ელია და სხვები.დაბალანსებული შემადგენლობა გვყავს, რადგან გუნდში არცერთი ფეხბურთელი არ ითვლება ძირითადი შემადგენლობის უეჭველ წევრად. “

ამაურიმ ზაფხულში სხვა კლუბში გადასვლაზე უარი განაცხადა, გუნდის გეგმებში კი იტალო/ბრაზილიელი არ შედის : “ზაფხულის პირველ დღეებში ამაურის შევატყობინეთ, რომ გუნდის სამომავლო გეგმებში არ შედიოდა.სხვადასხვა გუნდებში წასვლის შანსი ფეხბურთელს ჰქონდა, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო უარი განაცხადა.მისთვის ცნობილია, რომ მთავარი მწვრთნელი გათვლას სხვა ფეხბურთელებზე აკეთებს.”

რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ახალი სტადიონის გახსნის ცერემონიაზე გუნდის ლეგენდა, პაველ ნედვედი არ იმყოფებოდა : “პაველი ჩვენს გუნდში ტექნიკური დირექტორია და იგი იუვენტუსში დიდ როლს ასრულებს.ნედვედი დიდი ფეხბურთელი იყო, ოქროს ბურთის მფლობელი და საოცარი პროფესიონალი.ის არ იმყოფებოდა ცერემონიაზე იმიტომ, რომ მშობლიურ ქალაქში სახლს ესტუმრა, ეს მისთვის მნიშვნელოვანია.” – ციტირებს მაროტას სიტყვებს Football Italia.

წყარო : Football Italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

36 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
Di Francesco # 1
12 years ago

ამ ივეს შეუძლია გაიტანოს 1-ით მეტი ვიდრე მოწინააღმდეგე გაიტანს
მთავარი დაცვა რო შეტევაა ეს ყველამკარგად იცის და იუვეს რო იტალიაში საუკეთესო თავდასხმა ყავს ესეც ვიცით

12 years ago

ფაქტიურად ერთადერთი შეტევა ქონდა პარმას ნორმალური და ისიც პენალტით დასრულდა…

12 years ago
Reply to 

რაღაც არამგონია საუკეთესო შეტევა ჩვენ გვყავდეს, მილანს ნუ დაივიწყებთ: იბრა, პატო, რობინიო, კასანო…

marchisio8
12 years ago
Reply to 

ცენტრი არავის ყავს ჩვენზე მაგარი ;)

Di Francesco # 1
12 years ago

კონტე რო დიდ მნიშვნელობას აქცევს ბურთის კონტროლს ეს გუშონაც გამოჩნდა განსაკუთრებით დასაწყისში, ამიტო მოწუნააღმდეგეს შეტევის ცოტა შანსი ეძლევაა, მე ვფიქრობ რო ამიტო არ გააძლიერა კონტემ დაცვა, ბარძალი უკან რჩებოდა და ფაქტიურად 2 ჯერ დავინახე, კიელინი კიდე შეტევებშიც ერთვებოდა
თქვენ გგონიათ ბარსას უკეთესი დაცვა ყავს? ბებერი პუიოლი ხისთავიანი პიკე, აბიდალი და ალვეში რომელიც ფაქტიურად თავდამსხმელია და დაცვაში უსაქმურობს
იუვე იმ თამაშს ითამაშებს სადაც მეკარე და დაცვას დიდი სამუშაო არ ექნება თუ ექნება და მშვენიერი დაცვა გვYავს, მთავარია ჯიჯი კარგ ფორმაში იყოს

12 years ago

ზოგადად ყველა გუნდი თამაშობს იმ თამაშს, რასაც მოწინააღმდეგე გუნდი ათამაშებს… პარმასთან კი აკონტროლა ბურთი, მაგრამ იგივე ბარსასთან არ მიცემენ მაგის საშუალებას…
PS. როგორც წესი, სერია ა-ს იგებს ის გუნდი ვინც ყველაზე ცოტას უშვებს… იტალიური ფეხბურთი დაცვით გამოირჩევა ყოველთვის…

BIANCO
12 years ago

au chemi ra bednierebaa juves 1 adgilas rom vxedav, inters kide 14ze :lool :lool: :lool: :

12 years ago
Reply to  BIANCO

მე-14 რა გითხრა, მაგრამ იმედია ჩვენზე მაღლა ვეღარ ავლენ მომდევნო წლები და არა ტურები… :-)))

BESO BARAMIA
12 years ago

კიდევ ერთხელ ყველას ვულოცავ ფეერიულ გამარჯვებას პარმასთან!!

ტრანსფერებს რაც შეეხება, ვფიქრობ დაცვის ხაზის გაძლიერება არის საჭირო, სხვა რგოლები დაბალენსებულია, ერთია მხოლოდ , რომ მონტოლივოს შეძენას მივესალმებოდი ნახევარდაცვის ხაზსში-დაცვა კი ცალსახად გასაძლიერებელია 2 ტოპ-იგროკით;
რაც შეეხება პეპეს-აშკარად კარგი იყო მთელი თამაში და მის დარჩენას მივესალმები, ჯაკერინისთვის პირველი ტური იყო და მჯერა ეს ბიჭი მოუმატებს, მოუთმენლად ველოდები ელიასა და ესტეგარიბიას დებიუტს -ისე კი ვიდალი არის გენიალური შენაძენი პლიუს სუპერ-პირლო; მეტი მოეთხოვება კრასიჩს, მომაბეზრებელია ეს ერთფეროვნება….უნდა დააჩეინჯოს სტილი…
მარად და ყველგან ფორცა იუვეე!!

12 years ago

სერია ა-ში დაცვა ყველაზე მთავარი კომპონენტია და ის საუბარი, რომ ბარსას სტილი უნდა ითამაშოს იუვემ გადამეტებული მგონია…
აი ჩვენი დაცვა: მოტა, ლიხშტაინერი, ბარძალი, ბონუჩი, კიელინი, სორენსენი, დეჩელიე, გროსო.
აი ინტერის დაცვა: კორდობა, ძანეტი, სამუელი, ლუსიო, მაიკონი, რანოკია, კივუ, ნაგამოტო, ახალგაზრდები: კალდიროლა, ფარაონი, ბიანკეტი, ჯონათანი.
აი მილანის დაცვა: ტიავო, ტიაგო სილვა, ნესტა, ძამბროტა, აბატე, მექსესი, ბონერა, იეპესი, ანტონინი. + დაცის თამაშისას ისეთი ფეხის მძრობი ხალხი როგორიცაა გატუზო და ვან ბომელი.

ასე რომ დაცვას მიხედე ხვედელიძე დაცვას :-)))

Di Francesco # 1
12 years ago

გუშინ ფაქტიურად დაცვას საქმე არ ქონია, იგივე იქნება თამაშების 70%ში
აიტო მე დარწმუნებული ვარ რო გროსო ითამაშებს და საინტერესო იქნება როგორ ითამაშებს კარგ გუნდში, მემგონი შარშან ვინ როგორ ითამაშა მაგის მიხედვით ფეხბურთელის შეფასება არ ღირს, მოტაც კარგი ზამენა იქნება და ბონუჩისაც მალე სასტავშიც ვნახავთ

12 years ago

უნაკლო არაა არავინ… ერთი ტურით ნუ განსაზღვრავ უნაკლობას… მარცხენა მცველი ვინ გვყავს გუნდში? დე ჩელიე და წითელი აქვს… უნდა ათამაშოს ეხლა ან გროსო ან სხვა რგოლიდან ვინმე, ანუ ნახევარდაცვიდან, ან კიელინი გადაიყვანოს ფლანგზე და სხვა რგოლში მოისაკლისოს… კაი ცენტრალური მცველიც საჭიროა და მარცხენა ფლანგელიც.ლიხშატაინერის შემცვლელი მოტაა.. ტრავმისგან არავინაა დაზღვეული ან წითელი ბარათისგან, მითუმეტეს იტალიაში…

Di Francesco # 1
12 years ago

მე მგონია რო კონტემ ორივეს შანსი მიცა რაც ჯაკერინიმ ვერ გამოიყენა ამიტო, ელიას ვიხილავთ მეორე თამაშში, პეპე კიდე მემგონი იმსახურებს თამაშს და ასეც იქნება 1 ტამი პეპე ითამაშებს მეორე კრასიჩი
კიდე რო დააწყეთ გეგმები ვინ უნდა იყიდოს იუვემ, ყიდვა და გუნდის ყოველ 6 თვეში განახლება კარგს არაფერს არ მოუტანს გუნდს, მე იუვეში სუსტ წერტილს ვერ ვხედავ და კაი იქნება თუ ეს შემადგენლობა ჩაამთავრებს სეზონს, მერე თუ ვინმე გამოიკვეთა რო სუსტია გაძლიერებაზე ლიგისთვის უნდა ვიFიქროდ

vaxo turqadze
12 years ago

კიდევ გავიმეორებ რომ შაქირი მინდა იუვეშიი და იმედია ელამი მაროტა კიდევ ერთხელ გამოიხედავს სწორად :D…კარგი იყო ასევე ბალაჟ ჯუჯაკიც,მაგრამ მაგან ფული ანაცვალა კარიერას და გაიქცა რუსეთში,დაცვაში გვინდა კიდევ ერთი კაცი ზამენაზე,მაგ:ბოკეტი,ან ანდრეოლი,იყო მაგათზე ლაპარაკი და მაგიტო და ასევე ნახევარდაცვაში მე პირადად მონტოლივოს ვემხრობი(პოლი აგვახიეს და აკვი კიდევ ყველამ იცით,ჩვენი გაზრდილი ნოჩერინოც მილანმა წაიყვანა:( ),მე მგონი მეტი არავინ გვინდა,თუ მაინცდამაინც მარცხენა მცველი,ოღონდ ისე რომ დე ჩელიე ძირითადში დარჩეს :D

12 years ago

bero-juve10 ვინც უნდა ის დააყენოს, მთავარია მარცხენა ფლანგი არ ჩააგდოს… პეპემ მიუხედავად იმისა, რომ გოლი გაიტანა გუშინ, მე ვთვლი რომ გაუმართლა, პასი უნდა დაებრუნებინა დელ პიეროზე, ეგეთი დარტყმები იშვიათად გადის, ფეხში გაუძვრა მცველს უბრალოდ და ეგ იყო (მაგრამ პასი საერთოდ არ იცის)… ჩემი აზრით ამ ფორმაციის იუვეში პეპეს ადგილი უფრო სათადარიგოზეა, უბრალოდ კონტე ძირითად აქცენტს იტალიელებზე აკეთებს და ამიტომ უწევს თამაში იგივე ჯაკერინის და თუნდაც პეპეს… სწორედ ეგ იყო მიზეზი ციგლერის გაშვების და დე ჩელიეს იმედზე დარჩენის, ისევე როგორც ბონუჩის არ გაუკეტეს გზა და დიეგო ლუგანო არ მოიყვანეს ცენტრში… მე მიხარია, იუვე ყოველთვის იყო იტალიის ნაკრების ძირითადი ბირთვი და ეგ… Read more »

mamuka iosava
12 years ago
Reply to 

პეპეს და ჯაკერინის ძირიტადში ყოფნა დროებითია…უბრალოდ ელიამ ჩემპიონატი გამოიცვალა და ეგრევე ძირიტადი ზედმეტი მოუვიდოდა, ჯაკერინი სერია აში გამოცდილია, კრასიჩს სანაკრებო ტრავმა გადმოყვა ასე რომ ეგენი მალე გადაინაცვლებენ სათადარიგოზე….ნაკრების ხალხი კი ისედაც ძირიტადში იქნება: ბუფონი, მარკიზიო, პირლო, ბონუჩი, დე ჩელიესაც მალე დაუძახებენ ნაკრებში

12 years ago
Reply to  mamuka iosava

არ ვიცი შემდგომში რას იზამენ, პეპე ჯანდაბას, მაგრამ ჯაკერინი და პაციენცა ნამდვილად არ არიან ამ იუვეს ძირითადის ფეხბურთელები ჩემი აზრით და მითუმეტეს ეხლანდელი გადმოსახედიდან…
ისე თავის დროზე, გროსო რომ ლიპიმ ნაკრებში ფლანგზე დააყენა, პირველი თამაში ჩემპიონატზე ჩააგდო და მაშინ თქვა ლიპიმ, გროსოს რა დაემართა არ ვიცი, მაგარი ფეხბურთელიაო და მასე აგიხდა ყველაფერი მერე რაც ქნა იმ ჩემპიონატზე გროსომ :-)

12 years ago

ახალ სტადიონზე 19-ივე თამაში უნდა მოვიგოთ და გასვლაზე 9-10 თამაში სუსტ გუნდებთან მაინც და სკუდეტო ჩვენია…
არადა არაა გამორიცხული რომ იუვენტუს არენაზე მართლა ყველა მოვიგოთ… მართლა არ ვთვლი მე ეხლა რომ შემადგენლობით ვინმე ჩვენზე ძლიერია, უბრალოდ ჩვენზე მეტად არიან შეთამაშებულნი ძველი გუნდები და ეგაა…

12 years ago

უფრო პეპეს დააყენებს დაცვაში!

NEDVEDA11..
12 years ago

რაც შეეხება სიენასთან თამაშს, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, დიდი ანგარიშით თუ მოვიგებთ.

+ დე ჩელიეს მაგივრად მინდა ვიდალი დააყენოს დაცვაში.
1) მიზეზი, ის რომ გროსოს თამაში ბოლოს როდის ვნახეთ შეიძლება გვახსოვდეს , მარა დირკაა + უთამაშებელი
2) არ მინდა კიელინი კრაიზე.. ძლივს მგონი იპოვა კონტემ ბარძალი-კიეს ცენტრი და ძალიან კარგად გამოიყურებოდნენ
3) ვიდალი ისეთი მებრძოლია, დარწმუნებული ვარ არ გაუჭირდება :juvee:

12 years ago
Reply to  NEDVEDA11..

მაგას ვამბობდი სწორედ, რომ ციგლერი იმიტომ არ უნდა გაეშვა, რომ მარცხენა ფლანგი სხვა რგოლის ხარჯზე არ გვქონდეს შესავსები…ვიდალი სადაც არის იქაც მშვენიერია… მე მაინც მგონია, რომ ელიას ათამაშებს მთელ ფლანგზე, ან გროსოს… და შეიძლება საერთოდ ჯაკერინი დაწიოს… კონტე რაღაცას ეძებს და რას არ ვიცი…

mishka berianidze
12 years ago
Reply to  NEDVEDA11..

მე კი ვფიქრობ რომ პეპე უფრო გამოადგება ამ შემთხვევაში კრაიზე როგორც ერთ დროს ძამბროტა ყავდა ანჩელოტის იუვეში თან ორივე ერთი სტილის მოთამაშეები არიან.

12 years ago

სიენა – იუვე 18.09.2011 (17:00)
იუვე – ბოილონია 21.09.11 (22.45)
კატანია – იუვე 25.09.11 (17:00)
იუვე – მილანი 02.10.2011 (22:45)
მილანამდე 12 ქულით უნდა მივიდეთ
:forza:

NEDVEDA11..
12 years ago
Reply to 

მილანისშემდეგ 15 და მერე გაგვაჩერონ :forza:

12 years ago

ცხრილი ჩასასწორებელია და ატალანტამ სერია ა დაიწყო მინუს 6 ქულით და ფრე ითამაშა და ეხლა მინუს 5 ქულა აქვს…
ინტერს დროულად დაუწერეთ ნული ქულა და დააქვეითეთ… :-))))))

NEDVEDA11..
12 years ago
Reply to 

4-3 წააგო ))

სულ ესე წაეგოს ინტერს და ზედ მილანი მიჰყვეს )

ფორცა

12 years ago

ინტერი რა სერიოზული გუნდია ნაეეთ??? :lool:

12 years ago

ინტერი :lool:

lasha naxucrishvili
12 years ago

:lool:

snuff-juve
12 years ago

ეე რა უაზრო წითელი ბარათი მივიღეთ რა უეჭველი ორივეს გატანა ეწერა მსაჯს და იმიტო დანიშნა :lool: :lool: :lool:

david alkhanishvili
12 years ago

:forza:

Di Francesco # 1
12 years ago

მემგონი გროსოს ათამაშებს და საინტერესო იქნება მაგის გამოცდა კაი გუნდში როგორ ითამაშებს, არ გამოვრიცხავ რო პეპესავით გაგვაკვირვოს

khurtso
12 years ago

ტორესი დაითრიონ იქნებ

lasha naxucrishvili
12 years ago

გროსოს ვაფშე ფეხბურთი დაავიწყეს კაროჩე რა არც სავარჯიშოდ ყავდათ ხოლმე ციგლერი წავიდა გაახსენდათ გროსოს არსებობა წინა წელსაც გამქრალი იყო ზაფხულში :lool: სასაცილოა ნამდვილად

lasha naxucrishvili
12 years ago

აუ ციგლერი რატო გაუშვეს ტო

| Newsphere by AF themes.
36
0
Would love your thoughts, please comment.x