ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

სერია A – ს მეორე ტური : სტატისტიკა ციფრებში

გთავაზობთ სერია A – ს მეორე ტურის სტატისტიკას ციფრებში.

ანტონიო კონტეს პირველი ოფიციალური მატჩი მწვრთნელის რანგში, აქამდე იტალიელმა სპეციალისტმა ბებერი ქალბატონის მაისურით 419 მატჩი ჩაატარა.

ბიანკონერების პირველი ოფიციალური მატჩი ახალ სტადიონზე.

პირველი ოფიციალური მატჩი შტეფან ლიხშტაინერისთვის, ანდრეა პირლოსთვის, ემანუელე ჯაკერინისთვის ( სამივე ძირითადში ), არტურო ვიდალისთვის და მირკო ვუჩინიჩისთვის ( ორივე შეცვლაზე ).

შტეფან ლიხშტაინერისა და არტურო ვიდალის პირველი გოლები ტურინის “იუვენტუსის” მაისურით.

აქამდე “იუვენტუსი” სერია A – ს გახსნით მატჩში “პარმას” ერთხელ დაუპირისპირდა, 1990/91 სეზონში, ბიანკონერებმა 2-1 იმარჯვეს.

“იუვენტუსში” ასპარეზობისას პაოლო დე ჩელიეს პირველი წითელი ბარათი.

პირველი და მეორე შედეგიანი პასი “იუვენტუსში” ანდრეა პირლოს ანგარიშზეა.

შედეგიანი გამარჯვებით “იუვენტუსმა” სეზონი მხოლოდ სამჯერ ვერ დაიწყო.

ბიანკონერებმა “პარმასთან” ზედიზედ 3 მატჩი წააგეს.

3 მატჩია სებასტიან ჯოვინკოს “იუვენტუსის” კარში გოლი გააქვს ( 4 გოლი 3 მატჩში )

სიმონე პეპეს მეხუთე გოლი “იუვენტუსის” მაისურით სერია A – ში.

“პარმასთან” მატჩამდე 7 ტური გავიდა მას შემდეგ, რაც ბიანკონერების რიგებში ერთმა ფეხბურთელმა ორი შედეგიანი პასი ვერ გააკეთა. ( ბოლოს ფაბიო გროსომ “რომასთან”, 0-2 )

ზედიზედ 8 ტურია “იუვენტუსი” სერია A – ს მატჩებში გოლს უშვებს.

“პარმასთან” მატჩამდე 9 ტური გავიდა მას შემდეგ, რაც “იუვენტუსის” კარში გოლი გავიდა.

9 ტურია “იუვენტუსის” ფეხბურთელი მოედნიდან არ გაუგდიათ.

“პარმასთან” მატჩში ძირითად შემადგენლობაში 10 იტალიელი ფეხბურთელი იყო, ბოლოს ამგვარი შემთხვევა გასული სეზონის 36 – ე ტურში დაფიქსირდა.

სერია A – ში მეთერთმეტე გოლის გატანა შეძლო კლაუდიო მარკიზიომ.

გუშინდელ მატჩამდე 12 ტური გავიდა მას შემდეგ, რაც “იუვენტუსის” ფეხბურთელი მოედნიდან პირდაპირ წითელი ბარათით არ გაუგდიათ.

ჯანლუიჯი ბუფონის მე – 12 სეზონი ბებერ ქალბატონში.

ალესანდრო დელ პიეროს მე – 19 სეზონი ბებერ ქალბატონში.

31 ტური გავიდა იმ მატჩის შემდეგ, რაც “იუვენტუსმა” მატჩში სამ გოლზე მეტი გაიტანა.

პაოლო დე ჩელიეს მე – 80 მატჩი “იუვენტუსში”.

კლაუდიო მარკიზიოს 85 – ე შეხვედრა სერია A – ში.

მარკიზიოს 135 – ე მატჩი “იუვენტუსის” მაისურით.

150 ტური გავიდა მას შემდეგ, რაც “იუვენტუსმა” ბოლოს ულიდერა სერია A – ს.

ჯორჯო კიელინის 210 – ე ოფიციალური მატჩი “იუვენტუსის” მაისურით.

ალესანდრო დელ პიეროს 456 – ე ოფიციალური მატჩი სერია A – ში.

ალესანდრო დელ  პიეროს 678 – ე მატჩი “იუვენტუსის” მაისურით.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

4 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
vaxo turqadze
12 years ago

ყველაზე მაგარი საიტი გვაქვს და ამას ბევრი აღიარებს,გაიხარეთ…ერთი თხოვნა მაქვს,ყოველი ტურის თუ ოფიციალური თამაშის შემდეგ,მთავარზე იდოს იუვეს ფეხბურთელების სრული მონაგარი სეზონში გოლი პლიუს პასის სისტემით და რამდენი თამაში ჩაატარა,თუ მოხერხდება რა თქმა უნდა და სეზონის ბოლოს შევხედავთ ვინ რა ითამაშა…რომელიღაც საიტზე იდო ყველა ჩემპიონატის სტატისტიკა,ყველა ფეხბურთელის მონაცემები სეზონების მიხედვით,მაგრამ აღარ მახსოვს…ჩვენ კიდევ ჩვენი გვქონდეს…

snuff-juve
12 years ago

სგ ავტორ თუ მოახერხებ ყოველი თამაშის მერე დადე ესეთი სტატისტიკა :forza: :forza: :forza: :forza:

tsotne tsertsvadze
12 years ago

ისე არც დავკვირვებულვარ მართლა 10 იტალიელით რომ დავიწყეთ თამაში : )) ყველაზე მეტად ეს მესიამოვნა : )) :italy:

| Newsphere by AF themes.
4
0
Would love your thoughts, please comment.x