ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ვარჯიშის მიმოხილვა

ანტონიო კონტესთვის , წარმატების გარანტი  გახლავთ ,  მუხლჩაუხრელი და ინტენსიური  მუშაობა . ფეხბურთელები რაც შეიძლება მალე უნდა გამოვიდნენ ეიფორიიდან და მომავალ დაპირისპირებაზე მოახდინონ კონცენტრირება . შეგახსენებთ , კვირას ბიანკონერი ” სიენას ” შეხვდება , სერია ა-ს მესამე ტურის მატჩში . პარმაზე გამარჯვებით , იტალიის 29 გზის ჩემპიონმა ,  დიდი სიხარული მიანიჭა საკუთარ გულშემატკივარს , მაგრამ ანტონიო კონტეს კარგად ესმის , რომ ეს , სეზონის წინ დაწყებული საქმის , მხოლოდ პირველი ნაბიჯია . სწორედ ამიტომ , ფეხბურთელები უმალვე შეუდგნენ ინტენსიურ წვრთნებს : თავდაპირველად აქცენტი ბურთის კონტროლზე გაკეთდა , შემდეგ ფეხბურთელები ერთი საათის განმავლობაში სპრინტერულ გარბენებს ახორციელებდნენ . ბოლოს , იმისთვის რომ მოთამაშეები არ გადატვირთულიყვნენ ფსიქოლოგიურად და კუნთებიც შედარებით მოედუნებინათ , დაიყვნენ ორ ჯგუფად და ტესტ მატჩი გამართეს . დღევანდელ ვარჯიშს , კლუბის პრეზიდენტი ანდრეა ანიელი დაესწრო , თუმცა ის არ იყო ერთადერთი ვინც ვინოვოზე იმყოფებოდა . მასთან ერთად სამწვრთნელო სესიას ჯუზეპე მაროტა და ფაბიო პარატიჩიც ესწრებოდნენ .

წყარო : ტურინის იუვენტუსის ოფიციალური ვებ გვერდი

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

3 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
IDIOTEQUE
12 years ago

კიიი ეგ მასეა მაგრამ სიმართლე ვთქვათ ბარსელონა ჯობდა მილანს ყველანაირად :((

koba rostiashvili
12 years ago

დღეს ბარსას არანაირად არ უნდა მოეგო მილანისთვის და ეგრეც მოხდა.10.0 ქონდა მილანს მოგებაზე,რაამბავია მაგხელა კუში მილანია ბოლოსდაბოლოს სუ გაუბერეს ტოტალიზატორებმა.ეგ არის მილანის დაცინვა და მეტი არაფერი.მაგრად გაასწორა ტიაგო სილვას გოლმა რო შეუგდო,საღოლ მილანს.

sandro ivaneishvili
12 years ago

ai xo milania mara ise gamixarda patos burti rom g\megona del pierom gaitana კიდე მიარჭონ ერთი ორი და აღარ უნდა ილაპარაკონ ამ ბარსას ფანებმა და ნახონ რას ნიშნავს იტალიური გრანდი

| Newsphere by AF themes.
3
0
Would love your thoughts, please comment.x