ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

როდესაც გუნდიდან გიშვებენ და შენ არ მიდიხარ …

” როდესაც გუნდიდან გიშვებენ და შენ არ მიდიხარ ” – სწორედ ასეთი შემთხვევა იყო რიკარდო კარვალიო დე ოლივეირა ამაურისთან.  ” ბებერი ქალბატონის ” ხელმძღვანელობა ყველანაირად ცდილობდა იტალო-ბრაზილიელი კარგ გუნდში გაესხვისებინათ, მაგრამ თავად ამაურიმ უარი განაცხადა გადასვლაზე. ამის მიზეზი კი ის ხელფასია, რომელსაც კარვალიო “იუვენტუსის ” რიგებში ყოველ  წელიწადს იღებს. ეს ციფრები 4 მლნ ევრომდე ადის…

ანუ გამოდის, რომ ” ბიანკონერი ” 4 მილიონ ევროს წყალში ყრის, რადგან კონტემ პირდაპირ განუცხადა  ” იუვეს ” აწ უკვე 38-ე ნომერს, რომ იგი მის გეგმებში არ შედიოდა და რომ მას ტრიბუნაზე ჯდომა მოუწევდა, რაზეც როგორც ჩანს ამაური დათანხმდა. ეს სიტყვები ჯუზეპე მაროტამაც დაადასტურა. არადა კარვალიოს რამდენი კარგი შემოთავაზება ჰქონდა, ჯერ იყო და ” პალერმომ ” მიმართა მას წინადადებით, შემდეგ ” პარმა “,  ” მარსელი “,  ” გალათასარაი ” , მაგრამ ფულის გამო იტალიელმა ყველა წინადადება უარყო.

საიტზე ბევრი ამბობს, რომ ამაური უნდა წასულიყო, ბევრსაც ენანება ის 4 მილიონი, მაგრამ რეზერვში საკმაოდ კარგ ფეხბურთელად მიაჩნია, ზოგისაც ეცოდება და ამბობს, რომ მას ასე მკაცრად არ უნდა მოქცეოდნენ, ხოლო ძალიან ცოტა თუ მოიძებნება ისეთი ადამიანი, ვინც თვლის რომ ამაურის კიდევ ერთი შანსი უნდა მისცენ, მაგრამ არიან და თავის აზრს თამამად აფიქსირებენ.

მოდით ახლა იმ 5 ძირითად მიზეზებზე ვისაუბროთ, რატომ არ უნდა დარჩენილიყო ამაური გუნდში :

1. თავიდან, როდესაც ამაური მოვიდა გუნდში, მართლაც დიდ იმედებს ამყარებდნენ მასზე, მაგრამ შემდეგ ტრავმებმა დატანჯეს და თავის ფორმას ვერა და ვერ დაუბრუნდა.

2. ” ბიანკონერის ” ხელმძღვანელობა  2 წელი აძლევდა კარვალიოს ფორმაში ჩადგომის შანს, მაგრამ მან ვერადა ვერ გამოიყენა ეს შანსი. დელ ნერი და ფერარა რისკავდნენ და მას ძირითადში აყენებნენ – შედეგიც სახეზეა.

3. ” ბებერი ქალბატონის ” ტიფოზებს ამაური გუნდში ყოფნა აღიზიანებთ და ეს მათში ცუდ მუხტს იწვევს .

4. ტურინის ” იუვენტუსში” არ უნდა ირიცხებოდეს ისეთი ფეხბურთელი, რომელიც მხოლოდ ფულზე ფიქრობს  და მის  გამო იგი ყველაფერზე არის წამსვლელი.

5. ” იუვენტუსის ” ფეხბურთელმა არ უნდა გააკეთოს თავისი გუნდის შეურაცმყოფელი კომენტარები.

მარტო ეს 5 მიზეზი გვაძლევს იმის საბაბს, რომ ვთქვათ – ამაური ბებერი ქალბატონის რიგებში არ უნდა ირიცხებოდეს !

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

28 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
BESO BARAMIA
12 years ago

საკმაოდ მიეცა მას შანსი, რომელიც ვერ გამოიყენა, იმ მარტივი მიზეზით, რომ არა აქვს ამ იგროკს იუვეს კლასი-ფეხბურთელი, რომელიც ვერ მოერგება გუნდს და აძლევენ შანს გადავიდეს სხვა კლუბში თვითრეალიზაციისათვის და მხოლოდ მილიონების გამო ურჩად არ მიდის ცალსახად სხვანაირ მოპყრობას არ იმსახურებს;და ამ ფეხბურთელს ფეხბურთი უყვარს??-ნონსენსია ჩემის აზრით, მხოლოდ მატერიალური კეთილდღეობა და არანაირი პროფესიონალური მიდგომა; დელპიეროს ხელფასი შეუმცირეს და ვის?? გუნდის ლეგენდას და სხვა კომენტარი აბა რა უნდა ითქვას;მე ამაურის ალექს არ ვადარებ, მხოლოდ პიროვნულ დისპოზიციას ვუსვამ ხაზს; პოლემიკა იყო იუვეზე ცუდად ისაუბრაო თუ არაო, აბა ამდენ თანხას რატომ დათმობსო-ეს “ვუყვარვარ-არ ვუყვარვარ”-“რამაშკა ყვავილი” ხომ არ არის-ეს დიადი გუნდის რეპუტაცია და პიროვნული მეობის… Read more »

vaxo turqadze
12 years ago

ვერ ვხვდები რატომ ემხრობით ამაურის??? ,ჯერ ერთი რომ მან ვერცერთი შანსი ვერ გამოიყენა,მერე მეორე რომ უკვე ასაკოვანია,თან ძალიან ტლანქი და ნელი და მესამე,ფეხბურთელს როცა ეუბნებიან რომ არ გვჭირდები და წადი,ელემენტარული თავმოყვარეობა მაინც უნდა გაწუხებდეს და დაახვიო,მაგრამ კარვალიოს არც თავმოყვარეობა აწუხებს და არც ბურთის გორება აინტერესებს როგორც ჩანს,აი ესაა სიმართლე,სხვა მიზეზს ვერ ვხედავ მისი გუნდში დარჩენის….

12 years ago
Reply to  vaxo turqadze

3.8 მილიონის ტყუილად გადახდაც მაგრად ტეხავს ფეხბურთელზე…

12 years ago

ნამდვილად არ ვიცი რა ვთქვა ამ შემთხვევაში… ვერც იმას ვიტყვი, რომ ამაურისთვის იუვეს შანსი არ მიუცია მეთქი და სამწუხაროდ მან ვერ გამოიყენა, მაგრამ მეორე მომენტია ის, როდესაც დელ პიეროს 1 მილიონ ხელფასზე ევაჭრები (წინააღმდეგ შემთხვევაში ულტიმატუმს უყენებ და გუნდიდან წასვლაზე აფიქრებ), ამაურის 3.8 მილიონი აჩუქო და ტრიბუნაზე დასვა არასწორია, გამოიყენონ რამეში…
კარგია მკაცრი ხელი გუნდში, მაგრამ კონტე ძალიან ბევრ პირადი ხუშტურის და ხასიათის გადაწყვეტილებას იღებს…

IDIOTEQUE
12 years ago

არა უნდა დარჩეს ჯერრ…. შანსს იმსახურებს ნამდვილად

valeri tokhadze
12 years ago

არ მიცეთ ამას ხელფასი

Gio Darja
12 years ago

3,4 და 5 ვითომ მიზეზი სრული სიცრუე და იდიოტიზმია, მეტი არაფერი უბრალოდ..არანაირად არ მოქმედებს არც ამაურის ყოფნა იტალიელ ტიფოზებზე, არც ფულის გამწარებულია კარვალიო და არც იუვენტუსს აგინებს კიდე..

Tornike Iosava
12 years ago

ერთი ორი თამაში უნდა ითამაშოს ესე ფეხბურთელის გაგდება გუნდიდან ძალიან დიდი სისულელეა რა იცით იქნეებ და გამოდგეეს არავინ იცის ეგ და ვფიქრობ, რომ უნდა ითამაშოს ერთი ორი თამაში ზამენაზე მაინც უნდა გამოვიდეს : )

levani gordadze
12 years ago

გაათრიეთ ეს შეშა :achuu:

ilia koreli
12 years ago

5 მიზეზი იმისა თუ რათომ უნდა დარჩეს ამაური იუვეში:

1. მას უყვარს იუვე და არ მიდის გუნდიდან.
2. მას აქვს ამბიცია რომ ითამაშოს ძირითადში.
3. მასში გადახდილია დიდი თანხა და არ ღირს ერთი ხელის მოსმით გაშვება.
4. იგი არის მაღალი კლასის თავმდამსხმელი და მისი ყოფნა კონკურენციას ზრდის გუნდში.
5. არავინ იცის ვინ მალე წავა იუვედან, კონტე თუ ამაური.. ყველაფერი გუნდის თამაშებზე იქნება დამოკიდებული.

P.S. ამაურის რომ ფული სდომებოდა, დარწმუნებული ვარ ნახავდა გუნდს, რომელიც გადაუხდიდა 4 მილიონს.

Giorgi Xecuriani
12 years ago
Reply to  ilia koreli

გეთანხმები ))) მე ვფიქრობ რო შAნსი უნდა მიეცეს ))) მაღალი დონის თავდამსხმელია )))

saba lobjanidze
12 years ago

4 მილიონი მომცენ და მეც ფეხს არ მოვიცვლი მაქედან :D:D:D

lasha naxucrishvili
12 years ago

ფულის ღორი :lool:

12 years ago

ამას ტონიზე ნაკლები არ გაუკეტებია იუვეში მიცენ შანსი რა მოხდება??? გვაწყენს???

levani gordadze
12 years ago
Reply to 

ტონის რამდენი გოლიც აქვს გატანილი ამას არც დაესიზმრება :juvee:

Gio Darja
12 years ago

ნუ კარგი სტატიაა მაგრამ ამაურის იუვენტუსი უყვარს და ეს ფაქტია, არც უხეში კომენტარი მახსოვს და არც უთქვამს არაფერი, გულშემატკივრებს ნდობა თუ მისმა აგენტმა დაუწუნა მაგას ვერ გამოვეკიდებით, თავად ამაურის იუვეს მიმართ უხეში სიტყვები არასოდეს დამცდარა, ეს ფაქტია და რაც არ უნდა არ გვევასებოდეს ამაური ეგრეა )) ფაქტიურად Ciao ამაური, აწი შენ გუნდში არ დაბრუნდები დაა..

ფულზე გამწარებული არანაირად არაა ამაური, იუვეში თამაში უნდა უბრალოდ..

Dutch
ადმინისტრატორი
12 years ago

საბა ეს ყველაფერი ხო , მაგრამ ამაურის ცუდი კომენტარი არც მე მახსოვს იუვეზე და შემახსენე რა ერთი : )

Juventino17
12 years ago

არა და როგორ დაიწყო მართლა კარიერა იუვეში! ეგაა რა რაც კარგად იწყება ის ცუდად მთავრდება ხოლმე, ტიპი 3 გოლზე ნაკლებს არ იტანდა და მერე იმენად დაიკიდა ყველაფერი

irakli nikolaishvili
12 years ago

მაგარი თავხედია მაგრამ მაგასაც ვერ გაამტყუნებ წელიწადში 4 მილიონს ჯიბეში იდებს და ამგვარ 4 მილიონზე ვინ იტყვის უარს

khurtso
12 years ago

იუვეზე ცუდი რა იბაზრა მითხარით რა :D

12 years ago

5. ” იუვენტუსის ” ფეხბურთელმა არ უნდა გააკეთოს თავისი გუნდის შეურაცმყოფელი კომენტარები. რა თქვა?

12 years ago

კაი და რა არ თქვა :D :D :forza:

12 years ago

კარგია კარგი,მარტივად და გასაგებად წერია ყველაფერი :juvee:

| Newsphere by AF themes.
28
0
Would love your thoughts, please comment.x