ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

იუვენტუსი 4-1 პარმა ( ტაქტიკური ანალიზი )

გთავზობთ , ტურინის ” იუვენტუსსა ” და ” პარმას ” შორის გამართული მატჩის , ტაქტიკურ ანალიზს …

მანამ სანამ უშუალოდ ტაქტიკურ ჩანაფიქრებზე გადავიდოდეთ , აუცილებელია ავღნიშნოთ თუ რა შემადგენლობით დაიწყო კონტემ ასპარეზობა . მატჩის დაწყების წინ , სხვადასხვა სახის სავარაუდო შემადგენლობა სახელდებოდა . ამის მიზეზი კი რამდენიმე ფეხბურთელის არა სასურველ ფორმაში ყოფნა იყო . მაგალითად მილოშ კრასიჩმა სულ ეხლახანს მოიშუშა ტრავმა , რის გამოც კონტემ მარჯვენა ფლანგზე სიმონე პეპე დააყენა . საპირისპირო ფლანგზე კი ახლად შეძენილი ელჯერო ელიას ნაცვლად ემანუელე ჯიაკერინი . თავდასხმის ხაზში ვუჩინიჩის ხილვას ელოდნენ , მაგრამ მირკომ სანაკრებო ბატალიების დროს მცირე ტრავმა მიიღო , რის გამოც კონტემ მატრი – დელ პიეროს დუეტზე გააკეთა ფსონი . კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა კიდევ ერთი ვაკანტური პოზიციის მფლობელის სახელი . საქმე კიელინის მეწყიველას ეხება დაცვის ცენტრალურ ზონაში . ანტონიომ ლეონარდო ბონუჩი სათადარიგოთა სკამზე დატოვა , ხოლო მის ნაცვლად ანდრეა ბარძალი დააყენა და უნდა ითქვას , მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონმა აძურის რიგებში , იმედები სავსებით გაამართლა .

რაც შეეხება უშუალოდ ტაქტიკას : 4-4-2 ( 4-2-4 )  , პარმას თავკაციც  პრინციპში იგივე სქემით იწყებს ასპარეზობას 4-4-1-1

Тактический анализ игры с «Пармой»

Тактический анализ игры с «Пармой»

კოლომბის კონკრეტული სქემა , რა თქმა უნდა იუვენტუსის შესაჩერებლად იქნა შემუშავებული . მისი ჩანაფიქრის მიხედვით , ცენტრალურ ნახევარმცველებს მაქსიმალურად უნდა შეეშალათ ხელი ოპონენტებისთვის ბურთის თავისუფლად გადაადგილებაში , მაგრამ გეგმა განწირული იყო …  უბურთოთ მოქმედებაში პარმას ფეხბურთელები საკმაოდ ცუდად მოქმედებდნენ , ამას ემატებოდა მარკიზიოსი და განსაკუთრებით პირლოს არაჩვეულებრივი ასპარეზობა , რომელმაც თამამად უნდა ვთქვათ წელში გატეხა და გაანადგურა მეტოქე საკუთარი იდეალური გადაცემებით .

მარონესა და გალოპას ცენტრალური დუეტის ერთ ერთი მთავარი მინუსი ,  გახლავთ ის ფაქტი , რომ მათ არცერთხელ არ მოუწყვიათ ნორმალური შტურმი მეტოქის შუა ხაზელებზე( საუბარია პირლო – მარკიზიოს დუეტზე ) , მათ არც საკუთარი დაცვის დახმარებითაც მოუკლავთ მაინც და მაინც თავი .

თავის მხრივ , პარმას ნებისმიერი მცდელობა შეექმნა წინა ხაზში რაიმე ღირებული , ფაქტიურად განწირული იყო ჩანასახშივე . საოცარია ბურთის ფლობის პროცენტული მაჩვენებელი , რომელიც 61 % – ს აღწევს ბებერი ქალბატონის სასარგებლოდ . სერია ა-ს ლიგის ,  ტექნიკური ინფორმაციით კი , ბიანკონერის ფეხბურთელები , საერთო ჯამში 700 ჯერ შეეხნენ ბურთს . დამეთანხმებით ფანტასტიური ციფრია ანტონიო კონტეს პირველ ოფიციალურ მატჩშივე მწვრთნელის ამპლუაში .

კონკრეტული ციფრები , რეალურად ასახავს იმას , რომ იუვენტუსი მთელი შეხვედრის განმავლობაში დომინირებდა მეტოქეზე . თავის მხრივ პარმა , ორი გადაბმული პასის გაკეთებასც კი ვერ ახერხებდა , რომ ბუფონის საჯარიმოს მისდგომოდნენ 91 წუთამდე . ამისი მთავარი მიზეზი კი არის იუვენტუსის საკმაოდ ეფექტური ასპარეზობა დაცვით სქემაში . ბურთის დაკარგვის შემთხვევაში , ბიანკონერის ფეხბურთელები საკმაოდ აქტიურად და აგრესიულად გადიან მეტოქეზე და იძულებულს ხდიან მას ან მოიგერიოს ბურთი უმისამართოთ , ან უფრო უარესი , შეცდომა დაუშვან .

შემდეგ სურათზე ჩვენ ამ ყველაფერს მშვენივრად ვნახავთ . პეპე შეტევას ახორციელებს რუბინზე , რომელსაც მოდესტო აზღვევს . დააკვირდით ლიხშტაინერის პოზიციას , რომელიც მუდმივად ეხმარებოდა გუნდს ნებისმიერ სიტუაციაში .

Тактический анализ игры с «Пармой»

საბოლოო ჯამში პეპე კარგავს ბურთს , მაგრამ იუვენტუსი არ იხევს ამის გამო უკან , პირიქით , საკმაოდ სერიოზული პრესინგი ხორციელდება მოდესტოზე . ასევე დააკვირდით სად არის ჩამოსული კიელინი , რომელიც ჯიოვინკოს არ უშვებდა არეალიდან .

Тактический анализ игры с «Пармой»

Тактический анализ игры с «Пармой»

მოდესტო კი , იძულებულია გაგრძელება პელეზე იპოვნოს , რომელსაც ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევს ბარძალი .

Тактический анализ игры с «Пармой»

ანალოგიური სიტუაცია არის ასახული შემდეგ ვიდოზეც , სადაც მიუხედავად იმისა რომ დე ჩელიე კარგავს ბურთს , გუნდი არ აპირებს უკან წასვლას და კონკრეტულ მოთამაშეზე ახორციელებს ზეწოლას ( დააკვირდით როგორ აძლიერებენ პრესინგს პირლო და მარკიზიო მეტოქის შუა ხაზელებზე ) , რომ ბურთი უმალვე დაუბრუნდეს იუვენტუსს .

პრესინგი იზრდება , ისევე როგორც მთლიანი გუნდის სისწრაფე . სიტუაცია თუ იძლევა საშუალებას , ეს ყველაფერი მეტოქის საჯარიმოსთანაც მიღწევადია .

შემდეგ სლაიდზე კარგად ჩანს , თუ როგორ ავიწროვებს მარკიზიო , პარმას ცენტრალურ მცველ ლუკარელის , რომელმაც ბურთი საკუთარი მეკარისგან მიიღო . ლუკარელი იმის გამო , რომ მარკიზიოს პრესინგს დაუძვრეს ხელიდან , ბურთს აუტზე იგერიებს .

Тактический анализ игры с «Пармой»

Тактический анализ игры с «Пармой»

სხვათაშორის იუვენტუსის მესამე გოლი ანალოგიურ პრესინგს მოჰყვა . ვიდალმა თავად განახორციელა მეტოქის საჯარიმოს მისადგომებთან პრესინგი , ხოლო შემდეგ ვუჩინიჩის უხეირო დარტყმისას , თავადვე დაასრულა იერიში გატანილი გოლით .

სხვათაშორის ეს კონკრეტული ვიდერო რგოლი , კარგად ანახებს იმ ფაქტს , რომ გუნდი , ვუჩინიჩის და ვიდალის მოედანზე გამოსვლის  შემდეგ გადადის 4-3-3 ტაქტიკურ სქემაზე , მაგრამ მიუხედავად ამისა არ იცვლება თამაშის მთავარი იდეოლოგია .

კიდევ ერთი თვალში საცემი ფაქტი . გასულ სეზონთან შედარებით , როდესაც დაცვის ხაზში ხორციელდებოდა ზონური ასპარეზობის პრინციპი , დღეისათვის სიტუაცია სხვაგვარად გამოიყურება . შემდეგ სურათზე კარგად ჩანს , რომ დაცვის ხაზი იმ პოზიციაზე ინაცვლებს , სადაც მეტოქის ფორვარდები იმყოფებიან .

Тактический анализ игры с «Пармой»

Тактический анализ игры с «Пармой»

Тактический анализ игры с «Пармой»

დააკვირდით ამ ორ სურათს , სადაც დე ჩელიე და კიელინი საკმაოდ ახლოს დგანან ერთმანეთთან  , რადგან ამ ზონაში მეტოქის ფეხბურთელი იმყოფება . მიუხედავად იმისა , რომ ბარძალისა და კიელინის შორის ზონა საკმაოდ იზრდება , გუნდი მაინც მიდის ამ სვლაზე და უნდა ითქვას , რომ აღწევს წარმატებებსაც . სხვათაშორის ასეთ განლაგებაში , მაგალითად ჯიაკერინი უნდა გადაწეულიყო ფლანგზე და მეხუთე მცველის პოზიცია დაეკავებინა , მაგრამ რა თქმა უნდა ანტონიო კონტეს დავალებით იგი ინარჩუნებს პირვანდელ ადგილს და მზად არის ბურთის ჩაგდების შემთხვევაში სწრაფი და აგრესიული კონტრ შეტევისთვის .

ბოლო სურათზე კი ჩანს , რომ ლიხშტაინერი გაცილებით ყურადღებით აკვირდება მოდესტოს პოზიციას , ვიდრე ბარძალი ( ხედავთ თუ სად არის ჩაწეული ანდრეა ) . ახალი ტაქტიკური გათვლა , არის კიდევ ერთი უპირატესობის მომტანი შედარებით სუსტ კლუბებთან , მაშინ როდესაც გასულ სეზონში ტაქტიკური ჩანაფიქრები , ფაქტიურად კრახისთვის იყო განწირული . ეხლა კი როგორც იქნა , ფლანგელი მცველები აქტიურად მიიღებენ მონაწილეობას მეტოქის შეტევისას და პირდაპირ გავლენ მათზე სათამაშოდ , რითაც აიძულებენ მეტოქეს შეცვალონ შეტევის მიმართულება .

კარგით , ეს რაც შეეხებოდა დაცვით სქემას . მოდით შევხედოთ რა ხდებოდა ბურთის ფლობის ფაზაში .

აქ სიტუაცია ანდრეა პირლოსთვის , ძალიან კარგად გამოიყურებოდა . რადგან ტურინელები ცდილობდნენ ერთი შეხებით ასპარეზობას , რითაც პირლოს თავისუფალი სივრცე ეძლეოდა მანევრირებისთვის . ამასთან ერთად კონტე , ფლანგელ მცველებს ძალიან კარგად იყენებდა შეტევაში , რითაც იძულებულს ხდიდა მეტოქეს გარკვეული თავისუფალი სივრცეები გაეჩინა საკუთარ ნახევარზე . რაც შეეხება ვინგერებს , ისინი უკიდურეს ფლანგებზე იყვნენ განლაგებულნი , რითაც ორ ცენტრალურ ფორვარდს მოედანზე თავისუფლად გადაადგილების საშუალებას აძლევდნენ .

შემდეგ სლაიდებზე , რამდენიმე ასეთი სიტუაცია არის გამოტანილი . ლიხშტაინერი აკეთებს გადაცემას მარკიზიოზე , რომელიც თავის მხრივ ერთი შეხებით აგზავნის მატრიზე , ეს უკანასკნელი კი ბურთის მიმართულებით იწყებს მოძარობას , რითაც დელ პიეროს თავისუფალ სივრცეს უქმნის .

Тактический анализ игры с «Пармой»

Тактический анализ игры с «Пармой»

Тактический анализ игры с «Пармой»

ცენტრალური ნახევარმცველისთვის ერთი შეხებით ასპარეზობა , თავიდან აცილებს მას მეტოქის პრესინგს ( რომელიც კონკრეტულ შემთხვევაში პარმასგან არცთუ ისეთი სერიოზული იყო ) . შემდეგ ვიდოეზე ნათლად ჩანს ეს ყველაფერი , როდესაც პირლო ერთი შეხებით ასპარეზობს …

შედეგი :

ამ ეტაპზე , კონკრეტულ აბზაცში კარგი იქნება თუ ვისაუბრებთ იმ საკითხზე , რაც საჭიროებს კონტეს მხრიდან გაცილებით მეტ ყურადღებას . პეპეს გამოკლებით , დანარჩენი სამი შემტევი ფეხბურთელი ძალიან ცუდად გამოიყურებოდა . თუ ჯიაკერინის სიტუაცია შედარებით ნათელია ( აშკარად ნერვიულობდა პირველ ოფიციალურ მატჩში ) , დანარჩენი მოთამაშეებისგან ასეთი პასიურობა ცოტა არ იყოს და გასაკვირია . მაგალითად ალესანდრო მატრის მოუწევს , მთელი რეპერტუარის შესრულება , რომელიც ანტონიო კონტეს სქემაში მიენიჭა ფორვარდს .

შემდეგი ვიდეოდან კარგად ნახავთ ორ ეპიზოდს :  მატრის გასვლას მეტოქის კარებზე და ფორვარდისთვის დამახასიათებელ მოძრაობას მაშინ , როდესაც მეურვის გარეშეა . დანარჩენი ორი ეპიზორი კი პირიქით , აკნინებს მას როგორც მთავარ ფორვარდს კონტეს სქემაში  , რომელიც არა ეფექტურად კომბინირებს დელ პიეროსთან ერთად .

პარმასთან შედარებით , იუვენტუსს აქვს საშუალება როტაცია განახორციელოს წინა ხაზში . თუმცა, გუნდს მოუწევს ფიქრი იმაზე , თუ როგორ იასპარეზებს მაშინ როდესაც ანდრეა პირლოზე შედარებით სერიოზული პრესინგი განხორციელდება .

დაცვის ხაზში გადასვლა და უბურთოთ ასპარეზობა , კარგად უნდა იქნას გამოყენებული ისეთ გუნდებთან , რომლებიც პარმაზე უკეთესად მანევრირებენ .

კარგი სანახავი იქნება იუვენტუსი ისეთ გუნდთან , რომელიც მოედნის ცენტრში სამი ცენტრალური ნახევარმცველით იასპარეზებს . საინტერესო იქნება ნამდვილად კონტეს კონტრ გადაწყვეტილებები ასეთ სიტუაციაში , როდესაც მეტოქე რიცხობრივ უპირატესობაში იქნება . კიდევ რა თქმა უნდა ისეთ დროს , როდესაც ბიანკონერი კონტრ შეტევას განახორციელებს ხოლმე ისეთი მეტოქის წინააღმდეგ , რომელიც სწრაფად ჩადის დაცვაში .

ეხლა კი , უმჯობესი იქნება თუ დავტკბებით იმ იუვენტუსით , რომელმაც მართლაც რომ ევროპული ტოპ კლუბივით იასპარეზა საკუთარ , ახალ და სუპერ თანამედროვე არენაზე .

წყარო : uccellinodidelpiero.com

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

16 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
გიორგი ნაჭყებია

საღოლ დათკა კარგი იყო ;-)

12 years ago

როგორ მიყვარს ეს განყოფილება :D ჯიგრები ხართ!!!

giorgi tsotsoria
12 years ago

P.S

გილოცავთ ინტერის დიდებულ თამაშს

ეს ერთი და სხვა მრავალი ტრაბზონსპორები ლეხები და ომონიები მენახოს სან სიროდან გამარჯვებული წამოსული

giorgi tsotsoria
12 years ago

ნუ ისიც ვაღიაროთ როპარმას ძალიან სუსტი ნახევარდაცვა ყავდა მაგრამ ეს კონტეს როლს არ აკნინებს

მომავალში განაპირა იგროკებიც (ელია ესტიგარიბია)რო დაგვემატებიან მერე კიდე უფრო საინტერესო გახდება გუნდი

პირლო-მარკიზიოს ამოკეტვაზე გადასულ მეტოქეს ფლანგებიდან მოვჭიმავთ

12 years ago

როგორც ყოველთვის, კარგი ტაქტიკური ანალიზია დავით…

ერთი შეხებით თამაში ყოველთვის სარგებლის მომტანია და ბურთზე კონტროლს აორმაგებს… მეტოქეს ღლის და შედეგი მოაქვს… უბრალოდ შემსრულბლები ჭირდება მაღალი დონის…
ვნახოთ რა იქნება შემდეგში, დასაწყისი ისეთია მეტს რომ ვერ ვინატრებდით…ვერც ჩვენ და ვერც თავად კონტე…

BIANCO
12 years ago

საგოლ ავტორ მაგარი სტატიაა……

tsotne tsertsvadze
12 years ago

ეს პერსონალურმა დაცვამ პარმასთან გაამართლა მაგრამ ასეთი დაცვის დროს სივრცეები რჩება და სხვა უფრო მაღალი დონის გუნდთან ნამდვილად არ გამოვა, თან მათსავე ნახევარზე ფეხბურთელის დაკეტვა, თორემ შარშან რომ საჯარიმოს ხაზთან მოსულ ფეხბურთელს რომ არ აწუხებდნენ და ზონურად თამაშობდნენ საშინელება იყო.

აკაკი მეტრეველი

ვისიამოვნე რა, საღოლ დავით, უმაგრესი სტატიაა

Calexico
12 years ago

ნამდვილად არ მეგონა კონტე ასეთი განსწავლული .მეტოქის ნახევარზე პრესინგმა ნამდვილად გაამართლა, მაგიტომ გვქონდა ამხელა უპირატესობა ბურთის ფლობაში . ბოლოს დე ჩელიე რო არ დაპანიკებულიყო კარგი იქნებოდა . ეგეთ მომენტებში ჯობს რო მიუშვა მეტოქე ვიდრე 100 %-იანი პენალტი აიკიდო .
და კიდევ ძალიან მეცა თვალში საფარის მდგომარეობა რამე უნდა უშველონ .

12 years ago
Reply to  Calexico

ცერემონიის დროს გაფუჭდა და კააკეტებენ. ეხა რაც შეეხება მომდევნო მათჩს.
ყველანაირად უნდა შევუტიოთ. მეტოქის დაუფასებლობა არ შეიძლება. მიუხედავად იმისა რომ მე მგონია მაგათ ვიდალტუსი არაფერს დაუთმობს. მაინც სიფრთხილეა საჭირო პირლო რო ამოკეტონ ყველაზე მაგარი მეპასე მაგის მერე ვიდალი გვყავს და კონტემ აუცილებლად ის უნდა დააყენოს. მარკიზიოს შეტევითი მონაცემების მე არ მჯერა და მომკალით.

Vecchia_Signora
12 years ago
Reply to 

როგორ მოგკლათ? როგორ გირჩევნია?:twisted:

12 years ago

რას მერჩი?? :mrgreen: :oldman:

lasha tsasidze
12 years ago

madlona avtors kai iyo !!!!!!!!

12 years ago

:juvee:

12 years ago

ბრავო ავტორ მაგარი სტატიაა :up:

| Newsphere by AF themes.
16
0
Would love your thoughts, please comment.x