ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კონტე სასტარტო შემადგენლობის შეცვლას გეგმავს

“პარმასთან” ჩატარებული შესანიშნავი შეხვედრის შემდეგ ანტონიო კონტეს შეგირდები “სიენასთან”, გასვლითი დაპირისპირებისთვის ემზადებიან.შემდეგ 10 დღეში ტურინის “იუვენტუსს” 3 უმნიშვნელოვანესი მატჩი ელის, შესაბამისად “სიენას”, “ბოლონიასა” და “კატანიას” წინააღმდეგ.კვირის მატჩს ანტონიო კონტესთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, ამიტომ იტალიელი სპეციალისტი შეეცდება მოედანზე რაც შეიძლება ძლიერი თერთმეტეული გამოიყვანოს.სავარაუდოდ, ძირითად შემადგენლობაში გამოჩნდებიან ის ფეხბურთელები, რომლებიც “პარმასთან” შეცვლაზე შემოვიდნენ და კარგი შთაბეჭდილება დატოვეს.პირველ რიგში საქმე არტურო ვიდალს ეხება, რომელიც ემანუელე ჯიაკერინის შეცვლის, მირკო ვუჩინიჩი ალესანდრო დელ პიეროს ჩაანაცვლებს, მილოშ კრასიჩს კი სიმონე პეპეს ნაცვლად მოუწევს ასპარეზობა.დისკვალიფიცირებულ პაოლო დე ჩელიეს დუბლიურად ფაბიო გროსო ჰყავს, რომელიც კვირას სერია A – ს ახალ სეზონში სადებიუტო მატჩს ჩაატარებს.

20 thoughts on “კონტე სასტარტო შემადგენლობის შეცვლას გეგმავს

  1. კაროჩე ვიდალი მარცხნივ იდგება ნახევარდაცვაში. პახოდუ გროსოს დაეხმარება, ასევე აზრიანადაც შეუტევს.

  2. david_david

    საბა დებს ხოლმე თითქმის ყოველთვის და ეხლა ყველა ვიდეოს დამატების საჭიროება არ არის უბრალოდ ))

    ძალიან ძლიერი გუნდი გვყავს, კრასიჩი, ელია, პეპე, ესტიგარიბია, კვალიარელა იუუჰ :up:

    1. მაგარი კაცია რა,მილანი-იუვე 1/1 რომ მორჩა,იმ თამაშზე თავიდან თვალს სთხრიდა კრუდელი ზულიანის და იუვემ რომ გაათანაბრა თავში ურტყა ხელი ზულიანიმ :modee: :juventus:

  3. ოქრო

    კრასიჩი უთაო რატოა? სასტავში მინდა!!! ფორმაში შესული კრასიჩი მილიარდჯერ ჯობია პეპეს! ის კი არა ეხლაც ჯობია ფორმაში, რომ არ არის ;)

  4. არ ვიცი ექსპერიმენტებს დრო თუ არის მაგრამ ასე რო დააყენოს:
    ბუფონი
    ბონუჩი(სორენსენი)-ბარძალი-კიელინი
    ვიდალი მარკიზიო
    კრასიჩი პირლო ჯაკერინი
    ვუჩინიჩი-მატრი

  5. ბიჭებო,იქნებ ვინმემ კლაუდიო ზულიანის ვიდეოები დაყაროთ აქ,კრებული,მთელი საღამოა ვუYურებ და მაგის და კრუდელის ჩხუბზე ვერთობი,კლასიკაა და კარგია თუ საიტზე იქნება მუდმივად და დაემატება

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.