ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

სალასი : “ვიდალი პირლოსთვის იდეალური მეწყვილეა”

ტურინის “იუვენტუსის” ყოფილი ფორვარდი, მარსელო სალასი არტურო ვიდალის ბებერ ქალბატონში ტრანსფერით კმაყოფილია : “ვიდალის ტრანსფერი უდიდესი გაძლიერებაა, მისი ტექნიკისა და ფიზიკური მომზადების წყალობით არტუროს შეუძლია მოედნის ნებისმიერ წერტილში ითამაშოს.თანამედროვე ფეხბურთში რამოდენიმე პოზიციის მყარად ჩაკეტვა ძალიან მნიშვნელოვანია.ვთვლი, რომ ვიდალი პირლოსთვის იდეალური მეწყვილეა, ამ დუეტისგან ძალიან ბევრს ველი.ჩილელს შეუძლია ჩაშალოს მეტოქის შეტევები და რაც მთავარია, გახდეს გუნდის ლიდერი წინახაზში.”კონტე ? – მოხარული ვარ, რომ იგი იუვენტუსის მწვრთნელია.კონტე დიდი ჩემპიონია და პატივისცემას იმსახურებს.ვთვლი, რომ ანტონიოს მენტალიტეტი კლუბს საგრძნობლად გააძლიერებს.ვუსურვებ მას წარმატებებს და სირთულეების გარეშე ასპარეზობას, ბებერმა ქალბატონმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო.”

წყარო : Football Italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

3 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
12 years ago

ელხა მარკიზიოს რაც შეეხება – გასაგებია კონტე მასში თავის თავს ხედავს, იმასაც ხედავს რო კლაუდიო უნაკლოდ ერკვევა ტაკტიკურ ოპერაციებში, ტეხნიკასთანაც ძმაკაცობს, ტან ეს პირველი თამაში სადაც საუცხოოდ ითამაშა. მაგრამ მე მიმაჩნია რო ვიდალი არანაკლებ ერკვევა მაგ ყველა ასპეკტში, თამაშსაც არანაკლებ კითხულობს, და რაც შეეხება ართმევაზე თამაშს, ბადალი არ ყავს მთელს იუვენტუსში.

ასე რომ კიი მარკიზიო იუვენტინოა, მარკიზიო იტალიელია, მარკიზიოს ყველანი მიჩვეულები ვართ. მაგრამ თუ ვიდალი აჯობებს სწორედ ის ითამაშებს ცენტრში პირლოსთან ერთად.
ხოლო თუ მარკიმ შეძლო და აჯობა გეფიცებით თუ ხმა ამოვიღო, ოღონდ კონტემ ობიექტურად უნდა განსაჯოს მათი სესაძლებლობები და ისე უნდა დააყენოს ერთი ან მეორე.

12 years ago

სალასს ვეთანხმები!!! ვიდალი ცენტრის კაცია. ასევე მარცხნივ ნახევარდაცვაშიც არ იქნებოდა ურიგო ამდენი ხალხი რომ არ გვეყიდა მანდ.. სხვა პოზიციაზე მისი დაყენება ნიშნავს იმას რო პრაკტიკულად მის ნიჭს არ გამოვიყენებთ

Di Francesco # 1
12 years ago

წინახაზეის ლიდერ მირკო და კვალი იქნება ოირლოს და მარკიზიოს დახმარებით, ვიდალი მეც მაგრად მომწონს მარა არა მარკიზიოს მაგივრად

| Newsphere by AF themes.
3
0
Would love your thoughts, please comment.x