მოჯი: ” სიმართლე 27 სექტემბერს გაირკვევა “
ლუჩიანო მოჯის მიერ გუშინ გაკეთებულმა სენსაციურმა განცხადებამ მთელი იტალიის ყურადღება მიიპყრო. ცხადია, საქმე ისევ “კალჩოპიოლის” ეხება, მოჯი საკუთარი ღირსებისა და სიმართლისთვის ბრძოლას განაგრძობს: “ გუშინ საღამოს სატელეფონო ზარი ვიპოვეთ, რომელიც მთელ სასამართლო პროცესს თავდაყირა აყენებს. 27 სექტემბერს სიტყვით გამოვალ და ყველას დავუმტკიცებ, რომ ჩვენი მოწინააღმდეგეების ყოველი სიტყვა მტკნარი სიცრუეა. ეს ჩანაწერი ამტკიცებს, რომ მთელი “კალჩოპიოლის” პროცესი მხოლოდ “იუვეს” ჩაძირვისა და კიდევ ერთი კლუბის სასარგებლოდ მიმართული ფარსი იყო. ფეხბურთში ბევრი ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია, თუმცა მათი შემჩნევა რთულია. მე ყველაფერს მხოლოდ მაშინ ვეზიარე, რაც ყველა ჩანაწერს ყურადღებით მოვუსმინე. რთული ყოფილა იმის გარჩევა, თუ ვინაა შენი მეგობარი და ვინ მტერი , როგორც ჩანს, სულ ყურადღებით უნდა იყო. სამწუხაროდ, აქამდე არ ვიცოდი, მტრებთან როგორ უნდა მებრძოლა. “კალჩოპიოლი” ბუნდოვანი პროცესი იყო, თუმცა მალე ყველაფერს ნათლად დავინახავთ. “
ეეხ მოჯი მეც ვიცი რომ იუვენტუსის საწინააღმდეგო იყო ის რაც მოხდა.. შენც იცი.. და იმათმაც იციან ვისაც რაღაცას უმტკიცებ

ღმერთმა ქნას რომ მოჯიმ გაიტანოს თავისი
ოჰო მოჯი არ ხუმრობს:) რაგაც კარგი და სასარგებლო აქვს ჩაფიქრებული:)კარგია…
და მილანის ფანს მაინც და მაინც ამ სტატიაზე რატო დააწყდა ასე ძალიან ნერვები?:D რა დღეში ჩააგდეს გულშემატკივრები მაინც რა:))))))
მიდი მოჯი მიაწექი…
ნაპოლი მილანი 1x მგონია მაგრამ არ დავდე

სიენა იუვე 2 ელია შენგან გოლს ელიან
სგ სგ მილანს ფანს … სგ სგ
ჩარი სეს HD პასები დაიდოს რა
რავახართ ჩუვაკი ? )
გადავურჩი მაღალ სიცხეს : D
ვართ ხვალინდელი თამაშის მოლოდინში:Dსგ თუ გადაურჩი:D
რა სიცხეს გადაურჩი დათკა??? მე ვირუსი შემეყარა, სიცხეც მქონდა და ჩემ,და გასაკვირად ორ დღეში გადამიარა ყველაფერმა.
თუ სხვა რამე იგულისხმე
პრინც ბოატენგს მეფე არტური მოსვამს ერთ ადგილზე
არ დაფასებული ანდრეა პირლო დაადუმებს მილანს
ელია და კრასიჩი კი ფლანგებზე კყჩს აუშლის ძამბროტასა და აბატეს
ჩვენი ჯორჯო იბრას გაყინავს
კასანოს კი ბონუჩი აუღებს რევანშს…
ჯიჯის კარი კი მშრალად იქნება…
შეეშვით რატტის, არ აყვეთ მის ბლადაბლუდობას…
2 ოქტომბერს ვნახავთ ვინ რისი მაქნისია.
Dეჩელიე იყო პასი ომ გაუკეთა საოცარი კვალიარელას და სან სირო დაადუმა!!!
გუნს როგორ დასცინი როცა ბებერი ზეედორფით ქაჩავთ კიდევ…
მიგიფსით იბრაგიმოვიჩზე!!!!!!!!!!!!!
rattiii -> ხოო?
შენ ორი ოქტომბერი ძაან შორს ხო არ გგონია, ჯობია პრინცესა ბოატენგი მოაშუშოთ რო ბარზგალი გაგვიდირკოს ცეცხლოვანი მარცხენათი
და ეტყობა მაგრად ხარ გარკვეული ჩვენ რას ვიძახით არა? ყველაზე მაგარი სასტავი თუ არა ყველაზე მაგარი გუნდი გვყავს, ეგრე რო არ იყოს თქვენი ხალხი ჩვენთან არ გამოიქცეოდა ძმა და იუვე ბიზნეს მანქანა არ ყოფილა არასდროს, ამიტო დელ პიეროს არასდროს არ გავუშვებთ გუნდის გაახალგაზრდავების მიზნით :|
პირლო რომ სულ კასტილებით გამოიდეს მედანზე აკვილანიზე უკეთეს პასს მაინც გააკეთებს. ნოჩერინოს კიდე დააჩოქებს.

მიყვარს პროვოკაციული პოსტები
ხვალ ნაპოლიმ რო მილანი მიაძუკნოს რას ვიკაიფებ:D მაგრამ ჩვენ მილანის მოგება გვაწყობს
არა ისე ჰამშიკის სპრინტი გაასწორებს.
სიტისთან და ბარსასთან ნიჩია ამათი დამსახურება არაა ორივე გუნდი მოდუნდა და ამათმმაც გაურჭვეს . პირველი და ბოლო წუთის ფაქტორიც ამას ამტკიცებს.
2 მილანსსულ გიტლერ კაპუტს ვაძახებინებთ. არადა მე ინტერი რომ დავანგრიოთ ის უფრო გამიხარდება. მილანი არ მძულს იმათსავით.
ანდაც ორივეს 4-0 გავუდოთ ახია მათზე
რომამ უნდა წააგოს რომ გასპერინი დარჩეს ინტერში
თუ ასეთი მაგარი სასტავი გყავთ რატო ვერაფერს ვერ იგებთ ან ლიგაზე რა პონტში ვერ გადიხართ ყველა მაგარი გყავთ კაცმა რომ გკითხოთ . . . . . დე ხელიედან დაწყებული ბარზგალია თუ რაღაც მაგითი დამთავრებული:D F O R Z A – M I L A N
rattiii აქ რა სტატიაც წერია კარგათ წაიკითხე, ჯერ იქიდან დავიწყოთ რაც იუვეს გაუჩალიჩეს და მერე რა უნდა გითხრა ყოველ შემთხვევაში მილანს და ინტერს იუვესთან შეხვედრებზე ხმა არ გაქვთ ამოსაღები რაც არ უნდა კრიზისში იყოს იუვე სადაც გპოულობენ მილანელებს იქ უგებენ ასე რომ ჯერ ურთიერთ შეხვედრები გამოასწორეთ და მოგვიგეთ და მერე გვებლატავეთ
და ის მისტერ იქსი როგორ გყავთ??
მრავალი სკამი რომ აქვს გახეხილი ის დაიმატეთ:D იუვემ და ლივერმა რო ძალით მოიშორა და პირლო გაუშვით და ასევე იუვეს დაწუნებული ნოჩერინო აიყვანეთ
პირველ და ბოლო წუთზე გაგივარდათ და მაგრები ვართო?? :D შუაში რა ხდებოდა არ გიყურებია??? ნესტა რომ არა ვაი იქ რა მოხდებოდა:D
მილანის ფანს რო ფრე აკმაყოფილებს და ამ შედეგით უზომოდ ბედნიერია აი მაქ დაერხა მილანს
იმიტორო გუნდს კონცენტრაცია აკლდა შენც კარგად დაინახავდი რო ძლიერ გუნდებთან იგებდა თამაშებს მაშინაც კი როდესაც ახალ გადმოსული იყო სერია ბ დან გადამწყვეტი და პრინციპული თამაშის მოგება ყოველთვის შეუძლია იუვეს ვისც არ უნდა ეთამაშებოდეს და რა სასტავითაც არ უნდა ყავდეს მარა სუსტ გუნდებთან ფაქტიურად მოგებულ თამაშებში ვკარგავდით ქულებს(წინა სეზონში 2:0 ანგარიშიდან რამდენი 2:2 დამთავრებულა ასევე პირველი წრის ბოლო ტურში კიევოსთან 1:1 და ა შ)ეს იმიტო კიარ ხდებოდა რო იუვეს არ შეეძლო ამ გუნდების დამარცხება არამედ უყურადღებობის ბრალი იყო რაც მწვრთნელს უნდა გამოესწორებინა მარა ვერ მოახერხა.დღეს ახალი მწვრთნელია გუნდში და იმედია ეს პრობლემა მოიხსნება

snuff-juve
გაიხარე ძამიკო

ყველა იუვენტინო მიყვარს მეც ასევე…
რომას მოგება გვაწყობს…
ხვალ კი 5ზე ჩვენი 3 ქულა გვაქვს ასაღები და საღამოს ნაპოლს ვუქომაგოთ…
ნაპოლი Nიჩიაა უეჭველი და ლაციოც X
დღეს რომა უეჭველი ორიანია
მეც ეგრე მგონია და მიწერია უკვე უნდა მოიგოს რომამ
მეც გეტანხმებიი .. დიდი ხანია მაგათ არ მოუგიათ და სენსაციით უნდაა დაიწყონ წესით მოგება .. ამდენი წაგებების მერე
ეს კაცი სიმართლეს რომ ამბობს, მთელმა იტალიამ და არა მარტო იტალიამ იცის, მაგრამ საქმე ახლა ამაში არაა, მთავარია რამდენად აქვს დღეს მოჯის იმისი წონა და ავტორიტეტი, რომ გავლენა მოახდინოს ფედერაციის და სასამართლოს ფუნქციონერებზე და რამდენად აქვთ ნება იტალიური ფეხბურთის ბოსებს იმისა, რომ აღადგინონ სამართლიანობა, რომლის შედეგადაც თავისთავად მოხვდება მორატისაც, ბერლუსკონისაც (რომელიც ვითომ დაზარალდა კალჩოპოლის შედეგად) და კიდევ ბევრ სხვას…
პ.ს. George
პირველ რიგში მწერლებს მოვუხდი ბოდიშს და წინასწარვე გეტყვით, ტომ მართალია ამ სტატიას არ ეძღვნება ჩემი კომენტარი, მაგრამ რაღაც იუვესადმი სიყვარული მომაწვა და მინდა გაგიზიაროთ…
არ დავიწყებ იმაზე საუბარს თუ რატომ შევიყვარე იუვენტუსი, მე გეტყვით, თუ რატომ მიყვარს დღემდე იუვე თუნდაც ჩაგდებული და საზიზღარი სეზონების შემდეგაც, როცა ფეხბურთს კი არა ,,სვარკას” ვთავამოშბდით…
ათას ვიდეოს ვუყურე, უამრავი გოლი ვნახე, ვნახე ჩვენი ბიჭების სიხარული და მინდა იუვეს ფეხბურთელის მიმართ ჩემი სიყვარული გამოვხატო…
1.ჯიჯი ბუფონი
უზომოდ ეთგული პიროვნება როგორც მოედანზე, ისევე მოედნის გარეთ… თავდაბალი ადამიანი, რომელიც დაუფიქრებლად გაყვა გუნდს სერია-Bში. მე ბედნიერი ვარ რომ მსოფლიონ N1 მეკარე ჩემს გუნდში თამაშობს
2.სტორარი
დიდი მადლობა მას, რომ ჯიჯის არ ყოფნა გუნდს არ დაატყო
3.ჯორჯო კიელინი
ადამიანი გლადიატორი, ადამიანი გორილა, ლაციოსთან გატანილი გოლი ხომ ესე აღნიშნა ჩვენმა ჯორჯომ… კიდევ ერთი ნამდვილი იუვენტინოა
4.ლეონარდო ბონუჩი
შარშან მთელლმა გუნდმა ჩააგდო სეზონი და შესაბამისად მისი დარჩენით წელს ძალიან გავიხარე. ბონუჩი-კიელინის ტანდემი მინდა ამაგრებდეს იუვესა და იტალიის დაცვას. მე მისი მჯერა და წელს დადგება ისე, როგორც ძლიერ მცველს ეკადრება
5.ლიხშტაინერი
მასი 2-3 თამაში მქონდა ნანახი, ისიც დაუკვივებელი თვალით, მაგრამ როცა დარჯას კომენტარი წავიკითხე მის სიძლიერესთან დაკავშირებით, მერე დავუწყე დაკვირვება, და დღეს ვხვდები, რომ ძალიან ძლიერი შენაძენი გავაკეთეთ. ჩემი საყვარელი სტილიც ესაა, ძლიერი განაპირა მცველი და მეც გუნდში ესეთი მყავს…
6.პირლო
მასზე დიდ იმედებს ვამყარებდი თავიდავნე ასაკის მიუხედავად და გავიძახოდი რომ 2 სეზონი პირლო მაღალ დონეს გაქაჩავსთქო. ვერ ვიტყვი პილო მიყვარდათქო, მაგრამ პატივს ვცემდი იტალიის ნაკრების გამო, და არ მქონდა უფლება მყვარებოდა, რადგან მილანელი იყო, ჩემი მოწინააღმდეგე. დღეს ბედნიერი ვარ, რომ მისნაირი თითზე ჩამოსათვლელი ფეხბურთელი ჩემს გუნდშია
7.კლაუდიო მარკიზიო
მისი პიველივე დღიდან და მისი პირველივე თამაშიდან შევიყვარე კლაუდიო და მას ნამდვილი იუვენტინო ვუწოდე. დელპო-ჯიჯი-ჯორჯო-კლაუდიო ნამდვილი იუვენტინოები არიან!!! კლაუდიო ისევე დარჩება გუნდში ბოლომდე როგორც დელპო. ნამდვილი 8იანის მატარებელია ეს კაცი მომავალი კაპიტანო!!!
8.კრასიჩი
სამპდორიასთან მატჩში დავრწმუნდი, რომ კრასიჩი მაღალი დონის იყო, მისით მოვიხიბლე მაშინ, როცა მანჩეს ოლტრაფორდზე დუბლი შეუსრულა. მე მასში ეჭვი არც ეხლა მეპარება და მჯერა, რომ როგორც შარშან სტარტზე იყო მაღალ დონეზე ისევე კარგი სეზონი ექნება წელსაც!!!
9.პეპე
უზომოდ მშრომელი პეხბურთელი, თავმდაბალია, არ აქვს პრეტენზიები არ მათამაშებთ და წავალო. ის ხვდება და ხედავს მის ადგილს იუვეში. ხშირად მესმის აქ რომ უაზროდ დარბის და მერე რა რომ მშრომელიაო. მე პირადად მას სუპერ ზამენას ვეძახი.
10.ვიდალი
მართლაც მეფე არტურია!!! სწრაფი, ძლიერი, კარგი დარტყმა აქვს და მოედნის კარგი ხედვა. პილო-ვიდალი ფანტასტიკური ტანდემია. საოცარი შენაძენი!!!
11.კვალიარელა
უუუუუხ, რომ არა ტრამვა… მას უდინედან მოყოლებული ვქომაგობდი და სულ ვნატრობდი იუვეში… მჯერა მისი, მალე ფორმაში შევა და კიდევ უამრავი ლამაზი გოლით გაგვახაებს თავისი აღნიშვნებით: ,,მოდი აქ გავსრიალდეთ”
12.მატრი
ვერ წარმოვიდგენდი თუ კვალის ასე მალევე შეცვლიდა. მაგრად მიაყარა გოლები, ინტერთან მაგრად გამახარა და დღეს ჩემი საყვარელი ფეხბურთელი ჰქვია…
13.ბარძალი-მოტა-დეჩელიე-პაციენცა-ჯაკერინი-ტონი
იუვეს ფეხბურთელები ჰქვია…
14.ელია-ვუჩინიჩი-გარიბია-სორენსენი იუვეს წარმატების შემოქმედები უნდა გახდნენ…
და ბოლოს ალესანდრო დელპიერო

ადამიანი, რომლის მაისური 12წლის ასაკში ჩავიცვი, პირველი ფეხბურთის ფორმა იყო მისი… ნაკრებში ვხედავდი, მერე როცა გავერკვიე რომ კლუბებიც არსეობობდა დელპოს დავუწყე ძიება და მივაგენი იქ, სადაც დღეც ჩემი სული და გული დევს, მივაგენი იმ იუვეში, რომელიც ჩემი ცხოვრების ნაწილია. გუნდი, რომლის გამოც ბედნიერების თუ მწუხარების ცრემლი მდის. მე მჯერა მომავლის, მე მჯერა რომ ბებერი ქალბატონი დაბრუნდება… წარმატებები ბიჭებო, ჩვენ ბევბრჯერ გავიხარებთ და ვიამაყებთ იმით, ომ გუნდი არ მივატოვეთ და ვერთგულობთ!!!
მადლობა ყველას ვინც არ დაიზარებს და წაიკითხავს და გაიზიარებს ჩემს იუვესადმი სიყვარულსა და მონატრებას…
სგ ძმა კარგად გადმოეცი შენი იუვესადმი განწყობა იმიტო მიყვარს ყველა იუვენტინო

Nulla impossibile per questo Moggi.. (არაფერია შეუძლებელი როდესაც საქმე ეხება მოჯის) :-))
მიაღწევს ეს თავისას მე მჯერა
:D თუ მართალს ამბობს ხო კაი მარა მაინც მგონია რო ზედმეტს იღებს თავის თავზე :D
უეჭველი გუბაზ სანიკიძის აქციას უერთდება და მაგის იმედი აქვს
აუ კლიმაქსი დაეწყო ამას :(
უკვე ტვინი გადირკა ….
რა გინდა დავუსმევ წერტილსო თქვა.
იმედია ამის მოლოდინი გამართლდება. ეჰ ეს რო დაბრუნდეს მაგარი იქნება
აუ ეს დედას მოუკლავს მორატის

მიდი მოჯი!!!
ისევ შენ თუ დახურავ ას საქმეს!
მიდი
მგონი ბევრს დაენზრა, მიდი მოჯიიიი….. აჩვენე ვინ არის ნათლიმამა

მიდიიიი ლუჩიანო, ნაღდად აჩვენე ამ ქარაქუცებს–ვინ ვინაა!!!!!!!!!!
