ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

“სიენა” – “იუვენტუსი” ( პირდაპირი ტრანსლიაცია )

სერია A, ტური 3

დრო : კვირა, 18 სექტემბერი, 17:00 სთ ( თბილისის დროით )

ადგილმდებარეობა : “არტემიო ფრანკი”, სიენა ( 15 373 )

“სიენა”

  • სერია B – ს გასულ სეზონში, “არტემიო ფრანკიზე” “სიენამ” 45 გოლის გატანა შეძლო
  • ბოლო მატჩი ტასკანიელთა და ტურინელთა შორის ფრედ, 3-3 დასრულდა, 2009/10 სეზონში.
  • სერია A – ში დაბრუნება “სიენამ” ქულით აღნიშნა, 0-0 “კატანიასთან”
  • ბოლო 6 შეხვედრაში საკუთარ მოედანზე “სიენამ” “იუვენტუსს” მხოლოდ 1 გოლი გაუტანა

“იუვენტუსი”

  • “იუვენტუსმა” სერია A – ს პირველ ტურში “პარმა” საკუთარ მოედანზე 4-1 დაამარცხა.
  • ბოლო 12 შეხვედრიდან “სიენას” წინააღმდეგ ტურინელებმა ათში იმარჯვეს
  • გასულ სეზონში გასვლაზე ბიანკონერებმა მხოლოდ 14 გოლის გატანა შესძლეს
  • სტეფან ლიხშტაინერმა და არტურო ვიდალმა “პარმას” კარში სადებიუტო გოლები გაიტანეს.

სიახლეები მეტოქეთა ბანაკებიდან

“სიენა” – მასპინძლებს მცველი ანჯელა და ფორვარდი რეჯინალდო დააკლდებათ.

“იუვენტუსი” – “პარმას” წინააღმდეგ მიღებული წითელი ბარათის გამო პაოლო დე ჩელიე “სიენასთან” მატჩს გამოტოვებს.იაკინტა ტრავმირებულია.

წამყვანი ფიგურები

“სიენა” – წლების წინ გაეტანო დ’აგოსტინო იტალიის ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიული ფლეიმეიკერად ითვლებოდა, მაგრამ ტრავმებმა მას ხელი შეუშალეს.29 წლის ნახევარმცველი შეეცდება იმ გუნდის წინააღმდეგ კარგი თამაში აჩვენოს, რომელსაც ორი წლის წინ მისი შეძენა სურდა.

“იუვენტუსი” – ანდრეა პირლომ “პარმას” წინააღმდეგ შესანიშნავი მატჩი ჩაატარა.იტალიელმა ფანტაზისტამ აქტივში ორი საგოლე გადაცემა ჩაიწერა.”სიენასთან” მატჩში “ბიანკონერების” მთავარი “დირიჟორი” სწორედ “როსონერის” ყოფილი ნახევარმცველი იქნება.

სავარაუდო შემადგენლობები

“სიენა” ( 4-4-2 )

ბრკიჩი; ანჯელო, როსეტინი, ტერცი, დელ გროსო; მანინი, ბოლზონი, დ’აგოსტინო, ბრიენცა; კალაიო, გონსალესი

“იუვენტუსი” ( 4-4-2 )

ბუფონი; ლიხშტაინერი, ბარძალი, კიელინი, გროსო; კრასიჩი, მარკიზიო, პირლო, ელია; ვუჩინიჩი, მატრი

პროგნოზი

ბუნებრივია, “იუვენტუსი” ამ წყვილის უპირობო ფავორიტია. “ბებერი ქალბატონი” მეტოქის დამარცხებას ეცდება, მაგრამ მასპინძლები ყოფილი მწვრთნელის გუნდის წინააღმდეგ ბოლომდე იბრძოლებენ.

სავარაუდო შედეგი

სიენა” 1 – 2 “იუვენტუსი

ტვ – ტრანსლაციები

NTV + Football 17:00 სთ – პირდაპირი ტრანსლაცია

NTV + Football HD 17:00 სთ – პირდაპირი ტრანსლაცია

GMG +  სპორტ 2 17:00 სთ – პირდაპირი ტრანსლაცია


0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

565 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ოქრო ჩხიკვაძე

მილიონჯერ ვთქვი და კიდე ვიტყვი ორი ცენტრფორვარდი ერთად უაზრობაა. მატრი, ვუჩინიჩი, კუალიარელა და ტონი ერთად სარგებელს ვერ მოიტანს

NEDVEDA11..
13 years ago

ვუჩინიჩი / მატრი – კუალირელა
ჯიაკერინი – ელჯერო
პეპე – ვიდალი

13 years ago

ჯიოვინკო გაუშვეს და ჯაკერინი მოიყვანეს და პასკუატოც გაუშვეს. ფუ რაა იუვეა თუ სამდორია?? 27 წლის ჯაკერინი მოიყვანეს და პასკუატო გაუშვეს ბლიად

Giorgi kasrashvili
13 years ago
Reply to 

სებამ მე2 თამაშში მე2 გოლი შეაგდო

მაგარი მყავს ჯოვინკო :kiss:

Nachke
13 years ago

BaTuMski——-> შენ იპ -ს ბანი დაედება განმეორებითზე

khurtso
13 years ago

ვიდალმა სკამი ხეხოს , მარკიზის კაი იგროკობა არ გაიშვა ხელიდან საშუალო დონის ფეხბურთელია და ვისაც უნდა აუხსნი რო არანაირი ვარსკვლავი და კაი ფეხბურთელი არაა ნოჩერინოს დონისაა

13 years ago
Reply to  khurtso

ეგ რო ვთქვი მე , მითხრეს ფეხბურთი არ გესმის და ორი დღის გადმოსულ ვიდალს მარკიზიოს როგორ ამჯობინებო. შემადგენლობა კარგი გვყავს და წელსაც რომ ცუდად დამთავრდეს ყველაფერი . კონტეს ბრალი იქნება ამ იტალიელებს რომ გადაეკიდა

აკაკი მეტრეველი

ვაბშე ვერ ვუტევთ :no

david alkhanishvili
13 years ago

ფლანგები არ გვაქვს,ელია და კრასიჩი უნდათ

Giorgi kasrashvili
13 years ago

pavel nedved11

კიდევ ბერს გაიტანს ჩემი სება…

ამათმა კი ჯაკერინი ათამაშონ :lool:

lasha naxucrishvili
13 years ago

ესაა ძლიერ სასტავს დავაყენებო

khurtso
13 years ago

კაროჩე ვიდალი მეცოდება მარკიზიოზე ბევრად მაგარია მარა მარკიზიო კონტეს ევასება

saba tsertsvadze
13 years ago

ჭიაყელამ მეორე თამაშშიც გაიტანა. :D

13 years ago

მეორე ტაიმში თუ არ გამოსწორდა თამაში დაჟე შეიძლება წავაგოთ

mamuka iosava
13 years ago

სეუკიკინა რა ამ ჯაკერინის არადა აზრზე არააა…

DeLpO
13 years ago

ვუჩინიჩი გაათრიონ რაა ბლიინ !!!

და თამაშის ხარისხი საშინელია სამწუხაროდ. :\\\

lasha naxucrishvili
13 years ago

ბანძობააა

Giorgi kasrashvili
13 years ago

აუუუუუუუუუუუუუუ ყველგან გავიდა გოლი და მაინც და მაინც კატანიაში რატომ დავწერე გოლი რა :loool:

13 years ago

ბარძალი ჩაფლავდა და ერე გამოასწორა შEცდომა თორემ დაგვერხეოდა

Giorgi kasrashvili
13 years ago

საღოლ ანდრეა :up:

13 years ago

ვუჩინიჩი საერტოდ რატო ვიყიდეთ?? კაცს სეზონში 10 გოლის მეტი გატანილი არააქ არადა თავდამსხმელია. და თან კმაყოფილია თავისი შედეგით.
წინა წლის გადმოსახედიდან რაც მაგან რომაში მაზააა.ეჰჰ აგუერო

khurtso
13 years ago

არ ვიცი მარა კონტე რაღაც საოცრებებს აკეთებს :| რანაირი კამანდით იწყებს რა უბედურებაა დელ პიეროს ვუჩინიჩით ცვლილებას ჯიაკერინი ელიათი შეეცვალა და ვუჩი მერე შემოაყვანა

13 years ago

ფლანფი არის ნოლი თორე4მ უკვე გოლების წვიმა გვექნებოდა გატანილი… ელიააააააააააა აი ვინ გვინდა პირველ რიგში…

Giorgi kasrashvili
13 years ago

დელპიერო იყოს ეხლა მირკოს ნაცვლად უკეთესია

NEDVEDA11..
13 years ago

და მატრი რამეს აკეთებს?

NEDVEDA11..
13 years ago

მატრი- კუალიარელა
ჯიაკერინი – ელია
პეპე-ვიდალი

და მოვიგებთ :loool:

13 years ago

არა რაა მეორე ტაიმში ქვალიარელა ვიჩინიჩის ნაცვლად ელია-ჯაკერინის ნაცვლად და კრასიჩი/ვიდალი პეპეს ნაცვლად და გავხევთ სიენას შუაზე

13 years ago

უდინეზე ფიორენტინას ანგრევს და ჩვენ სიენას ვერ გავუტანეთ ბლიად

| Newsphere by AF themes.
565
0
Would love your thoughts, please comment.x