ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

“სიენა” – “იუვენტუსი” ( პირდაპირი ტრანსლიაცია )

სერია A, ტური 3

დრო : კვირა, 18 სექტემბერი, 17:00 სთ ( თბილისის დროით )

ადგილმდებარეობა : “არტემიო ფრანკი”, სიენა ( 15 373 )

“სიენა”

  • სერია B – ს გასულ სეზონში, “არტემიო ფრანკიზე” “სიენამ” 45 გოლის გატანა შეძლო
  • ბოლო მატჩი ტასკანიელთა და ტურინელთა შორის ფრედ, 3-3 დასრულდა, 2009/10 სეზონში.
  • სერია A – ში დაბრუნება “სიენამ” ქულით აღნიშნა, 0-0 “კატანიასთან”
  • ბოლო 6 შეხვედრაში საკუთარ მოედანზე “სიენამ” “იუვენტუსს” მხოლოდ 1 გოლი გაუტანა

“იუვენტუსი”

  • “იუვენტუსმა” სერია A – ს პირველ ტურში “პარმა” საკუთარ მოედანზე 4-1 დაამარცხა.
  • ბოლო 12 შეხვედრიდან “სიენას” წინააღმდეგ ტურინელებმა ათში იმარჯვეს
  • გასულ სეზონში გასვლაზე ბიანკონერებმა მხოლოდ 14 გოლის გატანა შესძლეს
  • სტეფან ლიხშტაინერმა და არტურო ვიდალმა “პარმას” კარში სადებიუტო გოლები გაიტანეს.

სიახლეები მეტოქეთა ბანაკებიდან

“სიენა” – მასპინძლებს მცველი ანჯელა და ფორვარდი რეჯინალდო დააკლდებათ.

“იუვენტუსი” – “პარმას” წინააღმდეგ მიღებული წითელი ბარათის გამო პაოლო დე ჩელიე “სიენასთან” მატჩს გამოტოვებს.იაკინტა ტრავმირებულია.

წამყვანი ფიგურები

“სიენა” – წლების წინ გაეტანო დ’აგოსტინო იტალიის ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიული ფლეიმეიკერად ითვლებოდა, მაგრამ ტრავმებმა მას ხელი შეუშალეს.29 წლის ნახევარმცველი შეეცდება იმ გუნდის წინააღმდეგ კარგი თამაში აჩვენოს, რომელსაც ორი წლის წინ მისი შეძენა სურდა.

“იუვენტუსი” – ანდრეა პირლომ “პარმას” წინააღმდეგ შესანიშნავი მატჩი ჩაატარა.იტალიელმა ფანტაზისტამ აქტივში ორი საგოლე გადაცემა ჩაიწერა.”სიენასთან” მატჩში “ბიანკონერების” მთავარი “დირიჟორი” სწორედ “როსონერის” ყოფილი ნახევარმცველი იქნება.

სავარაუდო შემადგენლობები

“სიენა” ( 4-4-2 )

ბრკიჩი; ანჯელო, როსეტინი, ტერცი, დელ გროსო; მანინი, ბოლზონი, დ’აგოსტინო, ბრიენცა; კალაიო, გონსალესი

“იუვენტუსი” ( 4-4-2 )

ბუფონი; ლიხშტაინერი, ბარძალი, კიელინი, გროსო; კრასიჩი, მარკიზიო, პირლო, ელია; ვუჩინიჩი, მატრი

პროგნოზი

ბუნებრივია, “იუვენტუსი” ამ წყვილის უპირობო ფავორიტია. “ბებერი ქალბატონი” მეტოქის დამარცხებას ეცდება, მაგრამ მასპინძლები ყოფილი მწვრთნელის გუნდის წინააღმდეგ ბოლომდე იბრძოლებენ.

სავარაუდო შედეგი

სიენა” 1 – 2 “იუვენტუსი

ტვ – ტრანსლაციები

NTV + Football 17:00 სთ – პირდაპირი ტრანსლაცია

NTV + Football HD 17:00 სთ – პირდაპირი ტრანსლაცია

GMG +  სპორტ 2 17:00 სთ – პირდაპირი ტრანსლაცია


0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

565 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
giorgi tsotsoria
13 years ago

ისე მართლა ეს ჯოვინკოც უკვე დასავიწყებელია

4 მწვრთნელიდან ვერცერთი რო ვერ გამოიყენებს უკვე იმის ნიშანია რომ ან ფეხბურთელი ვერ ქაჩავს ან კლუბი ცდება მაგრამ ფერარა, ძაკერონი, დელ ნერი, კონტე არცერთმა არ ათამაშა და რას ვიზავთ

david alkhanishvili
13 years ago

ყველა მწვრთნელი ვერ შეცდება,არ შეიძლება მუდმივად პერსპექტიული ფეხბურთელი იყოს,დაბერდა კაცი უკვე და ვერ ვიტყვით რომ ვარსკვლავია

Giorgi kasrashvili
13 years ago

Juve იმას რატომ არ უფიქრდებით, ომ სება პარმაში თამაშობს, შესაბამისად პასის მიმცემი იმდენი და ისეთი მაღალი დონის არ ყავს, როგორიც გრანდს შეეფერება. გამომდინარე აქედან სება თავისას აკეთებს და საკმაოდ კარგადაც… აი იუვეში ომ იყოს, ეხლა გინდ მარჯვნივ, გინდ მარცხნივ, პეპე-ჯაკერინის დაიფრენდა!!! ელიასაც მირჩევნია ჯოვინკო და ვუჩინიჩზე უკეთ ითამაშებდა უკან დახეულ თავდამსხმელს!!! არ დამიწყოთ ეხლა ენა ტლიკინაა სება დელპიეროზე რეები თქვაო, ჟურნალისტების მოჩმახული მკიდია. სებას იუვე უყვარს, ტურინში დუბლი გაუდო და ერთიც არ აღუნიშნია… სხვა კი შემოიხევდა მის ადგილზე მაისურს, იუვეს დუბლი გავუტანე ტურინშიო… არ დააფასეს და ნუ!!! სება არ დაიკარგება. წელს და გაისად მაღალი დონის გუნდში გადავა… წელს პარმაში იმიტომ… Read more »

ოქრო ჩხიკვაძე

შენ გაიხარე, რატო გაუშვეს ჩემი ატომური ჩიანჭველა. მართლა კაი ტიპია, უბრალოდ არ ათამაშეს და ბევრი დრო დააკარგვინეს
ეხლა დელპიერო შემოიყვანოს თორემ ცუდად გავხდება, წინა სეზონი მახსენდება
კარში ვერ ვურტყამთ

david alkhanishvili
13 years ago

ტაქტიკური ეშმაკობა იხმარა კონტემ,კრაიზე დასვენებული ელია და კრასიჩი მეორე ტაიმიდან უფრო გაამართლებენ,მითუმეტეს ჯაკერინიმ დელგროსოს ყვითელი აკიდა და მაგას კრასიჩზე გააგდებენ უეჭველი,ყველაფერი წინაა ჯერ

NEDVEDA11..
13 years ago

მოვიგებთ მეორე ტაიმში :juvee:

lasha naxucrishvili
13 years ago

ვიდალის სკამზე დასმა არის სასაცილო დაფიქრდით პროსტა რა ტეხავს ეგეთი ფეხბურთელს რო ვერ იყენებ. არადა კონტე მევასება მაგრად უბრალოდ ხანდახან გაუგებარი გადაწყვეტილებები ახასიათებს :((((((
ნეტა მოვიგოთ

NEDVEDA11..
13 years ago

ბრწყინვალედ ითამაშა პარმასთან მარკიზიომ და სკამზე რატო უნდა დაესვა?
და კრაიზე კიდე ცოდოა :loool:

შემოიყვანს მგონია, ვიდალს და კუალის..
და კრასიჩი/ელია-დან ერთ-ერთს

Nachke
13 years ago

ნუ აღელდით შემადგენლობა სიენასთან თუ არ გამოცადა აბა ვისთან? რო ნახავს ვერ ვიტანთ გააძლიერებს, არაა პანიკა საჭირო, ბევრად ძლიერი გუნდი სკამზე გვიზის…

lasha naxucrishvili
13 years ago

დღეს ნაპოლი მილანი X თუ დაჯდა კაი იქნება.
ისე მეორე ტაიმში ერთი პენალტი დაგვიდოს მსაჯმა რა :lool:

13 years ago

ვიდალი არაა კრაინი პოლუზაშიტნიკი მაგრამ კონტემ ისეთ სიტუაციაში თვითონ ჩაიგდო ტავი. ეხა უნდა გაატრიოს ყურებით ვუჩინიჩი ჯაკერინი დდა პეპე. უნდა შემოიყვანოს ვიდალი ელია და კვალიარელა ან დელპიერო

13 years ago
Reply to  Gio Darja

ჯაკერინის აღარ ჯობია??? როდემდე უნდა ვუცადოტ სანამ გადალახავს ამ შიშის??? მაგაზე ტრუსიკი ფეხბურთელი თუ მენახოს რაა. გამოიყვანოს ვიდალი ელია და კვალი და გაათრიოს ის ზარმაცთა ჯოგი. ეს თამაში რომ წავაგოთ კონტეს ბრალი იქნება

საბა შიოშვილი

ბარძალიმ რა მაგარი პატკატი გააკეთა :bis:

giorgi tsotsoria
13 years ago

ჯერ სულ რაღაც მეორე ტურია ასე რომ გადასარევი არაფერია

11-დან ლამის 9 კაცი ახალია და შეჩვევა ჭირდებათ

პლიუს ელია ესტიგარიბია(როგორც ამბობენ მაგარიაო) ზამენაზეა

ნუ ვიდალიც მაგრამ მარკიზიოს მაგივრად არ მგონია

უფრო 4 3 3-ში ჩაჯდება არტურო

Di Francesco # 1
13 years ago

ჯოვინკოს გაუტანია

NEDVEDA11..
13 years ago

შეილება დელ პიერო შემოიყვანოს… ვნახოთ აბა ))

აკაკი მეტრეველი

ჯოვინკოზე სადარდებელი არაფერი გვჭირს მემგონი, დაველოდოთ მეორე ტაიმს

Juve10
13 years ago

რატო არ ათამაშებს ამ ვიდალს გამაგებინა ნეტა რა :||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||

NEDVEDA11..
13 years ago

ტაიმი წინაა!
კონტემ უნდა შეცვალოს ყველაფერი.

3-ვე ცვლილება გააკეთოს მატჩის სტარტში.
კუალიარელა,ელია და ვიდალი შემოიყვანოს

ოქრო ჩხიკვაძე

დელპო გვინდა

საბა შიოშვილი

აუ ეს ჯაკერინი რა შეშინებული მაჩვია რა :|

Giorgi kasrashvili
13 years ago

ჯაკერინი ——— კ რ ა ს ი ჩ ი

ვუჩინიჩი ——— დელპიერო/კვალიარელა

პეპე ————— ვიდალი/ელია

ოქრო ჩხიკვაძე

ვუჩინიჩის კუალიარელათა შეცვლას რა აზრი ექნება? არაფერი
მეორე ფორვარდი გვინდა

ako mamulashvili
13 years ago

gamochnda sisusteebic))))pepe marjvniv gadacios da da elia mainteresebs ra :(((( es jovinkos pani naxe juveshi jakerinis garda vis jobia :D

LEVANKA
13 years ago

მეორე ტაიმის იმედი მაქვს და ცვლილებების იმედია ელიას ვნახავთ

lasha naxucrishvili
13 years ago

რა სტილის თამაში იყო ვაფშე თამაში ვერ გაშალეს
სიენა არის ძაან სუსტი გუნდი შეტევითი თამაშია საჭირო!

lasha naxucrishvili
13 years ago

ვიდალი და ზამენა :mad:
ჯაკერინი ……….. :mad: :mad: :mad: :mad:

vaska
13 years ago

აუ მართლა რა ჯაკერინი ვერ ამწვავებს შეტევებს საერთოდ წინ კაცი დახვდება თუარა სრაზუ უკან აძლევს პასს რა

| Newsphere by AF themes.
565
0
Would love your thoughts, please comment.x