ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

“სიენა” – “იუვენტუსი” ( პირდაპირი ტრანსლიაცია )

სერია A, ტური 3

დრო : კვირა, 18 სექტემბერი, 17:00 სთ ( თბილისის დროით )

ადგილმდებარეობა : “არტემიო ფრანკი”, სიენა ( 15 373 )

“სიენა”

  • სერია B – ს გასულ სეზონში, “არტემიო ფრანკიზე” “სიენამ” 45 გოლის გატანა შეძლო
  • ბოლო მატჩი ტასკანიელთა და ტურინელთა შორის ფრედ, 3-3 დასრულდა, 2009/10 სეზონში.
  • სერია A – ში დაბრუნება “სიენამ” ქულით აღნიშნა, 0-0 “კატანიასთან”
  • ბოლო 6 შეხვედრაში საკუთარ მოედანზე “სიენამ” “იუვენტუსს” მხოლოდ 1 გოლი გაუტანა

“იუვენტუსი”

  • “იუვენტუსმა” სერია A – ს პირველ ტურში “პარმა” საკუთარ მოედანზე 4-1 დაამარცხა.
  • ბოლო 12 შეხვედრიდან “სიენას” წინააღმდეგ ტურინელებმა ათში იმარჯვეს
  • გასულ სეზონში გასვლაზე ბიანკონერებმა მხოლოდ 14 გოლის გატანა შესძლეს
  • სტეფან ლიხშტაინერმა და არტურო ვიდალმა “პარმას” კარში სადებიუტო გოლები გაიტანეს.

სიახლეები მეტოქეთა ბანაკებიდან

“სიენა” – მასპინძლებს მცველი ანჯელა და ფორვარდი რეჯინალდო დააკლდებათ.

“იუვენტუსი” – “პარმას” წინააღმდეგ მიღებული წითელი ბარათის გამო პაოლო დე ჩელიე “სიენასთან” მატჩს გამოტოვებს.იაკინტა ტრავმირებულია.

წამყვანი ფიგურები

“სიენა” – წლების წინ გაეტანო დ’აგოსტინო იტალიის ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიული ფლეიმეიკერად ითვლებოდა, მაგრამ ტრავმებმა მას ხელი შეუშალეს.29 წლის ნახევარმცველი შეეცდება იმ გუნდის წინააღმდეგ კარგი თამაში აჩვენოს, რომელსაც ორი წლის წინ მისი შეძენა სურდა.

“იუვენტუსი” – ანდრეა პირლომ “პარმას” წინააღმდეგ შესანიშნავი მატჩი ჩაატარა.იტალიელმა ფანტაზისტამ აქტივში ორი საგოლე გადაცემა ჩაიწერა.”სიენასთან” მატჩში “ბიანკონერების” მთავარი “დირიჟორი” სწორედ “როსონერის” ყოფილი ნახევარმცველი იქნება.

სავარაუდო შემადგენლობები

“სიენა” ( 4-4-2 )

ბრკიჩი; ანჯელო, როსეტინი, ტერცი, დელ გროსო; მანინი, ბოლზონი, დ’აგოსტინო, ბრიენცა; კალაიო, გონსალესი

“იუვენტუსი” ( 4-4-2 )

ბუფონი; ლიხშტაინერი, ბარძალი, კიელინი, გროსო; კრასიჩი, მარკიზიო, პირლო, ელია; ვუჩინიჩი, მატრი

პროგნოზი

ბუნებრივია, “იუვენტუსი” ამ წყვილის უპირობო ფავორიტია. “ბებერი ქალბატონი” მეტოქის დამარცხებას ეცდება, მაგრამ მასპინძლები ყოფილი მწვრთნელის გუნდის წინააღმდეგ ბოლომდე იბრძოლებენ.

სავარაუდო შედეგი

სიენა” 1 – 2 “იუვენტუსი

ტვ – ტრანსლაციები

NTV + Football 17:00 სთ – პირდაპირი ტრანსლაცია

NTV + Football HD 17:00 სთ – პირდაპირი ტრანსლაცია

GMG +  სპორტ 2 17:00 სთ – პირდაპირი ტრანსლაცია


0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

565 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
13 years ago

რა ხდება გამაგებინეთ?? ვერ ვუყურებ

Giorgi kasrashvili
13 years ago

რა გადავრჩიიიიიიიიიიიიიიით :blin:

lasha naxucrishvili
13 years ago

ვარჯიშებზე რას ამუღამებენ პასების გაკეთებას თუ სემიჩკის ჭამას ბლიად ლოოოოოოოოოოოოოოოლ

Giorgi kasrashvili
13 years ago

NEDVEDA11..
კრასიჩი-ელია-დელპიერო

ჯაკერინის ნაცვლად რა…

საბა შიოშვილი

აუ ეგ რო მატრის გაეკეთებინა არაუშავს იტყოდით :| ვერ ვიტან ესეთ კომენტარებს :|

საბა შიოშვილი

და გააკეთა კიდეც : :mad:

აბა ვნახო ერთი რას დაწერთ

Di Francesco # 1
13 years ago

პეპე ერთად აკეთებდა ორივეს თავის თავსაც ატყუებდა და მცველსაც
მარა მაინც მაგარია

jjj jjj
13 years ago

ვერ ვუყურებ და ვერ ვთამაშობთ? ვაიმე გული გამისკდება 100 მიდევს 2 იანზე

Giorgi kasrashvili
13 years ago

პასკუატო 77 ნომერია
63 წუთზე შეცვალეს ეხლა…
ჯიანდონატო განაცხადშიც არ იყო…

NEDVEDA11..
13 years ago

არა, აჯობებს დელ პიერო შემოვიდეს ჯაკერინის მაგივრად!!!!!!!!!!! :juvee:

NEDVEDA11..
13 years ago

ერთი გოლიც გვინდა და ელია/კრასიჩიდან ერთ-ერთი :loool:

lasha naxucrishvili
13 years ago

ალექსააააააააააააააააააააააააა!!!!!!! დროზე შენი!!!!!!!!!!!

vaska
13 years ago

ვიდალი რა კაცია

sandro giunashvili
13 years ago

სიმულიანტკა პეპე :mrgreen: :mrgreen:

13 years ago

უი გამოუყვანია :D

Giorgi kasrashvili
13 years ago
Reply to 

:lool: გამოიყვანა თორე დაგლიჯა :lool:

კრასიჩი გვინდაააააააააააააააააააააააა
0-1 თამაში სარისკოა… :loool:

Di Francesco # 1
13 years ago

ამ ვიდალმა ხო გაახურა საქმე, პასი გააკეთოს

ოქრო ჩხიკვაძე

საშინელებაა

13 years ago

ვიდალი გამოიყვანოს ეხლაა

sandro giunashvili
13 years ago
Reply to 

vafshe uyureb tamashs?

13 years ago

მიჭედავს და რა ვქნა? გოლის მერე წესიერად ვერ ვუყურე

Giorgi kasrashvili
13 years ago

გოლზე როგორი სახით წამოდგა კონტე :lool:

საბა შიოშვილი

ელია ! ელია ! ელია !

NEDVEDA11..
13 years ago

პეპე/ჯაკერინი – ელია/კრასიჩი

Di Francesco # 1
13 years ago

აი პეპე მართალია ბურთი დაკარგა და ვის არ დაუკარგია მარა ბოლომდე მიყვა და შეტევა არ დააწყებია

sandro ivaneishvili
13 years ago

ხო რაზეა ლაპარაკი ბრძოლის უნარი კი აქ სულ დარბის გიჟივით

საბა შიოშვილი

დავაი ერთიც ბბიჭებო :forza:

sandro ivaneishvili
13 years ago

:D :D :D :D :D pepe ra rojaaa ra :lool: :lool: :lool: :lool:

lasha naxucrishvili
13 years ago

კონტე ელია სტენკაში შეინახე !

khurtso
13 years ago

რა დონეცაა პეპე გამოჩდა ამ გაქცევაში

| Newsphere by AF themes.
565
0
Would love your thoughts, please comment.x