ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

“სიენა” – “იუვენტუსი” ( პირდაპირი ტრანსლიაცია )

სერია A, ტური 3

დრო : კვირა, 18 სექტემბერი, 17:00 სთ ( თბილისის დროით )

ადგილმდებარეობა : “არტემიო ფრანკი”, სიენა ( 15 373 )

“სიენა”

  • სერია B – ს გასულ სეზონში, “არტემიო ფრანკიზე” “სიენამ” 45 გოლის გატანა შეძლო
  • ბოლო მატჩი ტასკანიელთა და ტურინელთა შორის ფრედ, 3-3 დასრულდა, 2009/10 სეზონში.
  • სერია A – ში დაბრუნება “სიენამ” ქულით აღნიშნა, 0-0 “კატანიასთან”
  • ბოლო 6 შეხვედრაში საკუთარ მოედანზე “სიენამ” “იუვენტუსს” მხოლოდ 1 გოლი გაუტანა

“იუვენტუსი”

  • “იუვენტუსმა” სერია A – ს პირველ ტურში “პარმა” საკუთარ მოედანზე 4-1 დაამარცხა.
  • ბოლო 12 შეხვედრიდან “სიენას” წინააღმდეგ ტურინელებმა ათში იმარჯვეს
  • გასულ სეზონში გასვლაზე ბიანკონერებმა მხოლოდ 14 გოლის გატანა შესძლეს
  • სტეფან ლიხშტაინერმა და არტურო ვიდალმა “პარმას” კარში სადებიუტო გოლები გაიტანეს.

სიახლეები მეტოქეთა ბანაკებიდან

“სიენა” – მასპინძლებს მცველი ანჯელა და ფორვარდი რეჯინალდო დააკლდებათ.

“იუვენტუსი” – “პარმას” წინააღმდეგ მიღებული წითელი ბარათის გამო პაოლო დე ჩელიე “სიენასთან” მატჩს გამოტოვებს.იაკინტა ტრავმირებულია.

წამყვანი ფიგურები

“სიენა” – წლების წინ გაეტანო დ’აგოსტინო იტალიის ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიული ფლეიმეიკერად ითვლებოდა, მაგრამ ტრავმებმა მას ხელი შეუშალეს.29 წლის ნახევარმცველი შეეცდება იმ გუნდის წინააღმდეგ კარგი თამაში აჩვენოს, რომელსაც ორი წლის წინ მისი შეძენა სურდა.

“იუვენტუსი” – ანდრეა პირლომ “პარმას” წინააღმდეგ შესანიშნავი მატჩი ჩაატარა.იტალიელმა ფანტაზისტამ აქტივში ორი საგოლე გადაცემა ჩაიწერა.”სიენასთან” მატჩში “ბიანკონერების” მთავარი “დირიჟორი” სწორედ “როსონერის” ყოფილი ნახევარმცველი იქნება.

სავარაუდო შემადგენლობები

“სიენა” ( 4-4-2 )

ბრკიჩი; ანჯელო, როსეტინი, ტერცი, დელ გროსო; მანინი, ბოლზონი, დ’აგოსტინო, ბრიენცა; კალაიო, გონსალესი

“იუვენტუსი” ( 4-4-2 )

ბუფონი; ლიხშტაინერი, ბარძალი, კიელინი, გროსო; კრასიჩი, მარკიზიო, პირლო, ელია; ვუჩინიჩი, მატრი

პროგნოზი

ბუნებრივია, “იუვენტუსი” ამ წყვილის უპირობო ფავორიტია. “ბებერი ქალბატონი” მეტოქის დამარცხებას ეცდება, მაგრამ მასპინძლები ყოფილი მწვრთნელის გუნდის წინააღმდეგ ბოლომდე იბრძოლებენ.

სავარაუდო შედეგი

სიენა” 1 – 2 “იუვენტუსი

ტვ – ტრანსლაციები

NTV + Football 17:00 სთ – პირდაპირი ტრანსლაცია

NTV + Football HD 17:00 სთ – პირდაპირი ტრანსლაცია

GMG +  სპორტ 2 17:00 სთ – პირდაპირი ტრანსლაცია


0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

565 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
12 years ago

რა მოუვიდა ვიდალს ასეთი რო აგინებთ?

საბა შიოშვილი

მარტო 2 -ჯერ დაგივყრტეს კარებში :)

jjj jjj
12 years ago

ჩვენ სულ ვურტყავთ თუ როგორაა?:)

lasha tkeshelashvili
12 years ago

არა და მჯერა იმის რაც წეღან დავწერე :lool: :lool: :lool:

jjj jjj
12 years ago

ვინ იცის ელია რატო არ შემოყავს ან ესტიგარიბია სადაა? კვალი რატო არ თამაშობს? :loool:

Giorgi kasrashvili
12 years ago

ბუფონი

ლიხშტაინერი-ბარძალი-ბონუჩი-გროსო

—-პირლო-მარკიზიო-ვიდალი

ჯაკერინი—————–პეპე

———-დელპიერო

მგონი ესეა ეხლა ხო???

Di Francesco # 1
12 years ago

au rais vidali aqeT memgoი პეპე იდგა ხო? თუ ვინ იყო?

lasha tkeshelashvili
12 years ago

აუ რა გამაზააააააააა,უკნ მიმაქვს ჩემი სიტყვებიიიიიიიიი :lool: :lool: :lool: :lool: :lool: :lool: :lool:

lasha naxucrishvili
12 years ago

დაიკიდე ვიდალ :lool: :forza:

vako-10
12 years ago

მეტი რანაირი პასი უნდა მიეცათ რო გაეტანა პირისპიდ დატოვა

საბა შიოშვილი

ალე გოლიიიიიიიიიიიიი

Giorgi kasrashvili
12 years ago

ბუფონი

ლიხშტაინერი-ბარძალი-ბონუჩი-გროსო

—-პირლო-მარკიზიო-ვიდალი

ჯაკერინი—————–პეპე

———-დელპიერო

მგონი ესეა ეხლა ხო???

lasha tkeshelashvili
12 years ago

გაიგეეეეთ ბრავო შტეფანო კონტე რომ ყვიროდააააა?

Di Francesco # 1
12 years ago

ვიდალს ფეხბურთი კარში შორიდან დარტყმები გონია?
გროსო რავარი უბერავს

lasha tkeshelashvili
12 years ago

ვიდალს რა კაი დაყენებული დარტყმა აქვს,მაგრად ასწორებს ბევრს გაამწარებს მაგის მარჯვენა წელს

NEDVEDA11..
12 years ago

ალე შეაგდებს :juvee:

jjj jjj
12 years ago

:blin: ეს რა ჭირი გვჭირს ეეეე… ლაციო აგებს :lool:

საბა შიოშვილი

ალე შემოსულააა გავგიჟდი კაციიი :D

ზამენა გამოვიცანიიიიი :forza: :forza:

lasha naxucrishvili
12 years ago

მატრის რაღაც მოუვიდა მგონი:(

საბა შიოშვილი

გადაიქანცა :)

lasha tkeshelashvili
12 years ago

აუ კონტეს ცოლად ხომ არ ყავს ეს ჯაკერინი გაეთრია რა გარეთ

საბა შიოშვილი

მატრი გაიყვანააა ? :wow: :wow: :wow:

NEDVEDA11..
12 years ago

გადაიფიქრა…

დელ პიერო :forza:

Giorgi kasrashvili
12 years ago

კრასიჩი შემოვიდა, ასე რომ აღა მეშინია…

ლაციო აგეეეეეეეეეეეეეეეეებს :lool:
სისე-კლოზე არა დარიო ჰიუბნერი კიდევ :lool:
დღეს ნაპოლი-მილანი 1X

და კარგად დავწინაურდებიიიიიით… :forza:

khurtso
12 years ago

ტრამვა მიიღო ამან უცბად და დელპი შემოიყვანა

ოქრო ჩხიკვაძე

გენაცვალე დელპო

Di Francesco # 1
12 years ago

აბა ვის გაიყვანს პეპეს თუ ჯაკერინს?
ალბათ ჯაკერინს

| Newsphere by AF themes.
565
0
Would love your thoughts, please comment.x