ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

“სიენა” – “იუვენტუსი” ( პირდაპირი ტრანსლიაცია )

სერია A, ტური 3

დრო : კვირა, 18 სექტემბერი, 17:00 სთ ( თბილისის დროით )

ადგილმდებარეობა : “არტემიო ფრანკი”, სიენა ( 15 373 )

“სიენა”

  • სერია B – ს გასულ სეზონში, “არტემიო ფრანკიზე” “სიენამ” 45 გოლის გატანა შეძლო
  • ბოლო მატჩი ტასკანიელთა და ტურინელთა შორის ფრედ, 3-3 დასრულდა, 2009/10 სეზონში.
  • სერია A – ში დაბრუნება “სიენამ” ქულით აღნიშნა, 0-0 “კატანიასთან”
  • ბოლო 6 შეხვედრაში საკუთარ მოედანზე “სიენამ” “იუვენტუსს” მხოლოდ 1 გოლი გაუტანა

“იუვენტუსი”

  • “იუვენტუსმა” სერია A – ს პირველ ტურში “პარმა” საკუთარ მოედანზე 4-1 დაამარცხა.
  • ბოლო 12 შეხვედრიდან “სიენას” წინააღმდეგ ტურინელებმა ათში იმარჯვეს
  • გასულ სეზონში გასვლაზე ბიანკონერებმა მხოლოდ 14 გოლის გატანა შესძლეს
  • სტეფან ლიხშტაინერმა და არტურო ვიდალმა “პარმას” კარში სადებიუტო გოლები გაიტანეს.

სიახლეები მეტოქეთა ბანაკებიდან

“სიენა” – მასპინძლებს მცველი ანჯელა და ფორვარდი რეჯინალდო დააკლდებათ.

“იუვენტუსი” – “პარმას” წინააღმდეგ მიღებული წითელი ბარათის გამო პაოლო დე ჩელიე “სიენასთან” მატჩს გამოტოვებს.იაკინტა ტრავმირებულია.

წამყვანი ფიგურები

“სიენა” – წლების წინ გაეტანო დ’აგოსტინო იტალიის ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიული ფლეიმეიკერად ითვლებოდა, მაგრამ ტრავმებმა მას ხელი შეუშალეს.29 წლის ნახევარმცველი შეეცდება იმ გუნდის წინააღმდეგ კარგი თამაში აჩვენოს, რომელსაც ორი წლის წინ მისი შეძენა სურდა.

“იუვენტუსი” – ანდრეა პირლომ “პარმას” წინააღმდეგ შესანიშნავი მატჩი ჩაატარა.იტალიელმა ფანტაზისტამ აქტივში ორი საგოლე გადაცემა ჩაიწერა.”სიენასთან” მატჩში “ბიანკონერების” მთავარი “დირიჟორი” სწორედ “როსონერის” ყოფილი ნახევარმცველი იქნება.

სავარაუდო შემადგენლობები

“სიენა” ( 4-4-2 )

ბრკიჩი; ანჯელო, როსეტინი, ტერცი, დელ გროსო; მანინი, ბოლზონი, დ’აგოსტინო, ბრიენცა; კალაიო, გონსალესი

“იუვენტუსი” ( 4-4-2 )

ბუფონი; ლიხშტაინერი, ბარძალი, კიელინი, გროსო; კრასიჩი, მარკიზიო, პირლო, ელია; ვუჩინიჩი, მატრი

პროგნოზი

ბუნებრივია, “იუვენტუსი” ამ წყვილის უპირობო ფავორიტია. “ბებერი ქალბატონი” მეტოქის დამარცხებას ეცდება, მაგრამ მასპინძლები ყოფილი მწვრთნელის გუნდის წინააღმდეგ ბოლომდე იბრძოლებენ.

სავარაუდო შედეგი

სიენა” 1 – 2 “იუვენტუსი

ტვ – ტრანსლაციები

NTV + Football 17:00 სთ – პირდაპირი ტრანსლაცია

NTV + Football HD 17:00 სთ – პირდაპირი ტრანსლაცია

GMG +  სპორტ 2 17:00 სთ – პირდაპირი ტრანსლაცია


0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

565 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
12 years ago

ჭანტურიამ და კაშიამ გაიტანეს

lasha naxucrishvili
12 years ago

bero-juve10 ხო მართალი ხარ ვაფშე მე ნიჩია მირჩევნია რო დაჯდეს თითო თითო ქულას აიღებენ.

mishka berianidze
12 years ago

ეხლა იუვეს რომას მოგება უფრო აწყობს რომ ინტერმა რაც შეიძლება მეტი ქულები დაკარგოს რადგან ინტერს უფრო კარგი შემადგენლობა ყავს ვიდრე რომას რომ სერია ა-სთვის იბრძოლოს თან ინტერი მინდა რომ სულ ფსკერზე დაეშვას თავის მორატიანად.

12 years ago

ეს ელია კონტემ იუვეში გასალახავათ მოიყვანა??? ათამაშოს თუ ათამაშებს. და ერთი თამაში გაიმეტოს მარკიზიო სკამზე და მის ნაცვლად ვიდალი დააყენოს

lasha naxucrishvili
12 years ago

Darja ბურთი უნდოდა აერთვა მეკარესთვის და ფეხი სახეში ლეწა წაქცეულ მეკარეს კაცი გაითიშა ბოდიშიც არ მოიხადა

12 years ago

ოკ გავითვალიწინებ :vaime: :boli:

lasha naxucrishvili
12 years ago

ლუსიოს კაი დისკვალიფიკაცია ეკუთვნიიიიიის!!!!!!!!!

lasha naxucrishvili
12 years ago

აუ ლუსიომ რა გააკეთა მოსაკლავია !

12 years ago
Reply to  Gio Darja

ორიც გაიტანოს კიდევ და შვილიშვილს ეტყვის მე ბარსას სასარგებლოდ ნოუ კამბზე ჰეტ ტრიკი მაქვს შესრულებულიო. და თან ისეთი რო მესისაც სეშურდაო”D

12 years ago

ვისაც ინტერი რომას ყურება გინდათ sop://broker.sopcast.com:3912/79509
ეს არის ყველაზე კაი ლინკი რაც შეიძლებ ანახოთ )) ადმინ არ წაშალო ეს კომენტი ნახოს სასტავმა ))

lasha naxucrishvili
12 years ago

ბარსა ოსასუნა 5 0 ფუუუ რა საზიზღარი ჩემპიონატია რა პირველივე ტაიმში 5 0

12 years ago

ინტერი მოიგებს ალბათ არც რომა არის ფორმის პიკში თან ინტერი გაცეცხლებულია. მშვიდი ინტერი უგებს ხოლმე რომას და გაცეცხლებული სულ გადათელავენ მე მეტი მგონია

lasha naxucrishvili
12 years ago

დღეს ვალიადოლიდმა რა მიქნა ტო 15 წუთსი დაახლოებით 0 2 იყო პენალტიც გამა\ზეს ლოოოოლ :mad:

gocha khalvashi
12 years ago

NEDVEDA11..

ბავარია 2
სიტი 2
ლაციო 1
ლივერპული – კი
უდინეზე – კი
ნაპოლი – კი
ჩელსი – კი

NEDVEDA11..
12 years ago

ხო.. შეილება მანჩე-ჩელსი ფრეც კი დამთავრდეს

lasha naxucrishvili
12 years ago

ეუროპა ლიგაზე ძაან მაგარი ბილეთი დავსვი
:lool:

gocha khalvashi
12 years ago

ე.ი. ხვალ თუ ვერ მოიგე კაცმა მაშინ თავი უნდა დაანებო მაგ ხელობას

NEDVEDA11..
12 years ago

რა ბილეთს აკეთებ აბა? ))

5 ლარში

1) იუვე-2
2)ლაციო-1
3)შალკე-2
4)სიტის – 2

+ პსჟ-ს ვფიქრობ…
[მანჩეს საერთოდ არ გავეკარები ალბათ]

NEDVEDA11..
12 years ago
Reply to  Gio Darja

ხო, მეც X2 მგონია :loool:

lasha naxucrishvili
12 years ago

ინტერი კიდე რომას გახეთქავს ცემით ტრადიციულად

lasha naxucrishvili
12 years ago

ბაიერნი გადაუხსნის თავს შალკეს

lasha naxucrishvili
12 years ago

რეინჯერსი სელტიკი
პსვ აიაქსი
მანჩესტერი ჩელსი
ლიონი მარსელი
რა გიჟი თამაშებია :modee:

NEDVEDA11..
12 years ago
Reply to  Gio Darja

ლაციო,სიტი,ბაიერნს და პსჟ-ს მოგებებსაც ვფიქრობ :yes:

lasha naxucrishvili
12 years ago

ხვალ ჩელსი გამოიტენება მანჩესტერის 1 მიწერია :chuvak: :chuvak: :chuvak:

| Newsphere by AF themes.
565
0
Would love your thoughts, please comment.x