ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ვუჩინიჩი : “სტარტი არაფერს ნიშნავს, მთავარი ფინიშია…”

მირკო ვუჩინიჩმა დღეს ისე ვერ იასპარეზა, როგორც სურდა, რადგან “სიენას” მცველები მის წინააღმდეგ საკმაოდ ყურადღებით თამაშობდნენ.მიუხედავათ ამისა, მეორე ტაიმის მეცხრე წუთზე მონტენეგროელმა საგოლე გადაცემის აქტივში ჩაწერა მაინც მოახერხა : “ორი ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ, მაგრამ ღრუბლებში გაფრენა არ ღირს, ვარჯიშები უნდა განვაგრძოთ.სატურნირო ცხრილის სათავეში ყოფნა ძალიან სასიამოვნოა, ერთმა მარცხმა შეიძლება ფსიქოლოგიურად გუნდს პრობლემები შეუქმნას, ამიტომ ნებისმიერ მატჩზე მაქსიმალურად კონცენტრირებულნი უნდა ვიყოთ.”

გულშემატკივრებმა სკუდეტოზე საუბარი უკვე დაიწყეს, მიუხედავათ იმისა, რომ ადრე კონტეს გუნდს ფავორიტად არავინ თვლიდა : “სტარტი არაფერს ნიშნავს, მთავარი ფინიშია.კარგია, რომ ჩვენი შესაძლებლობების შესახებ სეზონის დასაწყისშივე შევიტყვეთ.საკუთარი ძალის დამტკიცება ნებისმიერ მატჩში აუცილებელია.დიდმა გუნდებმა ნებისმიერ მომენტში უნდა იცოდნენ, როგორ იასპარეზონ, დღევანდელ მატჩში ეს დავადასტურეთ, მნიშვნელოვანი მატჩი მოვიგეთ.”

წყარო : Juventus.com

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

65 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
gio iuve
12 years ago

უფრო მეტი გოლი უნდა გაგვეტანა მაგრამ არა უშავრს ესეც კაიაა…. :juvee: :juvee: :forza:

| Newsphere by AF themes.
65
0
Would love your thoughts, please comment.x