ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კონტე : “მნიშვნელობა არ აქვს ვინ ითამაშებს, მთავარი გამარჯვებაა”

ანტონიო კონტე სკუდეტოზე საუბარს ჯერ ნაადრევად მიიჩნევს.”სიენასთან” მოპოვებული გამარჯვებით ბიანკონერები იტალიის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილს სათავეში ჩაუდგნენ.

“როგორც ვვარაუდობდი, რთული მატჩი გამოვიდა.სიენა ორგანიზებული გუნდია, კარგად კეტავს პოზიციებს და კარგ კონტრშეტევებს ანხორციელებს.მოხარული ვარ, რომ უპირატესობა მოვიპოვეთ და გოლი საჭირო მომენტში გავიტანეთ.ემანუელე ჯაკერინის, მირკო ვუჩინიჩისა და ალესანდრო მატრის წყალობით ლამაზი გოლი გამოვიდა.გამარჯვება დავიმსახურეთ.”

იტალიაში მეორე ტური დასასრულს უახლოვდება, დღეს გვიან ღამით “ნაპოლი” “მილანს” უმასპინძლებს.”იუვენტუსს”, “უდინეზესა” და “კალიარის” 6 ქულა აქვთ, ასე რომ ბებერი ქალბატონი შეიძლება სკუდეტოს მოგების პრეტენდენტად ჩაითვალოს : “ამ თემაზე საუბარი ჯერ ნაადრევია.წინ დიდი მუშაობა გველის.”

ანტონიო კონტეს გუნდმა დღეს 4-4-2 ტაქტიკით იასპარეზა, მირკო ვუჩინიჩი და ალესანდრო მატრი წინახაზში მოქმედებდნენ.ალესანდრო დელ პიერო, ფაბიო კვალიარელა და არტურო ვიდალი სათადარიგოთა სკამზე იმყოფებოდნენ : “მნიშვნელობა არ აქვს, ვინ ითამაშებს, ჩემთვის მთავარი გამარჯვებაა, ვიდალთან ერთად თუ მის გარეშე.მილოშ კრასიჩი სათადარიგოთა სკამზე იმყოფებოდა მხოლოდ იმიტომ, რომ მას ბოლომდე არ მოუშუშებია ტრავმა.მატრის რომ მცირე ტრავმა არ მიეღო, სერბი მოედანზე აუცილებლად გამოვიდოდა.”

წყარო : Juventus.com

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

18 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
giovinco
12 years ago

:forza: :forza: :forza:

gag100
12 years ago

ვიდალის საქმე ასე მგონია რო პირლოს შემცვლელი იქნება, პირლო უკვე საკმაოდ დიდია და ვიდალი შეცვლის დროთაგანმავლობაში ძირითადი ვიდალი გახდება

mishka gogrichiani
12 years ago

ელია რატო არ გამოყავს??????????????????????????

vaxo turqadze
12 years ago

გილოცვათ ყველას იუვეს მორიგ გამარჯვებას,იმედია სულ ესე გავიხარებთ…საღოლ კონტე,მაგარი მწვრთნელია,მართალია ლამაზად არ უთამაშიათ,მაგრამ ამ კონკრეტულ მატჩში ასე იყო საჭირო…რაც შეეხება მარკიზიაოს ზამენაზე დასმას,ეგ ყველაზე დიდი სისულელე იქნება დღესდღეობით,ცოტა სხვანაირად შეხედეთ ფეხბურთს,შარშან ჩვენი დაცვა,რომელიც წელს იგივე ფეხბურთელებით არის(ცენტრი) დაკომპლექტებული,მაგარი დირკა იყო,წელს კი რატომ თამაშობენ ასე იდეალურად?პასუხი მარტივია,ნახევარდაცვა გვყავს ძლიერი,რომელიც მოშლილი იყო,მაშინ არ გვყავდა პირლო,მარკიზიო კი ძირითადად მარცხენა ფლანგზე თამაშობდა,წელს კი მისი პოზიცია იდეალურია და პირლოსაც დიდებულად აზგვევს,ესაა ერთ-ერთი დიდი მიზეზი იმისა,რომ დაცვა წელს ჩინებულია…ისე ვიდალიც მენანება ზამენისთვის სიმართლე გითხრათ…

king_arturo
12 years ago
Reply to  vaxo turqadze

აბსოლუტურად გეთანხმები და მაგლითად ბარსელობა ავიღოთ მოედნის ცენტრში ხავი ინიესტას უკან ხაბ ბუსკეტსი ყავთ ხან კეიტა და ხან მასკერანო ვერცერთზე ვერ იტყვი რო სასტავის კაცია მაგრამ სამივეს იდეალურად იყენებს გვარდიოლა და იმიტომაც ყავს მსოფლიოს საუკეთესო კლუბი … ვიდალ- მარკიზიოზეც ეგ გათვლაა ყველა სუპერ კლუბს უნდა ყავდეს 2 ძალიან ძლიერ ფეხბურთელი ყველა პოზიციაზე!

nika gergedava
12 years ago
Reply to  king_arturo

დაცვა ლიხშტაინერით გაძლიერდა ;)

LEVANKA
12 years ago

დაცვას თვალი არ ეცეს და კარგად თამაშობენ. 2 თამაშია, რეალური საგოლე მომენტი იუვეს კართან არ მინახავს, ნუ იმ პენალს თუ არ ჩავთვლით ისიც მატჩის ბედი გადაწყვეტილი იყო და ცოტა მოდუნდნენ.

lasha naxucrishvili
12 years ago

მატრიმ თხოვა შეცვლა თორე კრასიჩი იქნებოდა სტადიონზე :)

giorgi kodua
12 years ago

ელიას და ესტიგარიბიას თამაშის ნახვა არ მეგირსა რა… ანგარიში დიდი რო ყოფილიყო გამოიყვანდა უეჭველი. იმედია მომავალ მატჩი ვიხილავთ. გილოცავთ ხალხო მოგებას! დატკბით გამარჯვებით :forza: :forza: :forza: მე მსიამოვნებს ეს გუნდი რადგან გოგების გემო დამახსენა! გენეცვალეთ ბიჭებო! დაცვაში უშეცდომოები არიან თითქმის და ვინ ბარძალი გროსო და ბონუჩი ხალხი რომალსაც გაგდებას უპირებდნენ… აი რას ნიშნავს მწვრთნელის ხელი! ყველაფერი კარგად იქნება მე მჯერა! :forza:

12 years ago

არადა მოიგო ორივე თამაში და რას ვერჩით.. პრინციპში მე არაფერს ვერჩი, უბრალოდ მიმაჩნია რომ ვიდალმა ძირითადი უნდა ითამაშოს.. მაგრამ დროს ასე თუ ისე აძლევს.

იქ შემადგენლობების სტატიაზე ბევრმა დაწერა რომ არ ვიმსახურებდით მოგებასო.. არადა ვიმსახურებდით : )) მშვენივრად თამაშობდნენ. კი გასაგებია ისეთი ანგარიში იყო რო მთელი მატჩი გვანერვიულეს, მაგრამ საბოლოო ჯამში დაცვა ძალიან სტაბილური იყო

JUVE - THE BEST CLUB. ONE LOVE

ეტყობა ჯერ ვერ ენდობა ელიას. გარედან რას მიხცდები, კონტე კიდევ ყველაფერს ვარჯიშებზე ხედავს და ანალიზებს ვინ ათამაშოს და ვინ არა. იცის მისი საქმე კონტემ. მაგენსაც მალე შემოიყვანს

ისე ამ შემადგენლობით რას შვებიან და ძირითადი შემადგენლობით რას იზამს :loool: :loool:

JUVE - THE BEST CLUB. ONE LOVE

გენაცვალე კონტე
კაცს არ უნდა რომ კრასიჩმა ტრავმა გაირთულოს, მნიშვნელოვანი თამაშებისთვის ინახავს. კაცი როცა ფორმაშია, იმენა გიჟია :blin: :forza: :forza: :forza: :forza:

MegobaroO
12 years ago

ელიას რატომ არ ათამაშებს გამარკვიეეთ რაა..

საბა შიოშვილი

ჯაკერინი ზამენაზე გადავა ახლავე :)

ბუფონი
ლიხშტაინერი ბარძალი კიელინი დე ჩელიე

პირლო ვიდალი ( მარკიზიო)

კრასიჩი ელია

ვუჩინიჩი მატრი

falcao
12 years ago

გეხვეწებით მითხარით სად ვუყურო ამ მატჩის მთლიან ჩანაწერს

G M
G M
12 years ago

ვაცალოთ ამ კაცს რა :lool: იცის თავისი საქმე :juvee:

Di Francesco # 1
12 years ago

ჯაკერინი თუ პეპე იყო ის?

tsotne tsertsvadze
12 years ago

დღეს მარჯვნივ ჯაკერინი თამაშობდა.

| Newsphere by AF themes.
18
0
Would love your thoughts, please comment.x