ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ტაკინარდი: ” “სიენა” პირლოს შებოჭვას ეცდება “

“იუვენტუსის” ირგვლივ არსებულ სიტუაციას გუნდის ყოფილი ფეხბურთელი და მნიშვნელოვანი ფიგურა ალესიო ტაკინარდი აფასებს. ყოფილი ნახევარმცველი შიშობს, რომ “სიენას” ფეხბურთელები ტურინელებს პრობლემებს შეუქმნიან…

” “იუვენტუსი” ახლა ბრწყინვალე ფორმაშია, მაგრამ ანდრეა ანიელისა და კონტეს მსგავსად, მეც ვფიქრობ, ჩვეულ სიმაღლეებზე დასაბრუნებლად ბოლომდე ბრძოლა იქნება საჭირო. ჩემი აზრით, “იუვეს” დრო სწორედ ახლა დადგა, რადგან კონტემ მშვენივრად იცის, რა არის გამარჯვება და ის, თუ რისი გაკეთებაა ამისთვის საჭირო. “სიენასთან” დაპირისპირება წინა შეხვედრისგან განსხვავებული იქნება, რადგან მასპინძლები ყოფილი მწვრთნელისთვის საკუთარი შესაძლებლობების ჩვენებას შეეცდებიან. ამიტომაც, შეხვედრა რთული და საინტერესო იქნება. ვიღაც აუცილებლად შებოჭავს პირლოს, რადგან შეტევები, ძირითადად სწორედ მისი მხრიდან ვითარდება. მაგრამ კონტე, ალბათ, ამ შემთხვევისთვის ალტერნატიულ გზებს მოამზადებდა. თუ მას თამაშის საშუალებას მისცემენ, ბურთი მხოლოდ “იუვენტუსს” ექნება. ასეთი ფეხბურთელი დიდი ხანია “იუვენტუსს” არ ჰყოლია. ვიდალი? ამ სახმრეთამერიკელმა ნამდვილად იცის თამაში და ბურთთან მოპყრობა. მართალია, ჯერჯერობით მხოლოდ შეცვლაზე ეძლევა შანსი, მაგრამ თუ თავის ნახევარ საათს ისე გამოიყენებს, როგორც ეს “პარმასთან” გააკეთა, მაშინ კონტეს მისთვის ძირითად შემადგენლობაში მოუწევს ადგილის გამოძებნა. ვიდალმა და მარკიზიომ გუნდს დიდი ენერგია შეჰმატეს. ” -აცხადებს ტაკინარდი.

წყარო: tuttojuve

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

13 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
საბა შიოშვილი

რაღAც პონტში შებოჭა კიდეც :)

Gio Darja
12 years ago

ძალიან გაუჭირდებათ, რადგან გუნდში მარკიზიო და ვიდალიც იმყოფებიან, რომლებიც იმდენად კარგად აასპარეზობენ რომ მეტოქის ნახევარდაცვას ფაქტიურად ბურთის დაჭერა არ უხდება, რის შედეგადაც გადადიან დაცვაზე და ჩვენი სამი ნახევარმცველის, მითუმეტეს პირლოს შებოჭვა ძალიან რთული ხდება..

12 years ago

და საერთოდ შებოჭვაში თუ ასეთი მაგრები არიან რაგბზე გადაერთოთ :bicho: :oldman:

12 years ago

მე ის უფრო გამიკვირდებოდა რომ ეთქვათ პირლოს შებოჭვას არ აპირებენო :lool: დაე ცადონ და ვნახოთ როგორ გამოუვათ.. მაგრამ ვეჭვობ იქ ვუჩინიჩის მატრის და კრასიჩის შებოჭვაც მოუწევთ.. ასევე ვიდალის და მარკიზიოსი..

ასე რომ ვნახოთ როგორი შემბოჭველები არიან :lool: :forza:

jjj jjj
12 years ago

0:2 მოვიგებთ აი ნახეთ… არამგონია კონტემ თავის ყოფილ გუნდს გადაუაროს და ასეთი დავალება მისცეს ფეხბურთელებს..! დღეს 100-ს ვდებ იუვეზე

12 years ago
Reply to  jjj jjj

100 ლარს??? არ გირჩევ. მაინც რაიცი რა მოხდეს

jjj jjj
12 years ago
Reply to 

ხო 100 ლარს… ცოტა გული ამიჩქარდა, მაგრამ მჯერა იუვესი…:| აბა ვნახოთ რა იქნება……….

12 years ago
Reply to  jjj jjj

ძაან რისკავ :lool: არ დაგავიწყდეს კონტეს ძველი გუნDია და შეიძლება ფრე დაუჯინოს

jjj jjj
12 years ago
Reply to 

არვიცი არვიცი…. ეს ფული გუშინ სლოტებში მოვიგე და ქარის მოტანილია ხოდა რაც იქნება იქნება. ფრე არ მგონია, მაგრამ დიდი ანგარიშით არ მოიგებს.

sandro ivaneishvili
12 years ago

mombezრდა რა ეს 442 იყოს 433 მიუხედავად იმისა რომ მარკიზიო არ მევასება ძალიან კარგად შეეწყო პირლოს და ამას გარდა პლიუს ვიდალი ცენტრი იქნება ყველა მატჩში ჩვენი
ბუფონი
ლიხი რუდოლფო კიელინი ?
პირლო
ვიდალი მარკიზიო
კვალიარელა ვუჩინიჩი
მატრი
ნუ შეცვლაზე ელია და კრასიჩი მაგრები იქნებიან

12 years ago

ამიტომ ვფიქრობ რომ ვიდალი უნდა დადგეს რააა. პასი მარკზიოზე უკეთესიაქ. ვგულისხმობ შორ პასებს. თან პირლოს დაიცავს. მთელი თამაში ერთ ფეხბურთელს ვერ ამოკეტავენ ეგ ტყუილია. პირლო 10-15 ჯერ მაინც შეეხება ბურთს და ერთ საგოლეს ან ორს მაინც გააკეთებს. თუარა და ვიდალია იქ.
ტაკინარდიმ სწორად თქვა:მაგრამ თუ თავის ნახევარ საათს ისე გამოიყენებს, როგორც ეს “პარმასთა” გააკეთა, მაშინ კონტეს მისთვის ძირითად შემადგენლობაში მოუწევს ადგილის გამოძებნა. ამიტომ ნაცნობობისთვის დრო არარი

nika gergedava
12 years ago

კარგით რაა სიენამ როგორ უნდა შეაჩეროს პირლო, შეიძლება 1-2 მომენტში შებოჭონ მაგრამ მთიანობაში მაინც გააკეთებს პირლო საგოლე პასს, ხო და თუ პირლოზე 3კაცი დააყენა , არაა სიენა ისეთი დონის კლუბი რომ თან პირლო შებოჭოს და თან დაცვაში ხარივით ჩადგეს, ჩემი აზრით დღეს მაგრად წააგებს სიენა :) :forza:

giorgi kodua
12 years ago

ეგ უეჭველი პონტია ამ თამაში პირლოს არ გაახარებენ მაგრამ ამით სხვა ფეხბურთელებს გაეხსნებათ ხელფეხი და მეტი სივრცე მიეცემათ კაროჩე ჩემი აზრით იუვე ფლანგებიდან შეუტევს! თუ რათქმაუნდა პირლო გადაკეტეს….

| Newsphere by AF themes.
13
0
Would love your thoughts, please comment.x