” სიენა ” 0-1 ” იუვენტუსი ” ( ფეხბურთელების შეფასებები )
გთავაზობთ , ტურინის ” იუვენტუსის ” ფეხბურთელების შეფასებებს , ” სიენასთან ” ჩატარებული მატჩის შემდეგ …
ბუფონი – შეფასების გარეშე – ვფიქრობ , ყველაზე სახიფათო ფორვარდი იყო სიენას რიგებიდან . მატჩის მიწურულს , მეტოქეს კინაღამ იდეალური შანსი აჩუქა ანგარიშის გასათანაბრებლად .
ლიხტშტაინერი – 6.0 – ისეთივე ზუსტია , როგორც შვეიცარიული საათი , თუმცა ყოველგვარი ფანტაზიის გარეშე ასპარეზობდა .
ბარძალი – 6.5 – ბრწყინვალე ფორმაშია როგორც ჩანს . ართმევს ბურთს კალაიოს , რომელიც ერთი ერთზე რჩებოდა ბუფონთან .
კიელინი – 6 – იბრძვის გაცისთან , გონსალესთან დაწყებული აყალმაყალის გამო მსაჯმა ის დაინდო . მოედანს კი ტრავმის გამო ტოვებს .
ბონუჩი ( 57 წუთიდან ) – 6 – საიმედოდ თამაშობდა .
გროსო – 6.5 – მორიგი შემთხვევაა , როდესაც ფაბიო გუნდის სასტარტო შემადგენლობაში ჩნდება მაშინ , როდესაც კლუბი მის მოშორებას ცდილობდა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში . საიმედოა , კარგად კეტავდა ბრიენცას .
მარკიზიო – 6.5 – ისეთივე კარგი არ არის , როგორც პარმასთან შეხვედრაში , ძირითადათ დაცვითი ფუნქციებით მოქმედებდა .
პირლო – 6.5 – მეტოქე მის წინააღმდეგ , ამჯერად უფრო მჭიდროდ თამაშობდა , სწორედ ამიტომაც არ იყო ისეთივე ეფექტური როგორც პარმასთან . თუმცა , თამაში მაინც მის გარშემო მიმდინარეობს . სახიფათოდ ურტყავს მეტოქე კარის მიმართულებით და არიგებს სახიფათო გადაცემებს .
პეპე – 6.5 – მაქსიმუმს იღებს . აი ჩაწოდება რომ გამოსდიოდეს ნორმალურად , ალბათ შეუცვლელი ელემენტები იქნებოდა .
მატრი – 6 – გოლის გარდა , პრინციპში არაფერი საინტერესო არ გაუკეთებია .
დელ პიერო ( 76 წუთიდან ) – 6 – არაჩვეულებრივი გადაცემა გაუკეთა ვიდალს .
ვუჩინიჩი – 6 – საგოლე ეპიზოდი შექმნა , მაგრამ მანამდე საკმაოდ მსუბუქად გამოიყურებოდა . გაცილებით აგრესიული და თამამი უნდა იყოს მოედანზე .
ვიდალი ( 54 წუთიდან ) – 6 – მისმა გამოჩენამ მოედანზე , გუნდს ენერგია , პრესინგი და შემტევი პოტენციალი შესძინა . სამწუხაროა , რომ ვერ მოახერხა 100 % მომენტის რეალიზება .
ჯიაკერინი – 6 – შედარებით უკეთესად ასპარეზობდა ვიდრე პარმასთან . აწოდებს რამდენიმეჯერ საჯარიმოში და მონაწილეობას იღებს საგოლე იერიშში .
წყარო : La Stampa
ჩათში ვერ გავაკონტროლებ საუბარს და 1000 უაზრო რაღაც დიალოგი წავა რომელიც საბოლოო ჯამში საიტის იმიჯზე ძალიან უარყოფითად იმოქმედებს
ხო მართალია,მარა რაგაც ასეთი კი კაი იქნებოდა,აი სკაიპის ან ფბ-ის ცჰატის მსგავსი,ონლაინსჰი რომ ხედავდე ვინაა და პირადში მაინც მისწერო
დათკა
დავით,ერთი იდეა მაქვს,ხშირად შემოვსულვარ,რარაც მაინტერესებდა და ონლინე ვინაა ვერ გამიგია რომ მიმეწერა და არ შეიძლება ერთი პატარა საერთო ჩათივით გაკეთდეს?კომენტარებში რომ არ ვილაპარაკოთ ხოლმე
გეთანხმები )) რავანელი გაცილებით სხვა ტიპის ფეხბურთელი იყო )) მემგონი ზუსტად ავსახე ის რასაც წარმოადგენდა
იაკინტას უკეთესი ვარიანტი … უკეთესი სკილებით , მაგრამ მეგა სტარი და ტოპ დონე არ იყო ნაღდად
ტრეზეგეს ნაირი პოზიციის შერჩევა და ფინიშინგი რავანელის კი არა იუვენტუსის იმ დროინდელ არცერთ ფორვარდს არ ჰქონია . ნუ ალექსას არ ვთვლი , მაგრამ არც ვიალი და არც რავანელი არ იყო დავითას დონე
სტატისტიკა ავიღოთ და დავთვალოთ,რამდენ ტამაშში რამდენი გოლი აქვს გატანილი ტრეზეგეს და იმ ტამაშებში რამდენჯერ შეხებია ბურთს სულ,ამით პირველია მსოფლიოში,კაცი 3 ჯერ ეხებოდა ბურთს და 2 გოლს იტანდა :))
ტრეზეგემ იუვესი კი არა მსოფლიო ფეხბურთში შექმნა ეპოქა,კველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრ-ფორვარდია,რასაც რავანელიზე ვერ ვიტყვით,რავანელი ძალიან მაგრად მევასებოდა მარა უფრო მისი ქარიზმატული პიროვნების და თამაშის სტილის გამო
დათკას უსმინეთ,მაგარი ჩახედულია ფეხბურთში…გეთანხმები დავით ყველაფერში..ჯოვინკოს დედაც და აქეთ გროსოსიც.მორჩით ამ ჯოვინკოზე ლაპარაკს რა.ტიპი ფარჩაკია და მორჩა.პარმას იქით ეგ ვერ წავა.დიდი დიდი პალერმომ დაიმატოს:D ტირიბოკის პონტში გაიჩითება,ბოლოს იმოგზაურებს ყველა იტალიის დაბალ გუნდში :D :D
კომენტარს გავაკეთებ ასევე საუკეთესო 11-თან დაკავშირებით – ადამიანს მოსწონდა ის ფეხბურთელები და შეიყვანა საკუთარი სურვილით , არავისთვის თავზე არ მოუხვევია და რამე პრობლემაა ამასთან დაკავშირებით ? სტატისტიკას რო იშველიებ ისე და მაგრად ერკვევი ციფრებში , ერთი შემახსენე იგივე რავანელის რა შედეგი აქვს ტრეზეგესთან ? ანუ რამდენ რამდენი აქვთ გატანილი ბურთები ? ძალიან მაინტერესებს ) მე რავანელის თამაში ბუნდოვნად , მაგრამ მაინც მახსოვს ) ძალიან კარგი ფორვარდი იყო და ყველაფერი, მაგრამ ჩემი პირადი აზრია რომ იაკინტას ტიპის ჩუვაკი იყო ) ანუ მებრძოლი , ტარანი და რამე ) პლიუს შედარებით მაღალი კლასის მქონე )) ტრეზეგეს თავისი ეპოქა ჰქონდა და ლეგენდარული გახდა მართლაც… Read more »
ოჰო ) უყურე ))) ეს რა ლაპარაკია ეხლა ვერ გავიგე ) ერთმა თუ არჩივნა მეორეს რამე ეს ნიშნავს რომ შენ გარდა ყველას ესმის ფეხბურთი ? საერთოდ ეს ქართველებს რატომ გვახასიათებს რა ) ზემოდან რატო უნდა მიყურო ან შენ ან ვინმე სხვამ ? მე მაგალითად არავის არ ვუყურებ ზემოდან ) რაც შეეხება დელ პიეროზე 278 გოლს უწერთ და ასე შემდეგო ) კონკრეტული ახსნა უწერია რატომაც აქვს მაგდენი ) კონკრეტული გათამაშებების განმავლობაში უფიქსირდება კონკრეტული ციფრი ) და საერთოდ ვფიქრობ ციფრების გამო არ უნდა თქვა რომ შენ კონკრეტულად ვინმეზე ზედმეტი ხარ საფეხბურთო თვალსაზრისით : ) ბუფონი შარშან არ იყო სასურველ ფორმაში და სტორარი… Read more »
პრინციპში რა უნდა ვთქვა?როცა შარშან ბუფონს სტორარი გერჩივნათ ! ,როცა ლიხშტაინერი უკვე დანი ალვეშზე და რამოსზე მაგარია,როცა დე ჩელიეს შარშან ყველა აგინებდა და ახლა მაგარია,როცა თამაშამდე ბევრს მარცხენა მცველად ჯაკერინი !!! და ვიდალი ყავდა წარმოდგენილი და გროსოზე რას არ იძახდნენ,როდესაც საუკეთესო 11-ში ფერარა არ შეგყავს და შეგყავს ბირინდელი!,ძამბროტა არა და პესოტო კი,არც კონტე,არც ზიდანი და არც ვიალი ან რავანელი,თურმე ტრეზეგე ჯობდა ამათ,ან კამორანეზი,მიუხედავად იმისა რომ ორივეს დიდ პატივს ვცემ და ამის მერე რატომ უნდა გამიკვირდეს,რომ ჯაკერინი,პეპე და ესტიგარიბია სებას(ჯოვინკოში არაა საქმე,უბრალოდ მომყავს მაგალითზე) გირჩევნიათ?რომ მარკიზიოს შარშან მელო და სისოკო ერჩივნა ბარეორს?რომელ ფეხბურთის ცოდნაზეა საქმე?როცა დელ პიეროს ორას რაღაცა გოლს უწერთ,როდესაც… Read more »
არ მოგწყინდათ ამ ჯოვინკოზე კამათი, ფაქტია კონტეს სურდა მისი დაბრუნება და თვითონ არ ისურვა სებამ, არ უნდოდა ბიჭს იუვენტუსში დაბრუნება, პარმას ლიდერობა და სერია A – ში დარჩენისთვის ბრძოლა ურჩევნია..
სატრანსფერო პოლიტიკას კიდევ ვინც აკტირიკებს..უკომენტაროდ
turkisha
რანიერი ცუდი მწვრთნელი ნამდვილად არ არის და ახალგაზრდების გავარსკვლავება ნამდვილად შეუძლია
რაც შეეხება კონტეს , არასწორი ინფორმაცია გაქვს . სატრანსფერო ფანჯარა უშუალოდ კონტეს ხელმძღვანელობით წავიდა და ვისზეც თქვა მინდაო ყველა მოიყვანეს და დამიჯერე მაგას რო მართლა ნდომებოდა ჯიოს დაბრუნება , არავინ არაფერს არ დაუბლოკავდა , ამიტომ ეს არგუმენტი ძალიან სუსტია დისკუსიისთვის
მეორე არგუმენტი თითქოს ორი გოლი და რამდენიმე ასისტი გააკეთა , ეგეც სისულელეა , ფერარას პერიოდში იმ დროს არც ასისტი დაუდია და არც გოლი გაუტანია !
მერედა რას მივაღწიეთ რანიერის ან ფერარას ხელში თუ ასეთი მაგარი მწვრთნელები იყვნენ?…სხვათა შორის კონტეს უნდოდა თავიდან სებას დაბრუნება,კარგად გადავხედოთ მისი მოსვლის პერიოდს,მაგრამ მერე რაღაც მოხდა,ის რაღაც არ ვიცი რა არის,მაგრამ,ვიღაცას,ალბათ მთავარს,მაგრად არ ევასება სება და დაიმატეს ჯაკერინი….პრანდელი კი მგონი ფერარასაც სჯობს და რანიერისაც,ხედავს კაცი რომ გამოსაყენებელია და იძახებს…თან ვერ გამოიყენაო ამბობ,არადა მაგ დროს,სულ რაღაც 5-6 თამაშში 2 გოლი და სამი პასი გააკეთა,მეტი არ აცადეს….კიდევ ხშირად გამოჩნდება რომ არ იყო გასაშვები და მერე ვილაპარაკოთ…..ახლა კი გავედი,აღარ მინდა ამაზე ლაპარაკი,ყველას წარმატებებს გისურვებთ…
ხანდახან ისეთ სასწაული რამეეები მესმის რო რავი რა ვინც არ უნდა მოვიდეს იუვეში პირველივე მატჩს ჩაატარებს რომელიმე ფეხბურთელი და ეგრევე განაჩენი გამოაქვს ზოგიერთებს არ ვარგა და აუ ეს ვინ ვიყიდეთ და რაა არი ბურთი ვერ გაუჩერებია და ასე შემდეგ, თქვენ რა გგონიათ ყველაფერი ეგეთი ადვილია !!!
თქვენ ამ ზეზონში კონკრეტული ფეხბურთელების ნახვა გაგიხარდებოდათ მოედანზე? და 1 კონკრეტულ ფეხბურთელს გულშემატკივრობთ თ მთლიანად გუნდს? რა დროს ტრანსფერების დაწუნებაა მთავარია შედეგი და მომავლის იმედი არის, კონტეს თ ასე უყვარს ჯაკერინი, მაშინ თუ უნდა 11 ჯაკერინი დააყენოს მოედანზე, ოღონდ შედეგი იყოს
ნუ ეგ ერთი რო სიენა ზონას კეტავდა და საკმაოდ კომპაქტურად თამაშობდა და მეორეა ის , რომ იტალიაში საშინელი თავსხმა წვიმა იყო ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში . ბურთი არც დაგორავდა ნორმალურად ვერ დააკვირდით ?
სიენამ ითამაშა ძაან ჩაკეტილი თამაში და მაგიტომაც წავიდა ეგეთი თამაში ნუთუ ასეთი რთულია ამის მიხვედრა