ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

” სიენა ” 0-1 ” იუვენტუსი ” ( ფეხბურთელების შეფასებები )

გთავაზობთ , ტურინის  ” იუვენტუსის ” ფეხბურთელების შეფასებებს , ” სიენასთან ” ჩატარებული მატჩის შემდეგ …

ბუფონი – შეფასების გარეშე – ვფიქრობ , ყველაზე სახიფათო ფორვარდი იყო სიენას რიგებიდან . მატჩის მიწურულს , მეტოქეს კინაღამ იდეალური შანსი აჩუქა ანგარიშის გასათანაბრებლად .

Буффон

ლიხტშტაინერი – 6.0 – ისეთივე ზუსტია , როგორც შვეიცარიული საათი , თუმცა ყოველგვარი ფანტაზიის გარეშე ასპარეზობდა .

Кьеллини

ბარძალი – 6.5 – ბრწყინვალე ფორმაშია როგორც ჩანს . ართმევს ბურთს კალაიოს , რომელიც ერთი ერთზე რჩებოდა ბუფონთან .

Барцальи

კიელინი – 6 – იბრძვის გაცისთან , გონსალესთან დაწყებული აყალმაყალის გამო მსაჯმა ის დაინდო . მოედანს კი ტრავმის გამო ტოვებს .

Кьеллини

ბონუჩი ( 57 წუთიდან ) – 6 – საიმედოდ თამაშობდა .

Бонуччи

გროსო – 6.5 – მორიგი შემთხვევაა , როდესაც ფაბიო გუნდის სასტარტო შემადგენლობაში ჩნდება მაშინ , როდესაც კლუბი მის მოშორებას ცდილობდა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში . საიმედოა , კარგად კეტავდა ბრიენცას .

Гроссо

მარკიზიო – 6.5 – ისეთივე კარგი არ არის , როგორც პარმასთან შეხვედრაში , ძირითადათ დაცვითი ფუნქციებით მოქმედებდა .

Маркизио

პირლო – 6.5 – მეტოქე მის წინააღმდეგ , ამჯერად უფრო მჭიდროდ თამაშობდა , სწორედ ამიტომაც არ იყო ისეთივე ეფექტური როგორც პარმასთან . თუმცა , თამაში მაინც მის გარშემო მიმდინარეობს . სახიფათოდ ურტყავს მეტოქე კარის მიმართულებით და არიგებს სახიფათო გადაცემებს .

Пирло

პეპე – 6.5 – მაქსიმუმს იღებს . აი ჩაწოდება რომ გამოსდიოდეს ნორმალურად , ალბათ შეუცვლელი ელემენტები იქნებოდა .

Пепе

მატრი – 6 – გოლის გარდა , პრინციპში არაფერი საინტერესო არ გაუკეთებია .

Матри

დელ პიერო ( 76 წუთიდან ) – 6 – არაჩვეულებრივი გადაცემა გაუკეთა ვიდალს .

Дель Пьеро

ვუჩინიჩი – 6 – საგოლე ეპიზოდი შექმნა , მაგრამ მანამდე საკმაოდ მსუბუქად გამოიყურებოდა . გაცილებით აგრესიული და თამამი უნდა იყოს მოედანზე .

Вучинич

ვიდალი ( 54 წუთიდან ) – 6 – მისმა გამოჩენამ მოედანზე , გუნდს ენერგია , პრესინგი და შემტევი პოტენციალი შესძინა . სამწუხაროა , რომ ვერ მოახერხა 100 % მომენტის რეალიზება .

Видаль

ჯიაკერინი – 6 – შედარებით უკეთესად ასპარეზობდა ვიდრე პარმასთან . აწოდებს რამდენიმეჯერ საჯარიმოში და მონაწილეობას იღებს საგოლე იერიშში .

Джаккерини

წყარო : La Stampa

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

70 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
david alkhanishvili
12 years ago
Reply to  Dutch

ხო მართალია,მარა რაგაც ასეთი კი კაი იქნებოდა,აი სკაიპის ან ფბ-ის ცჰატის მსგავსი,ონლაინსჰი რომ ხედავდე ვინაა და პირადში მაინც მისწერო

david alkhanishvili
12 years ago

დათკა
დავით,ერთი იდეა მაქვს,ხშირად შემოვსულვარ,რარაც მაინტერესებდა და ონლინე ვინაა ვერ გამიგია რომ მიმეწერა და არ შეიძლება ერთი პატარა საერთო ჩათივით გაკეთდეს?კომენტარებში რომ არ ვილაპარაკოთ ხოლმე

david alkhanishvili
12 years ago
Reply to  Dutch

სტატისტიკა ავიღოთ და დავთვალოთ,რამდენ ტამაშში რამდენი გოლი აქვს გატანილი ტრეზეგეს და იმ ტამაშებში რამდენჯერ შეხებია ბურთს სულ,ამით პირველია მსოფლიოში,კაცი 3 ჯერ ეხებოდა ბურთს და 2 გოლს იტანდა :))

david alkhanishvili
12 years ago

ტრეზეგემ იუვესი კი არა მსოფლიო ფეხბურთში შექმნა ეპოქა,კველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრ-ფორვარდია,რასაც რავანელიზე ვერ ვიტყვით,რავანელი ძალიან მაგრად მევასებოდა მარა უფრო მისი ქარიზმატული პიროვნების და თამაშის სტილის გამო

gio markoza
12 years ago

დათკას უსმინეთ,მაგარი ჩახედულია ფეხბურთში…გეთანხმები დავით ყველაფერში..ჯოვინკოს დედაც და აქეთ გროსოსიც.მორჩით ამ ჯოვინკოზე ლაპარაკს რა.ტიპი ფარჩაკია და მორჩა.პარმას იქით ეგ ვერ წავა.დიდი დიდი პალერმომ დაიმატოს:D ტირიბოკის პონტში გაიჩითება,ბოლოს იმოგზაურებს ყველა იტალიის დაბალ გუნდში :D :D

vaxo turqadze
12 years ago

პრინციპში რა უნდა ვთქვა?როცა შარშან ბუფონს სტორარი გერჩივნათ ! ,როცა ლიხშტაინერი უკვე დანი ალვეშზე და რამოსზე მაგარია,როცა დე ჩელიეს შარშან ყველა აგინებდა და ახლა მაგარია,როცა თამაშამდე ბევრს მარცხენა მცველად ჯაკერინი !!! და ვიდალი ყავდა წარმოდგენილი და გროსოზე რას არ იძახდნენ,როდესაც საუკეთესო 11-ში ფერარა არ შეგყავს და შეგყავს ბირინდელი!,ძამბროტა არა და პესოტო კი,არც კონტე,არც ზიდანი და არც ვიალი ან რავანელი,თურმე ტრეზეგე ჯობდა ამათ,ან კამორანეზი,მიუხედავად იმისა რომ ორივეს დიდ პატივს ვცემ და ამის მერე რატომ უნდა გამიკვირდეს,რომ ჯაკერინი,პეპე და ესტიგარიბია სებას(ჯოვინკოში არაა საქმე,უბრალოდ მომყავს მაგალითზე) გირჩევნიათ?რომ მარკიზიოს შარშან მელო და სისოკო ერჩივნა ბარეორს?რომელ ფეხბურთის ცოდნაზეა საქმე?როცა დელ პიეროს ორას რაღაცა გოლს უწერთ,როდესაც… Read more »

Gio Darja
12 years ago

არ მოგწყინდათ ამ ჯოვინკოზე კამათი, ფაქტია კონტეს სურდა მისი დაბრუნება და თვითონ არ ისურვა სებამ, არ უნდოდა ბიჭს იუვენტუსში დაბრუნება, პარმას ლიდერობა და სერია A – ში დარჩენისთვის ბრძოლა ურჩევნია..

სატრანსფერო პოლიტიკას კიდევ ვინც აკტირიკებს..უკომენტაროდ :blin:

vaxo turqadze
12 years ago

მერედა რას მივაღწიეთ რანიერის ან ფერარას ხელში თუ ასეთი მაგარი მწვრთნელები იყვნენ?…სხვათა შორის კონტეს უნდოდა თავიდან სებას დაბრუნება,კარგად გადავხედოთ მისი მოსვლის პერიოდს,მაგრამ მერე რაღაც მოხდა,ის რაღაც არ ვიცი რა არის,მაგრამ,ვიღაცას,ალბათ მთავარს,მაგრად არ ევასება სება და დაიმატეს ჯაკერინი….პრანდელი კი მგონი ფერარასაც სჯობს და რანიერისაც,ხედავს კაცი რომ გამოსაყენებელია და იძახებს…თან ვერ გამოიყენაო ამბობ,არადა მაგ დროს,სულ რაღაც 5-6 თამაშში 2 გოლი და სამი პასი გააკეთა,მეტი არ აცადეს….კიდევ ხშირად გამოჩნდება რომ არ იყო გასაშვები და მერე ვილაპარაკოთ…..ახლა კი გავედი,აღარ მინდა ამაზე ლაპარაკი,ყველას წარმატებებს გისურვებთ…

lasha naxucrishvili
12 years ago

ხანდახან ისეთ სასწაული რამეეები მესმის რო რავი რა ვინც არ უნდა მოვიდეს იუვეში პირველივე მატჩს ჩაატარებს რომელიმე ფეხბურთელი და ეგრევე განაჩენი გამოაქვს ზოგიერთებს არ ვარგა და აუ ეს ვინ ვიყიდეთ და რაა არი ბურთი ვერ გაუჩერებია და ასე შემდეგ, თქვენ რა გგონიათ ყველაფერი ეგეთი ადვილია !!!

Di Francesco # 1
12 years ago

თქვენ ამ ზეზონში კონკრეტული ფეხბურთელების ნახვა გაგიხარდებოდათ მოედანზე? და 1 კონკრეტულ ფეხბურთელს გულშემატკივრობთ თ მთლიანად გუნდს? რა დროს ტრანსფერების დაწუნებაა მთავარია შედეგი და მომავლის იმედი არის, კონტეს თ ასე უყვარს ჯაკერინი, მაშინ თუ უნდა 11 ჯაკერინი დააყენოს მოედანზე, ოღონდ შედეგი იყოს

lasha naxucrishvili
12 years ago

სიენამ ითამაშა ძაან ჩაკეტილი თამაში და მაგიტომაც წავიდა ეგეთი თამაში ნუთუ ასეთი რთულია ამის მიხვედრა

| Newsphere by AF themes.
70
0
Would love your thoughts, please comment.x