ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ბონუჩი: ” წინ “იუვე! “

ალესანდრო დელ პიეროსა და ლეონარდო ბონუჩის თქმით, “იუვენტუსის” მიერ სიცილიაში აღებულ ქულას დიდი ფასი აქვს. მართალია, “ბიანკონერებმა” ორი ქულა დათმეს, თუმცა “კატანიასთან” გასვლით შეხვედრაში გამარჯვება არც ისე მარტივი ამოცანაა. კვირის დაპირისპირებაზე დელ პიერო საუბრობს: ” ეს რთულ მატჩში აღებული ძვირფასი ქულაა. როცა ვერ ვიგებთ, ცხადია, ყოველთვის იმედგაცრუებულები ვართ, თუმცა ამ ქულამ საშუალება მოგვცა სატურნირო ცხრილის ზედა საფეხურზე დავრჩენილიყავით. ” -რამდენიმე სიტყვით გასულ შეხვედრას ბონუჩიც შეეხო: ” კარგი მატჩი იყო, თუმცა საწყენია, რომ ქულები დავკარგეთ. ვფიქრობ, ჩვენს მეტოქეებს უნდა შევაქოთ, ყოჩაღ “კატანია”! ახლა დაშვებული შეცდომები უნდა გავაანალიზოთ და შემდეგ მატჩებს საკუთარი ძალების მეტი რწმენით, ენთუზიაზმითა და თავდაჭერილობით შევხვდეთ. მუშაობა, მუშაობა, რწმენა და კიდევ ერთხელ მუშაობა! ეს ჩემი დევიზია, Forza Juventus!

წყარო: football italia

25 thoughts on “ბონუჩი: ” წინ “იუვე! “

      1. ბაზარი არაა,მე მოვდივარ,ოღონდ სად შევიკრიბოთ?ადრე თავისუფლებაზე მგონი,იყო ასეთი ტოტალიზატორი “juventus” და ახლაც თუ არის იქ წავიდეთ…

  1. 1 ქულა დამაკმაყოფილებელი ნამდვილად არაა იუვესნაირი გუნდისთვის რავი წაგებას ფრე ჯობია :givi: იუვენტუს ქონდა შანსი 2 ქულით გაესწრო უდინეზესთვის

  2. უი ხოო აგერ ბონუჩის გამოჩენაზე გამახსენდა.. ნეტავ კონტე არ აპირებს შანსის მიცემას. თან კიელინი საშინლად გამოიყურება. ცოტა დასვენება და დასკვნების გაკეთება არ აწყენდა

  3. თამაში იქნება ისეთი რო გალიანი არ აიყვანს ხელში ბერლუსკონის!
    თუ ასე მძინარე მზეთუნახავა იქნება იუვე როგორც კალიარისთან პირველ ტაიმში რთულად იქნება ჩვენი საქმე. მობილიზებურად თუ ითამაშეს აუცილებლად მოიგებენ, აქვს იუვეს რესურსი.

  4. თალია წინა თამაში ჩააგდო კიელინიმ მარა ბინუჩი ბარძალის ნდობა მაინც არ შეიძლება ცენტრში, თან ჯიჯიც ისეთი აღარაა როგორიც იყო, ამიტო კიელინი მაინც იმედია გუნდისთვის დაცვის ცენტრში
    ვნახოთ ბონუჩი კიდე თუ გაიდირკება კასანოსგაგ, მემგონია არა

    1. ეგრე ამ ბოლო ხანს ჯორჯოს,ვისაც არ ეზარება,ყველა რაღაცას უკეთებს,მაგრამ ხომ არ უნდა ვთქათ რომ არ ვარგა?,თან უბრალოდ იმას ვამბობ,რომ შეიძლება კიელინი მარცხენა ფლანგზე უფრო გამოგვადგეს,ვიდრე გროსო და დე ჩელიე არიან…ამ ეტაპზე რა თქმა უნდა და მერე იმედია იყიდიან ნორმალურ მარცხენა მცველს…არადა რატომგაც მაინც მჯერა დე ჩელიესი და რატო არ ვიცი :):):)

      1. მილანთან კიელინისთვის პოზიციის შეცვლა ჩემი აზრით ავტომატურად წაგებას ნიშნავს, მგონია რო მილანი მაინც გაგვიტანს უბრალოდ ჩვენ ერთით მეტს გავიტანთ :chuvak:

        1. ხო,ეგ თამაში “კი” დაჯდება ჩემი აზრით…მართალი ხარ,ახლა სარისკოა,მაგრამ ჩემი აზრით საუკეთესო გამოსავალია დღესდღეობით,წინ არ წავა ჯორჯო და ფაქტიურად მესამე ცენტრალური მცველი იქნება,იქეთ კიდევ ლიხტას ექნება მეტი დრო შეტევებისთვის,რავი,ჩემი აზრი ასეთია რა…

          1. არაკიელინი ბევრჯერ შეცდა და კონტე თუ რამე უკეთესს გამოუძებნის კაი იქნება, მარა ამ თამაშში უფრო მნიშვნელოვანი კიელინის გამოცდილება და კლასი უფრო მნიშვნელოვანი იქნება ვიდრე მისი ამჟამინდელი ფორმა, ეს რო კატანია იყოს მაშინ შეიძლება ექსპერიმენტის გაკეთება

  5. მინდა ბონუჩიც ვნახო საქმეში ისევ,მარცხენა ფლანგის გადამკიდე იმედია კონტე გადაწევს კიელოს მარცხნივ და ბონუჩი-ბარცალის დუეტს ვიხილავთ ცენტრში,იმედი მაქვს გაამართლებენ…

    1. :up: არარის ცუდი აზრი , მეც მინდა ეგრე იყოს, თან კიელინიც შედარებით აქტიურად ჩაერთვება შეტევაში და დაეხმარება გუნდს ,,, როცა საჭირო გახდება ცენტრშიც შემოიწევს და რავიცი მგონი კაი აზრია :yes:

  6. არა მილანის დონის გუნდთან, ზლატანისა და კასანოს წინააღმდეგ მაინც კიელინი – ბარძალის წყვილს ამჯობინებს, ისე კი ლეო მაგარი კაცია უყვარს იუვე და იმედი მაქვს, კონკურენციის დაძლევას მოახერხებს..

  7. მე მილანთან ბონუჩი ბარძალის დუეტი მიდნა , კიელინი კი მევასება მაგრად მარა ბოლო დროს შეცდომებს უშვებს და ასე აღარ შეილება რა :blin:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.