ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ელია: ” დამაკმაყოფილებელი დებიუტი მქონდა “

შესაძლოა ელჯერო ელია “იუვენტუსის” მაისურით სხვანაირ დებიუტს ისურვებდა, თუმცა გამართულმა შეხვედრამ ცხადყო, ჰოლანდიელს ბევრი მუშაობა მოუწევს. “კატანიასთან” შეხვედრაში ელია არც ისე დამაჯერებლად გამოიყურებოდა, რისი ლოგიკური გაგრძელებაც მისი პეპეთი შეცვლა გახდა: ” რთული ჩემპიონატია. იტალიაში გერმანიისგან რადიკალურად განსხვავებული ფეხბურთია. საერთო ჯამში, ჩემს დებიუტს დამაკმაყოფილებლად მივიჩნევ. ” -აღსანიშნავია, რომ განაპირა ნახევარმცველს ნერვიულობა ეტყობოდა, საფეხბურთო სპეციალისტების ნაწილიც უსახურ თამაშს სწორედ ამას მიაწერს. შემდეგ მატჩს ტურინის “იუვენტუსი” “მილანის” წინააღმდეგ 2 ოქტომბერს გამართავს.

წყარო: tuttomercatoweb

13 thoughts on “ელია: ” დამაკმაყოფილებელი დებიუტი მქონდა “

  1. ეს კაცი კიდევ ერთი მარგალიტი შენაძენია მაროტასი. უბრალოდ იმ კომენტარების შემდეგ რაც ამან გააკეთა იუვეზე მარტო მაგიტომ არ უნდა ეყიდა.

  2. ძალიან კარგია დიდი ბრძოლა მოუწევს როგორც ელიას ისევე ნებისმიერ ფეხბურთელს ძირითადში ადგილის მოსაპოვებლად..ელჯერო ახალგაზრდაა, იტალიურ ფეხბურთთან ჯერ კარგად ადაპტირებული არაა და ძირითადში თამაში ცოტა რისკი იყო, მაგრამ ეგ არაფერი ;) შეცვლებზე უნდა შემოვუშვათ ჯერ თამაში რომ გააქტიუროს, იმედია მილანთან კარგად წაგვივა საქმე და ელჯეროს შანსი მიეცემა :up: მე მჯერა ამ კაცის :juvee:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.