ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

იუვენტუსის ტიფოზერია : ” ბრძოლა ” ფარსოპოლის ” წინააღმდეგ ”

” 2 ოქტომბერს გაიმართება , მშვიდობიანი აქცია , რომელიც კიდევ ერთხელ დაანახებს ყველას , რომ ” იუვენტუსის ” ტიფოზერია ერთიანია და ის ბოლომდე იბრძოლებს სამართლიანობის აღსადგენად ! “ – აცხადებენ გულშემატკივრები , რომლებსაც სურთ ორი , უკანონოდ ჩამორთმეული სკუდეტოს დაბრუნება . საპროტესტო აქცია დაგეგმილია კვირა დღეს , მანამ სანამ  ” იუვენტუსი ” – ” მილანის ” დაპირისპირება დაიწყება . ორგანიზატორები სტადიონის წინ შეიკრიბებიან , სადაც ჩატარდება კიდევაც დაგეგმილი ღონისძიება .

” ხუთი წლის შემდეგ , როგორც იქნა , ანდრეა ანიელის სახით , გამოჩნდა ადამიანი , რომელიც ახალი მიდგომით იბრძოლებს სამართლიანობის მისაღწევად .  ის ასრულებს ტიფოზების სურვილს , რომლებიც ” ფარსოპოლის ” წინააღმდეგ იბრძვიან  .

ფაქტია , რომ კლუბის მიერ განხორციელებულმა ბოლო ნაბიჯებმა , პანიკაში ჩააგდო ის ადამიანები , რომლებიც იცავდნენ ” ფარსოპოლის ” .  მასმედიის მხრიდან კი საკმაოდ დიდი ზეწოლა ხორცეილდება იუვეზე .  ჩვენ თავიდანვე გვერდში ვედექით იმ ადამიანს , რომელიც იბრძოდა  ღირსების აღსადგენად , მას სურდა გაექრო  ის საშინელება რაც ბოლო პერიოდში დაატყდა გუნდს : ლუჩიანო მოჯის ! ჩვენ ასევე ვიქნებით იმ ადამიანების გვერდით , რომლებიც იზიარებენ , გუნდის ყოფილი სპორტული დირექტორის აზრს და მხარს უჭერენ მის პროტესტს .

ნეაპოლში მიმდინარე სასამართლო პროცესი , ნათლად ადასტურებს იმ ფაქტს , რომ ” იუვენტუსი ” მიზან მიმართულად იქნა დასჯილი იმის გამო , რაც გუნდს არ ჩაუდენია . უმჯობესი იქნება ყველამ გაიგოს ჩვენი პოზიცია : ჩვენ ვითხოვთ დაგვიბრუნონ ორი სკუდეტო !!!

2 ოქტომბერს გვსურს ვანახოთ მთელს მსოფლიოს , რომ იუვენტუსის ტიფოზერია ერთიანია და ეს ყველაფერი მანამ გაგრძელდება , სანამ ბიანკონერი სამართლიანობისთვის იბრძოლებს ! დღეს , ისე როგორც არასდროს უნდა ვეცადოთ , რომ ჩვენი ხმა ყველამ გაიგონოს . მსოფლიომ უნდა დაინახოს შემდეგ რამ : ” ხელები შორს იუვენტუსისგან !!! ”

წყარო : TuttoJuve

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

10 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
mamuka makharadze
12 years ago

ბოლომდე ტიფოზებოო. საშუალება არ არი თორე თქვენს გვერდით მიგულეთ… :forza: :forza: :forza: :forza: :achuu: :achuu: :love: :love: :love:

12 years ago

ბიჭებო 2 ოქტომბერს ჩვენც ხო არ შევკრებილიყავით სადმე და ხომ არ გაგვემართა აქცია?

12 years ago
Reply to 

მშვიდობიანო აქცია

Nika Beraia
12 years ago

:juvee:

12 years ago

ამ კალჩიოპოლმა დაღუპა რა სერია ა :loool: :loool:

12 years ago

ადრე თუ გვიან ეგ სიმართლე დამტკიცდება… არ იქნება სულ მილანელების ხანა…

12 years ago

:forza: :forza: :forza:

აკაკი მეტრეველი

ეს ცვეტში ფეისბუქზე უნდა დავაგდო ჩანაწერებში და შევინახო

vaxo turqadze
12 years ago

F O R Z A

J U V E E E E E E E E

:forza: :forza: :forza:

:juvee: :juvee: :juvee:

12 years ago

წავიდეთ! :juvee: :forza:

| Newsphere by AF themes.
10
0
Would love your thoughts, please comment.x