ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

აგენტი: “კიელინი განტევების ვაცი არაა “

ჯორჯო კიელინის საკუთარი აგენტი კრიტიკოსებისგან იცავს. 27 წლის მცველი ბოლო შეხვედრებში არადამაჯერებლად გამოიყურებოდა, რასაც ჟურნალ-გაზეთებში საკუთარი წილი გამოხმაურება მოჰყვა: ” ჯორჯოს თავისი როლის ცუდად შესრულებაში ადანაშაულებენ, თუმცა ეს გადაჭარბებულია და განტევების ვაცის ძიებას ჰგავს. მას დაცვა არ სჭირდება, რადგან რთული პერიოდის დროს მუდამ მაქსიმუმს აკეთებდა, საკუთარი სახე არასდროს დაუმალავს და გუნდშიც ყოველთვის საუკეთესოთა შორის იყო. ესეც რომ არა, მასიმო ბერგასიოს გოლი მისი ბრალი სულაც არ ყოფილა, როცა თავდამსხმელი ზურგსუკნიდან თამაშობს, ბევრს ვერაფერს გააკეთებ. ერთადერთი შეცდომა მატჩის მიწურულს სუაზოსთან ეპიზოდი იყო, თუმცა, გამოდის, კიელინის შეცდომას არავინ პატიობს და “იუვეს” კრახიც მისი ბრალია. ახლა თავს მშვიდად გრძნობს, ცხადია, “კატანიასთან” მიღებული 4.5 (სარეიტინგო შეფასება) ნამდვილად არ გახარებია, თუმცა იცის, რომ ცხოვრებაში დადებითი და უარყოფითი მომენტები ერთმანეთს ცვლიან. მას ბევრად მეტი კრიტიკა ხვდა წილად, ვიდრე იმსახურება, იმედია ეს მალე დასრულდება. ” -აცხადებს დავიდე ლიპი.

წყარო: football italia

11 thoughts on “აგენტი: “კიელინი განტევების ვაცი არაა “

  1. სერიოზული ჩაგდებული თამაშები მე ბაჯოსიც მახსოვს, ვიალის, დეშამის, თვით პლატინისაც და ბევრი სხვა ლეგენდების-მაგრამ ეს ბუნებრივი მოვლენაა-არავინაა დაზღვეული კაზუსებისაგან, ამიტომ აქედან გამომდინარე ობსტრუქციული გამოსვლები ფრიად უსაფუძვლოა-ჯორჯო, გენიალური მცველია და ჭეშმარიტი იუვენტინო-ყველაფერი სამაგალითოდ იქნება, ჯორჯო მოწოდების სიმაღლეზე იქნება ისევ!!
    ფორცა იუვეე!! :juvee: :juvee: :juvee: :juvee:

  2. ბოლონიასთანაც მაგის ბრალი იყო და კატანისთანაც… რაც სიმართლეა ესაა… იმედი მაქვს 2 წლის წინ მოწინააღმდეგე გუნდის თავდასხმას სისხლს რომ უშრობდა აი ასეთს ვიხილავ აწი… :bicho:

  3. წინა თამაშში დე ჩელიემ მიქარა, ეს თამაში ჯორჯომ ჩააგდო. აი ამ ყველაფერს ქვია არადამაჯერებელი თამაში. ცოტა უნდა მოუმატონ ბიჭებმა, ისე არაფერი გამოვა :forza:

  4. ბოლო თამაშში ნამვილად აჭრილი იყო ჯორჯო… და ყველაფერს მას არავინ აბრალებს…

    ისე კი როგორც ჩანს დავიდე ლიპის მეტი საქმე არ აქვს, უბრალოდ რაღაცაზე საუბარი უნდოდა და კიელინი აირჩია…

  5. კიელინიზე მაგარი მცველი დღეს ვაბშე არაა და ერთი ორი შეცდომა თუ დაუშვა თამაშში ეგ არაფერს ნიშნავს, კავანარო რო კანავაროა მსოფლიოს საუკეთესოთ აღიარეს და რეალში ყველა თამაშში დირკავდნენ, მარა ეს იმას სულაც არ ნიშნავს რო მასზე მაგარი მცველი იყო. თუმცა კანავაროს კიელინისთან შედარებით სულაც არ აკრიტიკებდნენ :)

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.