აგენტი: ” კრასიჩს წასვლაზე არც კი უფიქრია “
ტურინის “იუვენტუსისა” და სერბეთის ნაკრების ნახევარმცველი მილოშ კრასიჩი ისევ ყურადღების ცენტრშია. ამჯერად ჟურნალ-გაზეთები მისი კანდიდატურით დაინტერესბული კლუბების შესახებ იუწყებიან. მიუხედავად გავრცელებული ინფორმაციისა, ვლადო ბოროზანი, ფეხბურთელის აგენტი, ყველაფერს უარყოფს და თვლის, რომ მისი კლიენტი ტურინში თამაშს იმსახურებს: “ გასულ ზაფხულს მილოშს წასვლის შესახებ არც კი უფიქრია, არავითარ შემთხვევაში! რაღაც ჭორები არსებობდა, თუმცა სინამდვილესთან არცერთ მათგანს არ ჰქონდა კავშირი. კრასიჩმა ბრწყინვალე თვისებები აჩვენა და დაამტკიცა, რომ “იუვენტუსში” თამაშს იმსახურებს.” –აცხადებს ბოროზანი.
მიდით ხო, დიეგო ხომ გაუშვით, ჯოვინკოც და ეხლა კრასიჩიც გაუშვით და პაციენცა-ჯაკერინი-პეპეთი ლიგასაც კი მოვიგებთ…
თფუიიიიიიიიიიიიიი
ესენი იმდენს იზამენ საკლუბო ფეხბურთის ფანი მანამ არ ვიქნები, სანამ წესიერი ხელმძღვანელობა არ მოვა!!!

კრასიჩს არ გაუშვებენ შანსი არაა
მაგარი სურათია,გამიკვირდა პეპემ სახე რომ არ აახია იმ მომენტში:mrgreen: ამას მგონი აჩმორებენ თან,ჯერ კონტემ..მერე პეპემ..კიდე კაი დავიდსი აღარ გვყავს თორე
პრესამ და ამის აგენტმა უკვე გაახურა საქმე… ლამის დამაჯერეს რო მართლა ფიქრობს წასვლაზე