ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ვუჩინიჩი : “მილანის წინააღმდეგ 3 ქულის აღებას ვგეგმავთ”

“კატანიასთან” მატჩში მონაწილეობა მირკო ვუჩინიჩმა დისკვალიფიკაციის გამო ვერ მიიღო, ახლა კი მონტენეგროელი ანტონიო კონტეს განკარგულებაში იმყოფება და როსონერისთან დაპირისპირებისთვის ემზადება.Corriere Dello Sport – მა “რომას” ყოფილ ფეხბურთელს საკმაოდ საინტერესო ინტერვიუ ჩამოართვა…

“ლეჩე” : “ჩემი იტალიური კარიერა 17 წლის ასაკში, სწორედ ლეჩეში დაიწყო.ამ გუნდთან ძალიან ბევრი და სასიამოვნო მოგონება მაკავშირებს, იქ შეძენილ მეგობრებთან კონტაქტი დღემდე მაქვს.”

“იუვენტუსი” : “მოხარული ვარ, რომ ამგვარი გადაწყვეტილება მივიღე, თანაგუნდელებმა შესანიშნავი დახვედრა მომიწყვეს.შემოთავაზება მქონდა ნაპოლისგანაც, დე ლაურენტისმა საკმაოდ საინტერესო წინადადებით მომმართა, მაგრამ ბიანკონერები ჩემი პირველი არჩევანი იყო.მილანი ? – სიმართლე გითხრათ, ბავშვობაში ამ გუნდს ვგულშემატკივრობდი, მაგრამ ეხლა ეს მხოლოდ წარსულია და კვირას, როსონერის წინააღმდეგ 3 ქულის მოპოვების იმედი მაქვს.”

“რომაში” მიღებული გამოცდილება : “კიდევ ერთხელ მადლობა მინდა გადავუხადო ფრანკო და როზელა სენსებს, რომლებმაც ლეჩეში თამაშისას ჩემი რომაში გადაბირება გადაწყვიტეს.დედაქალაქურ გუნდში ასპარეზობისას გარკვეულ ეტაპზე პრობლემები მქონდა, მაგრამ ეს კიდევ უფრო მეტ სტიმულს მმატებდა.ჩემი ყოფილი თანაგუნდელები დღემდე ჩემი მეგობრები არიან და მათთან ახლო ურთიერთობა მაქვს, მაგრამ ლუის ენრიკესა და ამერიკელების გუნდში მოსვლის შემდეგ მათ სამომავლო გეგმებში ვერ მოვხვდი, ამიტომ კარიერა იუვენტუსში განვაგრძე და ამით ბედნიერი ვარ.”

დეიან სავისევიჩი : “იგი ჩემი პირადი აგენტია და პირველად იუვენტუსისგან მიღებული შემოთავაზების შესახებ სწორედ მან მაცნობა.დეიანმა მითხრა, რომ ბებერი ქალბატონი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია, ახლა ამაში კიდევ უფრო დარწმუნებული ვარ.”

დელ პიერო და ტოტი : “ამ მოთამაშეებს შორის ბევრ საერთო თვისებას ვხედავ.ისინი გუნდების ლიდერები, ლეგენდები და სიმბოლოები არიან.როგორც ალესგან, ისე ფრანჩესკოსგან ბევრი საჭირო რჩევა მიმიღია, რაც მთავარია, ისინი კარგი ადამიანები არიან”.

წყარო : Tuttojuve

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

7 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
BESO BARAMIA
12 years ago

3-1 ვიგებთ :juvee: :juvee: :juvee: :juvee:

12 years ago

არ მაზო ეხა შენ რო გიყვარს ხოლმე

joni gagua
12 years ago

:forza: :forza: :forza:

Di Francesco # 1
12 years ago

მირკოს იმაზე მეტი შეუძლია ვიდრე აქამდე აკეთებდა, კონტემ უნდა აათამაშოს

merabchick
12 years ago

:forza: იუვე 2 – 1 მილანი :forza:

aleko jorjoliani
12 years ago

დელპისგან ადამიანობას და პროფესიონალიზმს ისწავლი ტოტისგან აფერისტობას ისწავლიდი,მაგრამ არამგონია კოჭებში გეტყობა არა :smile:

Nachke
12 years ago

ეგრე რა, კაცია და ტქვა ბავშვობაში მილანს ვგულშემატკივრობდიო, ასეთი სიმართლე ისეთ ტყუილს ჯობია

| Newsphere by AF themes.
7
0
Would love your thoughts, please comment.x