ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კიელინი : ” 16 წლის წინ იუვენტუსი – მილანის მატჩს დავესწარი”

Filo Diretto – ს მორიგი სტუმარი ტურინის “იუვენტუსის” მცველი, ჯორჯო კიელინი გახლდათ.იტალიელი მცველი გულშემატკივრების კითხვებს 30 წუთის განმავლობაში პასუხობდა : “ადრენალინი იზრდება, რაც უფრო ახლოვდება მატჩი, მით უფრო მონდომება იგრძნობა გუნდში.იტალიის ჩემპიონის წინააღმდეგ გვიწევს თამაში და წარმატებისთვის ბოლომდე ბრძოლაა საჭირო.”

“იბრაჰიმოვიჩი ? – მოდით, მოწინააღმდეგე გუნდის ერთ კონკრეტულ ფეხბურთელზე საუბრისგან თავი შევიკავოთ.იუვენტუსი გუნდური ბრძოლისთვის ემზადება.შემიძლია ვთქვა, რომ უპრინციპულესი მატჩისთვის მომზადება კარგად მიმდინარეობს.ახალმა სტადიონმა თითოეულ ფეხბურთელზე დიდი ზეგავლენა მოახდინა, მშენებლობის პროცესი არ მინახავს, თუმცა როცა არენას პირველად ვეწვია მივხვდი, რომ როგორც ბავშვი, საოცრების წინაშე ვიდექი.გულშემატკივრების ხმები ყოველთვის ყურში ჩამესმის.საშინაო მატჩებში, ტიფოზების შეძახილები იმდენად ხმამაღალი იყო, რომ თანაგუნდელებთან საუბარიც მიჭირდა.ერთმანეთთან კონტაქტი რომ გქონოდა, ან გვერდით უნდა მდგარიყავი, ან ძლიერად გეყვირა.”

“პირლო ? – ის გუნდის ლიდერია.ანდრეა გუნდს შეუერთდა თუ არა ყველა მიხვდა, რომ ის ფენომენალური ფეხბურთელია.

“საერთოდ, მილანთან მატჩს ყოველთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.მახსოვს, 11 წლის ვიყავი და დელე ალპიზე ამ გუნდებს შორის მატჩს დავესწარი, მილანელების მწვრთნელი მაშინ კაპელო იყო, ტურინელების კი ლიპი.მატჩი იუვენტუსის სასარგებლოდ, 4:1 დასრულდა.იმედი მაქვს, ამ უიქ ენდზე იგივე განმეორდება.

“ამჟამინდელი მდგომარეობით გუნდი კარგ ფორმაშია, შეცდომის შემთხვევაში, იუვენტუსს გააკრიტიკებენ.ამ შემთხვევაში ნებისმიერი ფეხბურთელი ცუდ სიტუაციაში მოხვდება, მაგრამ აუცილებელია სრული მობილიზირება.პირადად მე, მემაყება რომ იუვენტუსის მაისურით ვასპარეზობ.ბიანკონერებში ეს ჩემი მეშვიდე წელია, ტურინულ გრანდში გავიზარდე როგორც ფეხბურთელი და რაც მთავარია, როგორც ადამიანი.

“კონტეს დახასიათება ? – ცოტა უცნაური, მაგრამ სულით იუვენტინო.ის ენთუზიაზმი, რომელიც მან გუნდში მოიტანა, ენით აუღწერელია.ტაქტიკურად ანტონიო ძალიან ძლიერი სპეციალისტია, იგი დიდ ყურადღებას ამახვილებს ტაქტიკურ მონახაზზე და ცდილობს, გუნდმა მინიმალური რაოდენობის შეცდომები დაუშვას.რა შეიცვალა მისი მოსვლის შემდეგ ? – გასული წლისგან განსხვავებით, ახლა ევროთასებზე გამოსვლა არ გვიწევს და მხოლოდ ჩემპიონატზე ვფიქრობთ.ვვარჯიშობთ არა მხოლოდ მოედანზე, არამედ სპორტ დარბაზშიც.დაცვა ? – თითოეული მწვრთნელი დაცვის ხაზს სხვადასხვანაირად აღიქვამს.პრინციპში, განსხვავება მხოლოდ დეტალებშია…

“მიმდინარე სეზონი ? – ჩვენთვის დიდი სირცხვილია, ევროთასებზე რომ არ ვასპარეზობთ.ძალიან გვინდა, თასების რაოდენობა ამ სეზონში გავზარდოთ.ძალიან მომწონს ნაპოლი, თუმცა ამ გუნდზე დარწმუნებით საუბარი ჯერ რთულია.ვნახოთ, როგორ ითამაშებენ ისინი ჩემპიონთა ლიგაზე.რანიერი ? – რა თქმა უნდა უცნაურია, კლაუდიო და მისი შტაბი ნერიაძურიში…მილანი ამ მომენტისთვის სკუდეტოსთვის ბრძოლაში ფავორიტია, მაგრამ იმედი მაქვს, კვირას უმნიშვნელოვანეს ქულებს მოვიპოვებთ.

წყარო : Juventus.com


0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

5 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
12 years ago

ერთი 3-1 არ გვაწყენდა 1 ბურთიან სხვაობაზე ჩვენ დაცვაში ნერვები დაგვაწყდება და იმიტომ

koba rostiashvili
12 years ago

მთავარია მოიგოს იუვემ დიდ ანგარიშს რას ითხოვთ?

dito chanturia
12 years ago

imedia davamarcxebt didi angarishit da rac mtaaria kargi tamashit.. ise me piradad chempionobistvis brdzolashi napolis fro did konkrentad mivichnev vidre milans egeni ufro gadartlni arian ligaze, interze mgoni sabaric ar girs eg ligistvisac ver ibrdzolebs albat roma n ar vici 10elshi t mxvda egec kargi iqneba aseti tamashit

marchisio8
12 years ago

:forza: :forza:

G M
G M
12 years ago

ჩვენც იმედი გვაქ :forza:

| Newsphere by AF themes.
5
0
Would love your thoughts, please comment.x