ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კრასიჩი : “მილანთან მატჩისთვის მზად ვარ”

გასულ სეზონში მილოშ კრასიჩის პირველსა და მეორე გოლებს შორის სხვაობა მხოლოდ 20 წუთი იყო, იმ დღეს ტურინის “იუვენტუსმა” “კალიარი” 4-2 დაამარცხა, სერბმა ნახევარმცველმა კი აქტივში ჰეტ-ტრიკი ჩაიწერა.

დღეს “ცსკას” ყოფილმა გარემარბმა ინტერვიუ Rai Sport – ს მისცა : “მწყობრში ვარ.ჩემპიონატის დასაწყისში პრობლემები მქონდა, მოხარული ვარ, რომ ტრავმა მალე მოვირჩინე.კატანიასთან გოლმა ძალიან გამახარა, მაგრამ დიდ გუნდებში არ აქვს მნიშვნელობა ვინ გაიტანს, მთავარი გუნდური წარმატებაა.”

4 ტურის შემდეგ ბიანკონერებს 8 ქულა აქვთ და სატურნირო ცხრილის სათავეში იმყოფებიან : “კვირას ერთმანეთს ორი უდიდესი კლუბი დაუპირისპირდება, დარწმუნებული ვარ, სტადიონზე საოცარი ატმოსფერო იქნება.მატჩისთვის სერიოზულად ვემზადებით, ჩვენი თამაში უნდა ვითამაშოთ.გასულ წელთან შედარებით გუნდი გაძლიერდა, იუვენტუსმა ვუჩინიჩი, პირლო და ვიდალი შეიძინა.ამ ფეხბურთელების წყალობით ინტერს, მილანსა და ნაპოლის არ ჩამოვრჩებით.”

წყარო : Juventus.com

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

24 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
lexo doreuli
12 years ago
Reply to  Gio Darja

მართალი ხარ, მაგრამ მელო რომ შეგვენარსუნებინა და პირლო – მელოს ეთამაშათ ცენტრსი უკეთესი იქნებოდა. მელო დაცვით ფუნქციებსაც კარგად ითავსებს და არც პასი და შორიდან დარტყმა ეშლება.

Di Francesco # 1
12 years ago

არა უბრალოდ ერთი შანსი უნდა მიეცეს, იქნებადა ვიდალზე უკეთესია ზამენაზე, სასტავში კიდე მინიმუმ 2-3 სეზონი პირლო-მარკიზიო იქნება მუდმივად

Dutch
ადმინისტრატორი
12 years ago

სისოკომ ბოლო ორი სეზონი ითამაშა პაციენცაზე უარესად ! ეს ხომ ფაქტია არა ? არ იყო ის მომო რომელიც რანიერის პერიოდში ანგრევდა ყველაფერს მელო კი ბატონო , მაგრამ არანაირად სისოკო . სისოკომ სკამზე არ დავჯდებიო და ეხლა ეგ ვერც პირლოს გაუწევდა კონკურენციას და ვერც მარკიზიო / ვიდალს და შესაბამისად ადგა და წავიდა . გუნდი რომელიც ბურთის ფლობაზე აკეთებს აქცენტს , მოედნის ცენტრში სისოკოს ნაირი კადრი პრობლემატურია ! რატომ ? იმიტომ რომ ართმევა შეიძლაბე გამოსდის ,მაგრამ პასის გაკეთების დროს ტიპი იყო კატასტროფა ! შეიძლება ერთ ეპიზოდში რაღაც სერიოზული პადკატი დაეტო , მაგრამ შემდეგ , შეტევის დაწყების დროს მეტოქეს ისეთ ბურთს აჩუქებდა ,… Read more »

Di Francesco # 1
12 years ago

მელოს თუ არა სისოკოს მაინც ჯობია ალბათ, მე მაგის თამაში არ მახსოვს და მემგონი 1 შანსი უნდა მიეცეს

lexo doreuli
12 years ago

ჩამშლელია აბა ვინ არის. ჩემი აზრია ასეთი, ეგ არის მაქსიმუმ უდინეზეს დონის ფეხბურთელი. დიდი თამაშების მოგება თუ გვინდა ეგ არ გამოგვადგება. შეიძლება ნორმალურად ითამაშოს, მაგრამ უცებ ყველაზე გადამწყვეტ მომენტში ისე დააღალატოს გუნდი, როგორც მაგალითად გრიგერა აკეთებდა. მელოზე რომ აღარაფერი ვთქვა სისოკო მირჩევნია ბევრად პაციენცას. ჯობდა მომო დაეტოვებინათ.

lexo doreuli
12 years ago
Reply to  lexo doreuli

ამ ეტაპზე შეიძლება ათამაშონ. მაგრამ ლიგაზე რომ გავალთ ეგ ფეხბურთელი აღარ გამოგვადგება. თუმცა მაგალითად არც ეხლაა დიდად საჭირო. როცა სისოკოს დატოვება შეიძლებოდა რათ გვინდოდა ეს.

Di Francesco # 1
12 years ago

მე პირლოს დუბლიორი მეგონა :chuvak: , მერე მიცეს შანსი კონტემ.
აბა პირლომ რო ტრამვა მიიღოს შემცვლელეი არ გვყავს?

Dutch
ადმინისტრატორი
12 years ago

ტიპიური კალჩოს საყრდენია
მაგარი ხისტი ტიპია პაციენცა … გამიკვირდა ნაპოლიმ რომ გაუშვა

Dutch
ადმინისტრატორი
12 years ago

და რატო არაა პაციენცა ჩასათვლელი ? ეს კრესტის დადება რა იცით ხოლმე უაზროდ

მელოზე მაგრად მწყდება გული … ყველაზე მეტად მე ვგულშემატკივრობდი მაგას … მაგრამ რას ვიზამთ

lexo doreuli
12 years ago

ბოფონი
ლიხშტაინერი ბარძალი კიელინი გროსო

მარკიზიო პირლო

კრასიჩი ვუჩინიჩი

კუალიარელა დელ პიერო

სად ვუშვებდით მელოს და სისოკოს. აი, ძალიან რომ გვიჭირდეს გუნდში ტიპიური ჩამშლელი არა გვყავს რა. ნუ პაციენცა არცაა ჩასათვლელი…

Di Francesco # 1
12 years ago

კამურანეზის წასვლა ძან დაეტყო გუნდს და შემცვლელიც არ გვყავს, პეპე ცდილობს მარა მაინც არაა ისეთი, არადა აუცილებელია გუნდში ასეთი ფეხბურთელი

Aleqsi Chaduneli
12 years ago

დიდი თამაში გველის. მაგრამ მთავარია ვითამაშოტ დაიმათი დაცვის შეცდომაზე. დიდი პრობლემაა ჩვენთან მომენტის გამოუყენებლობაა….

12 years ago

მიდ მილოშ ერთი კაი სპრინტი და დარტყმა და გოლ!!! მერე ვერავინ შეგაჩერებს :forza:

NEDVEDA11..
12 years ago

მიდი მილოშ! დაგვიმტკიცე,რომ ვცდებით შენი შესაძლებლობების შეფასებაში!!! მიდი მილოშ! მიდიიიიი!

d a v i d
12 years ago

ჩემი აზრით კონტე მაგარს ჩაუტარებს მისტერ ალეგრის!!! :juvee:

12 years ago

მე ვთვლი რო სერია A-ს საუკეთესო დაპირისპირებაა!!!

Tornike Iosava
12 years ago

აუუუუუუ როდის მოვა 2 რიცხვი რა მაგრად მინდა ამ თამაშის ყურება იმენა გამწარებული ველოდებიი

lasha tkeshelashvili
12 years ago

აბა შენ იცი სერბო ჩაწოდებები გამოასწორე რაც მთავარია

marchisio8
12 years ago

ახალ წელს რო წუთებს ითვლიან ისე ვარ :D მაგრად ველოდები ამ თამაშს :forza: :forza:

marchisio8
12 years ago

დარწმუნებული ვარ იუვეს მოგებაში მილოშ გამიახარდება შენი კარგი თამაში :*

| Newsphere by AF themes.
24
0
Would love your thoughts, please comment.x