ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ალეგრი : “იუვენტუსი სკუდეტოსთვის ბოლომდე იბრძოლებს”

ტურინის “იუვენტუსთან” მატჩამდე “მილანის” მთავარმა მწვრთნელმა, მასიმილიანო ალეგრიმ წინასამატჩო პრესკომფერენცია გამართა : “ჩვენ იმ გუნდის წინააღმდეგ მოგვიწევს თამაში, რომელიც სკუდეტოსთვის სეზონის დასრულებამდე იბრძოლებს.ბებერი ქალბატონი ულამაზეს არენაზე გვიმასპინძლებს, რომელსაც ათასობით გულშემატკივარი დაამშვენებს.ნებისმიერ შემთხვევაში, იუვენტუსის ახალი სტადიონი იტალიური ფეხბურთისთვის წინ გადადგმული დიდი ნაბიჯია.”

“ხვალინდელი მატჩი ბოლო იქნება იმ მატჩებს შორის, რომელშიც ამდენი ტრავმირებული ფეხბურთელი გვაკლდა.ბოლო თვეებში შეხვედრების საკმაო რაოდენობა ჩავატარეთ, ამიტომ მოთამაშეები დაღლილები არიან.იუვენტუსის დონის გუნდებთან შეხვედრები არა მხოლოდ ფიზიკური, არამედ ფსიქოლოგიური ფორმის დაბრუნებაში დაგვეხმარებიან.”

ზაფხულში, ბერლუსკონის თასზე ეს გუნდები უკვე გაეჯიბრნენ ერთმანეთს, იმ შემთხვევაში ალეგრის გუნდი უკეთ მომზადებული აღმოჩნდა.ანდრეა პირლო ყოფილი გუნდის წინააღმდეგ პირველ ოფიციალურ შეხვედრას ჩაატარებს : “ანდრეა – უდიდესი ჩემპიონია, მისი გადაბირებით იუვენტუსის ნახევარდაცვა სერიოზულად გაძლიერდა.პირლოს მოედნის შუახაზში თავისუფალი ადგილი არ უნდა დაუტოვო, ეს თვითმკვლელობაა.კონტე ? – შესანიშნავი მწვრთნელი, რომელიც მის ჩანაფიქრს ფეხბურთელებს დამაჯერებლად გადასცემს.”

წყარო : Juventus.com

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

5 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
valeri tokhadze
12 years ago

წადი შე იდიოტო პირლო როგორ გაუშვი

del piero_buffon
12 years ago

ხვალ მილანში გლოვა იქნება :lool:

david alkhanishvili
12 years ago

თქვენგან განსვავებით-კი, ბატონო მასიმილიანო :bicho:

lasha naxucrishvili
12 years ago

ალეგრი ხვალ იტირებ :lool:

david alkhanishvili
12 years ago

უკვე ტირის,სურათს დააკვირდი,გადადებული საქმე ეშმაკებისააო და დაიწყო წინასწარ :cry:

| Newsphere by AF themes.
5
0
Would love your thoughts, please comment.x