ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მარკიზიო : “საოცრად მოტივირებულნი ვართ”

ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველი, კლაუდიო მარკიზიო “მილანთან” მატჩისთვის სრულ მზადყოფნაშია.ანტონიო კონტეს შეგირდები მთელი კვირის განმავლობაში დაუღლელად ვარჯიშობდნენ, რათა უპრინციპულესი დაპირისპირებისთვის რაც შეიძლება უკეთ მომზადებულიყვნენ.

“ეს პირველი დიდი მატჩია, რომელსაც ახალ სტადიონზე იტალიის ჩემპიონის წინააღმდეგ ჩავატარებთ, ეს დამატებით მოტივაციას გვძენს.გულშემატკივრების თანადგომა გასულ შეხვედრებში ჩვენზე საოცრად მოქმედებდა, ისინი მხარდაჭერას ერთი წამითაც კი არ წყვეტდნენ.დაპირისპირებისთვის მზადება კარგად მიმდინარეობს, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში მატჩს გადამწყვეტს ვერ დაარქმევ, მაგრამ მილანთან შეხვედრას იუვენტუსისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს.”

კლაუდიო მარკიზიოს ანდრეა პირლოსთან ერთად მოედნის ცენტრში თამაში მოუწევს, ეს უკანასკნელი კი პირველ ოფიციალურ შეხვედრას ჩაატარებს ყოფილი გუნდის წინააღმდეგ : “ანდრეა მშვიდადაა, ის დიდი ჩემპიონია და ეს უკვე დაამტკიცა.სეზონის დასაწყისში ყველაფერი შეიცვალა, არა მხოლოდ მწვრთნელები და ვარჯიშის მეთოდები.შემიძლია ვთქვა, რომ გუნდმა ბურთზე მეტი კონტროლი ისწავლა და ეს ძალიან მახარებს.ფსიქოლოგიურად მზად ვართ, იუვენტუსი წარმატებისთვის იბრძოლებს.”

წყარო : Juventus.com

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

6 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
d a v i d
12 years ago

ისე ძააან მაგრად მაინტერესებს მარკიზიო-ვიდალის დუეტი რას იზამს!!

d a v i d
12 years ago
Reply to  d a v i d

ცენტრში

7uP
7uP
12 years ago

მართლაც რომ ულამაზესი გოლები გააქვს, კლაუდიო დღესაც შეაგდე რა მეგობარო :forza:

d a v i d
12 years ago

:forza:

lasha naxucrishvili
12 years ago

აუ მარკიზიო შენ რო იცი ხოლმე იშვიათი და საოცარი გოლები ეგეთი შეაგდე რა :)))))))))))))))))

| Newsphere by AF themes.
6
0
Would love your thoughts, please comment.x