ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კიელინი: ” ყველა ბურთისთვის ვიბრძოდით “

ჯიორჯო კიელინიმ გუშინდელი შეხვედრა ბრწყინვალედ ჩაატარა. კარგად ითამაშა მისმა გუნდმაც, რასაც ლოგიკური შედეგი, გამარჯვება მოჰყვა. “მილანთან” მატჩზე სწორედ იტალიის ნაკრების მცველი საუბრობს: “ ამ შეხვედრაში უბრალოდ არ შეგვეძლო წაგვეგო. ყოველ წამს ვგრძნობდით, რომ გამარჯვება ჩვენს ხელთ იყო. ვიბრძოდით ნებისმიერი ბურთისთვის, ვაზღვევდით ერთმანეთს და ისევ და ისევ ბრძოლაში ვერთვებოდით.თავიდანვე ვგრძნობდით, რომ ეს საღამო განსაკუთრებული იქნებოდა. სტადიონზე შექმნილმა ატმოსფერომ მოტივაცია შეგვმატა და მოგვცა ძალა, მოედანზე ბოლომდე დავხარჯულიყავით. ” -რამდენიმე სიტყვით ჯიორჯომ საკუთარ პოზიციაზეც ისაუბრა, გუშინ ის მარცხენა მცველის ფუნქციებს ასრულებდა: “ამაზე პარასკევს ვისაუბრეთ. დე ჩელიე ფორმაში არ იყო, ბონუჩი კი სიღრმეში თამაშზე მუშაობდა. ესეც რომ არა, კონტეს ფიზიკური სიძლიერე სჭირდებოდა და ეს გამოსავალი ვიპოვეთ. ამგვარი ცვლილებები გუნდს აძლიერებს კიდეც. მაგალითად ბოლო ორ მატჩში პირლო, ვიდალი და მარკიზიო განსხვავებულად მოქმედებდნენ, ვიდრე პირველ შეხვედრებში. ” -აცხადებს კიელინი.

წყარო: “იუვენტუსის” ოფიციალური ვებ-გვერდი

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x