ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ბუფონი: ” მთავარი სტარტი კი არა ფინიშია “

მიუხედავად წინა ტურში მოპოვებული შთამბეჭდავი გამარჯვებისა, ჯიანლუიჯი ბუფონი ჩემპიონატის მთავარ ფავორიტად მაინც “მილანს” მიიჩნევს. შეგახსენებთ, ახლა “სერია ა” -ში სანაკრებო შესვენებაა და “ბებერი ქალბატონის” თავგადასავალი 16 ოქტომბერს, “კიევოსთან” შეხვედრაში განახლდება: ” “მილანის” პრობლემები მათ ლაზარეთთანაა კავშირში. თუმცა ეს გუნდი ისევ ბრძოლაშია და ჩემი აზრით, “სკუდეტოს” მოგების მთავარი ფავორიტიცაა. “მილანთან” კარგი შეხვედრა ჩავატარეთ და ნაჩვენები ფეხბურთით კმაყოფილი ვარ. მიუხედავად ყველაფრისა, კვირას მხოლოდ და მხოლოდ სამი ქულა ავიღეთ. თუ იმავე ტემპით გავაგრძელებთ, “იუვე” ისევ ანგარიშგასაწევ ძალად ჩამოყალიბდება და ხარისხით კუთხით წაიწევს წინ. როცა ორ სეზონს ზედიზედ მეშვიდე პოზიციაზე ასრულებ, როგორც ჩვენ, სტაბილურობის შენარჩუნება ძნელი ხდება. რამის ვარაუდი არ მსურს, რადგან წინა წლებშიც სტარტი ყოველთვის კარგი გვქონდა, მაგრამ დასასრული კი – ნამდვილად არასასიამოვნო. ” -აცხადებს ბუფონი.

წყარო: football italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

19 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
giga kvaratskhelia
12 years ago

ბარსას და რეალსაც სხვათაშორის)))რამეფრიტ გადავიტანოთ ეს სეზონი და მომავალ ჩემპიონთა ლიგაზე ვნახავტ ვინ გაიბრწყინებს)

giga kvaratskhelia
12 years ago

ჯიჯი ნომ 1 იქნები ყოველთვის

dato chkadua
12 years ago

ise es iventusi gamagijebs barcas mere magis fani var esegi dzlier gundebtan igebs sustebtan agebs :D

marchisio8
12 years ago
Reply to  dato chkadua

წავიდა ეგ დრო :chuvak:

king_arturo
12 years ago
Reply to  dato chkadua

ყოველშემთხვევაში ბარსას სულ უგებდა სუსტი იყო თუ ძლიერი…

del piero_buffon
12 years ago

ასე გააგრეძელეთ და ფინიშიც კარგი იქნება :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza:

BESO BARAMIA
12 years ago

უეჭველი ვიგებთ ვუჩინიჩი 2 გოლი, მატრი 1-კაროჩე 3-0 მინიმუმ :juvee: :juvee: :juvee: :juvee:

Di Francesco # 1
12 years ago

ერთი რისიც მეშინია ქეცბაია არ დაემართოს კონტეს

Di Francesco # 1
12 years ago

მე გასვლებზე ნიჩიაზეც თანახმა ვარ მთავარია არ წავაგოთ თუ არა ფსიქოლოგიურად ძან გაგვტეხავს წაგება მითუმეტეს აუტსაიდერთან

Gio Darja
12 years ago

ჯიჯი ფორმას უბრუნდება რაც ძალიან მახარებს, კატანიასთან კარგი სეივი გააკეთა, მილანთან ბოატენგს აუღო ძალიან სახიფათო, დაცვის კარგი თამაშით ბევრი საქმე არ აქვს, იმედია მთელი სეზონი ეგრე იქნება..

ბოლო წლებია კიევო საკუთარ მოედანზე ქულებს გვართმევს, ფერარას დროს მოგვიგეს 1:0, შარშან კვალიარელას მაკრატელას შემდეგ ბოლო წუთზე გაგვიტანეს..სახლშიც ვერ მოვუგეთ..იმ წლებისგან განსხვავებით წელს ფსიქოლოგიურად უძლიერესი გუნდი ვართ, ამიტომ უნდა მოვუგოთ..

BESO BARAMIA
12 years ago

რა კიევო, რის კიევო- ამათ ბურთს საერთოდ არ ვანახებთ-ეს გვაკლია ”მფრინავმა ვირებმა” ახურონ-სადაა ამათი ჩასაკვეტი :chuvak: …ვაი რა გელის – კიევო :blin: :blin:

Di Francesco # 1
12 years ago

დანიელე ბონერა..
“ჩემპიონთა” სად წაიკითხე ერთი მითხარი თუ იმდენად გინა მოგელანდა? :lool:
მეც მინდა რო მილანმა მოიგოს და ასეც იქნება :italy:

12 years ago

სკუდეტო იუვეს, ჩემპიონთა ლიგა მილანს.. მშვენიერია :chuk:

12 years ago

“მილანის” პრობლემები მათ ლაზარეთთანაა კავშირში. თუმცა ეს გუნდი ისევ ბრძოლაშია და ჩემი აზრით, ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტიცაა.

აი ბუფონ რატო მევასები რა :lool: :lool: იმენა მაგარი კაცია რა, სწორედ მსჯელობს..

Di Francesco # 1
12 years ago

კიევოსი მეც მაგრად მეშინია სარშან მახსოვს, კრასიჩმა გაიტანა მემგონი და ბოლო წუთზე პენალი გაგვიტანეს, მარტო მაგან გამისხა 200 ლარამდე ვიგებდი

Di Francesco # 1
12 years ago

:wow:

12 years ago

აუ კიევოსი მეშინია მაგარი ქულები არ დაგვაკარგვინონ (( განსაკუთრებით პელისიეს :smile: :evil:

12 years ago

10000000000000000000000%

| Newsphere by AF themes.
19
0
Would love your thoughts, please comment.x