ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ლიპი: ” ეს ჯერ მხოლოდ მოთელვაა “

ტურინის “იუვენტუსის” ყოფილი მწვრთნელი მარჩელო ლიპი დარწმუნებულია, რომ “ბებერ ქალბატონს” “სკუდეტოსთვის” ბრძოლა შეუძლია. 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონი “სერია ა” – ში შექმნილ მდგომარეობაზე La Gazzetta Dello Sport – თან საუბრობს…

” “მილანის” ორბურთიანი სხვაობით დამარცხება სამ ქულაზე ბევრად მეტს ნიშნავს. ეს პირველი დიდი გამარჯვება იყო სახლში, ეს შეხვედრა წყვეტდა საკუთარი ძალების რწმენის საკითხს, საკუთარ თავებში იუვენტინოს მიგნების პრობლემას. გუშინწინდელ “იუვეს” ჰქონდა დიდი ენთუზიაზმი, მობილობა, სიბრძნე, ორგანიზაცია, ტაქტიკური თუ ტექნიკური უნარები. იგრძნობოდა დიდი პოტენციალი, რომელიც ჯერ კიდევ არ გამოვლენილა ბოლომდე. უამრავი ახალი ფეხბურთელი ელოდება თავის შანსს ელიადან ესტიგარიბიამდე. “

” რაც შეეხება “სკუდეტოს”, შესაძლოა, კონტეს ამ სიტყვის გაგონებაც არ სურს, თუმცა ვიცი, მთელი გულით მიიწევენ მისკენ. რატომ უნდა ილაპარაკონ პირველობაზე? მით უმეტეს, რომ ყველა თვლის, ამ გუნდს დრო სჭირდება. ჩემპიონატი დაბალანსებულია და ყველაფერი შეიძლება მოხდეს. კონტეს აქვს შინაგანი ძალა, მოტივაცია, აგრესია – საუკეთესოა “იუვეს” მწვრთნელობისთვის. სიმართლე რომ ვთქვათ, ჩირო ფერარასთანაც შეიძლება ბევრი რამ გამოსულიყო, მაგრამ ამ შემთხვევაში რამდენიმე ფაქტორმა ითამაშა გადამწყვეტი როლი. “

” სამუშაო? ძალიან მინდა ფეხბურთს დავუბრუნდე. ვიარეჯიოში დაბრუნება სულაც არ მსურს, ახლა იქ ბევრად უფრო მოწყენილობაა, ვიდრე ზაფხულში. მინდოდა საკუთარი თავი ოჯახისთვის მიმეძღვნა და შემოდგომამდე არაერთი შემოთავაზება უარვყავი. ასეა თუ ისე, ახლა მზად ვარ მუშაობა გავაგრძელო. სიამოვნებით გავწვრთნიდი რომელიმე ეროვნულ ნაკრებს და 2014 წლის ბრაზილიის ჩემპიონატისკენ გავუძღვებოდი. “ -აცხადებს ლიპი.

წყარო: football italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

10 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
mishka juve
12 years ago

ამას მემგონი ისევ იტალიის მწვრთნელობა უნდა

shota xucishvili
12 years ago

მარტო 2006 ში არა ისედაც სულ შეუდარებელიაა, მაგარია დზაან

giorgi-10
12 years ago

ლიპის მსოფლიო 2006–ში შეუდარებელი იყო :)

12 years ago

საქართველოს ნაკრებს მწვრთნელი არ შველის, ფეხბურთელები გვინდაააააააააააააააააააააააააა……… ლიპი ჩვენი ნაკრებისთვის ისეთივეა, როგორც ლუის ჰემილტონი ზაპოროჟეცისთვის, ჰოდა ამ ჩვენს ზაპოროჟეც ფეხბურთელებს არ სჭირდებათ ლიპისნაირი ჰემილტონიიიიიიიიიიიიი

betega
12 years ago
Reply to 

absoliturad martali xar codvaaa lipi aq

del piero_buffon
12 years ago

მარჩელო საქარტველოს ნაკრები მაინც გაწვრთენი მადლს იზამ :chuvak: :chuvak: :chuvak:

აკაკი მეტრეველი

Nachke

ერთადერთი მექანიკური შეცდომა…

ბრავო !!! :forza:

Di Francesco # 1
12 years ago

რუსეთის ნაკრებში წავა ეს

BESO BARAMIA
12 years ago

ლიპი უძლიერესი მწვრთნელია-დარწმუნებული ვარ იუვემ სკუდეტო რომ მოიგოს-ლიპი სიხარულისგან მეათე ცაზე იქნება-უყვარს მას ბიანკონერი!!
მარად და ყველგან ფორცა იუვეე!! :juvee: :juvee:

| Newsphere by AF themes.
10
0
Would love your thoughts, please comment.x